ალეგრის ჩემპიონთა ლიგის ფინალში სურს ასპარეზობა
მასიმილიანო ალეგრის განცხადებით მას და მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში სურთ გასვლა. მონაკოს დამარცხების შემდეგ გუნდი 2003 წლის შემდეგ კვლავ 1/2 ფინალშია და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს მისი მეტოქე ამჯერადაც სამეფო კლუბია :“საოცარი მატჩი გველის ვარსვკვლავური შემადგენლობის წინააღმდეგ. საკუთარ თავში და შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ. მთავარია, რომ ის რაც რეალურად შეგვიძლია და რა ძალაც გაგვაჩნია მაქსიმალურად ვაჩვენოთ ორივე მატჩში. მშვენიერი იქნება თუ ბერლინში ვიასპარეზებთ, თუმცა მიღწეულით არასოდეს ვარ კმაყოფილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ აქ არც ვიქნებოდი, რადგან იუვეს სისხლში აქვს გამარჯვება აგერ უკვე 117 წელია. ბოლო პერიოდში ევროპაში მცირედით შერყეული გვქონდა პოზიციები. გასული სეზონი ვოიაჟი არ იყო ურიგო, თუმცა მაშინ ევროპა ლიგის 1/2 ფინალში დაგვიცდა ფეხი. იმედი ვიქონიოთ ასეთი რამ წელს აღარ განმეორდება. გვწამს, რომ შეგვიძლია მადრიდელთა დამარცხება. პოგბა? იმედი მაქვს განმეორებით მატჩში მაინც დაგვეხმარება ან უკიდურეს შემთხვევაში იტალიის თასის ფინალში, სადაც მარკიზიოს გარეშე ვიასპარეზებთ”.
წყარო: football-italia
თუ სურთ მაშინ ვთამაშობთ უეჭველი:-D
მინიმუმ ორ გოლს შეაგდებს ჯუვე რეალთან საშინაო მატჩში და რეალს უეჩველი გაცდება, ბარსა თუ ბავარიას გააგდებს მაშინ ლიგის თასსაც ავწევთ ჯუვენტინოებო
