ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კავანის საკითხი სეზონის ბოლოს გადაწყდება

“დიახ, ჩვენ მოგვწონს კავანი თუმცა ჯერჯერობით პსჟ-სთან არ გვისაუბრია ამ თემაზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და თუ მას მართლაც მოუნდება წასვლა უკვე შემდგომ შეგვეძლება ფრანგულ მხარესთან კონსულტაციის გავლა”– ეს განაცხადა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ტურინული გუნდის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ. სამხრეთ ამერიკელის ფრანგული ყოფა შორს არის იდეალურისგან. სერია ა-ს შემდეგ მისი გოლადორული თვისებები თითქოს ეტაპობრივად უკან და უკან მიიწევს. ამისი მიზეზი კი როგორც მის გარემოცვაში იძახიან არის მთავარი მწვრთნელი, რომელიც ედისონს ფლანგზე ასპარეზობას სთხოვს. ამიტომაც უნდა კავანის ტურინში გადაბარგება :“თავდაპირველად იგი დაეთანხმა კლუბის თხოვნას და უკვე მეორე წელია თამაშობს იმ პოზიციაზე სადაც არ გრძნობს თავს კარგად. მისი მოწოდება მეტოქის საჯარიმოა და სწორედ აქ შეუძლია იმ თვისებების საუკეთესოდ წარმოჩენა, რომელსაც ბრწყინვალედ ავლენდა სერია ა-ში. სეზონის ბოლოს კავანი დაელაპარაკება კლუბის ხელმძღვანელობას და გადაწყვიტავს წასვლა არ წასვლის საკითხს”.

წყარო: TuttoSport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x