ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძამპარინი :”იუვეს სურს დიბალა, თუმცა..”

მაურისიო ძამპარინის განცხადებით ბიანკონერი ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად რჩება დიბალას შესაძენად. თუმცა, აქვე დაამატა რომ ტურინელები ეკომონიურად იქცევიან და არ სურთ დიდი თანხის ინვესტიცია, ამიტომაც მას სხვა კლუბში სურს არგენტინელის გასხვისება :“ღირს თუ არა იგი 50 მილიონი ევრო? თქვენი აზრით 21 წლის ასაკში რა თანხა ეღირებოდა მესი? ის კი ნამდვილად არის ახალი მესი! 40 მილიონ ევროდ ნამდვილად შევიძენთ სხვა ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც გააძლიერებს კლუბს. ტურინელები მზად არიან მის შესაძენად და თანხაც გააჩნიათ, მაგრამ მაინც ცდილობენ ეკონომიის გაკეთებას. აი კატარში საფულე უფრო სქელი აქვთ და პარიზელებს ძალუძთ მსუყე თანხის გადახდა. პსჟ ამ მხრივ მომგებიან მდგომარეობაშია და თან ხელფასსაც უფრო მეტს შესთავაზებდა თავად ფეხბურთელს, მაგრამ პლატინიმ მოიგონა ფინანსური ფეირ პლეი, რომელიც აყოვნებს გარიგებას. ისე პარადოქსია, რომ თავად პლატინის შვილი პარიზულ კლუბზე მუშაობს. ჩემზე, რომ იყოს დამოკიდებული ნეაპოლიტანელებს მივყიდიდი, რადგან დე ლაურენტისთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. დიბალა კი მარადონასავით მნიშვნელოვანი გახდებოდა სულ რაღაც ოთხ წელიწადში”.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

ძამპარინი :”იუვეს სურს დიბალა, თუმცა.. მე მათ ვერ ვატყუებ და დიდ თანხად ვერ ვტენი.. არადა დიბალა ახალი მესია ბოლქვიშვილივიყო!!!

bianco-juve
9 years ago

ოცდაათიც ბევრია მაგისთვის თითქმის ერთი სტილია ეგ და მორატა და მაგას კავანიზე იჩალიჩონჯობს

R24
R24
9 years ago

ამ კაცმა მართლა ტვინი მო**ნა რა თავისი დიბალათი, 40 მილიონად მაგის ყიდვას(ან გაამართლებს ან არა დიდ გუნდში) წაუმატებ ცოტას და აგერ კავანის დავითრევთ… თუ უნდა მაქსიმუმ 30 თუ არადა ეხვეწოს პსჟ-ს და იყოს, საბოლოოდ ეგენიც დაადებენ

9 years ago
Reply to  R24

სწორად თვქი ან გაამართლებს ან ვერა.. მე მაგალითად განსაკუთრებული ვერაფერი ვნახე ამ დიბალაში, გასაგებია პალერმოს დონეზე ნორმალურად თამაშობს. მაგრამ საკითხავია იუვეს დონეზე გამოგვადგება თუ არა

9 years ago
Reply to 

ანუ ხო ხვდები მე ვგულისხმობ ფეხბურთელს რომელში ინვესტიციის ჩადებას ვაპირებთ.. მართლა ულიდერებს გუნდს თუ მატრი-2 გამოვა

jek17
9 years ago

ამან აქამდე ვერავინ ნახა გადამხდელი თორე სულ იუვენტუსს დაელოდებოდა,არავინ გადაუხდის მაგ დიბალაში 50 მილიონს,მაგის მაქსიმუმი თანხა შეადგენს 30 მილიონს,თუ უნდათ მოგვცეს თუ არადა დარჩება სახვეწარი

Di Francesco # 1
9 years ago

ამის აზრით 21 წლის მესი 40 მილიონი ღირდა? 21 წლის პოგბა 100 მილიონი რო ღირს მესიზე დიდია? :lool: 21 წლის მესი რასაც აკეთებდა იმას დიაბალა დღეიდან 21 წლის მანძილზე ვერ გააკეთებს. ამას ერთი კითხონ ბერარდი რა ღირს, თუ სინდის ნამუსი ცოტა მაინც აქ შემორჩენილი 60 მილიონზე ნაკლები არუნდა თქვას

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x