ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტესტი მადრიდელებთან დაპირისპირებამდე..

რეალთან შეხვედრამდე დარჩენილი არის 6 დღე.. იებთან დღევანდელი დაპირისპირება კი შესაძლოა მშვენიერი ტესტი გახდე გუნდისთვის. ალეგრის სურს თავისი საუკეთესო შემადგენლობის მდგომარეობა იხილოს და კალენდარიდან გამომდინარე ფიორესთან მატჩი არის იდეალური შესაძლებლობა.

როგორც ჩანს მაქსი 4-3-1-2 ტაქტიკურ მოდულს აირჩევს და მეტოქეს არანაირ სიურპრიზს არ სთავაზობს. შემადგენლობა არსებული რესურსიდან არის საუკეთესო და მასში მხოლოდ პოგბას და ბონუჩის არ ყოფნაა გამოსარჩევი. ლეოს დისკვალიფიკაცია აქვს ფრანგისგან განსხვავებით.

კარს ბუნებრივია ჯიჯი დაიცავს, დაცვის ხაზში ფლანგებზე ლიხტშტაინერი და ევრა განლაგდებიან. ცენტრში ბონუჩის ნაცვლად კიელინის ანდრეა ბარძალი შეუწყვილდება.

ნახევარდაცვის ხაზშიც ყველაფერი იდეალურთან მიახლოებულია. ვიდალი, პირლო და მარკიზიოს ტრიო უშუალოდ ცენტრში იმოქმედებს, ხოლო ტრეკუარტისტას პოზიციას არგენტინელი რობერო პერეირა დაიკავებს.

თავდასხმის ხაზში კი კარლიტოს ტევესის და ალვარო მორატას დუეტი გაირჯება. სხვათაშორის არგენტინელის სათამაშო ფორმა ბოლო პერიოდში არ იყო საუკეთესო და საინტერესოა იებთან მატჩში როგორ წარმოაჩენს თავს.

იუვენტუსი (4-3-1-2):ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბარძალი, კიელინი, ევრა, მარკიზიო, პირლო, ვიდალი, პერეირა, ტევესი, მორატა

ფიორენტინა (3-5-2):ნეტო, სავიჩი, როდრიგესი, ბასანტა, ხოაკინი, აკუილანი, ბადეჩი, მატი ფერნანდესი, ალონსო, სალაჰი, გომესი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

18 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
paata17
9 years ago

bufonis tamashit gavcdit monakos tore saxlshi mogvigebdnen, liga mtavaria ase rom bufoni am tveshi lideriaa

Gio Darja
9 years ago

1juve

და რატო უნდა მიეცათ ? თუ ამ თვეში შეცდომები დაუშვა და არ იყო საიმედო რიგ ეპიზოდებში, ხმა რატო უნდა მიეცათ კიელინისთვის როცა ჯიჯიმ საოცარი სეივები დადო, პირლომ სასწაული ჯარიმა, ტევესმა, ვიდალმა მთელი შემართებით ითამაშა, ბონუჩიმ გოლი შეაგდო საერთოდ )) გამოკითხვას აინტერესებს აპრილის საუკეთესო მოთამაშე თქვენი აზრით და არა ფავორიტი ფეხბურთელი გუნდში, შენ თუ კიელინი მიგაჩნია ამ თვის საუკეთესოდ, საღოლ ძმაო

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  Gio Darja

11 ფეხბურთელია გამოკითხვაში და ყველას აქ 1 ხმა მაინც, არ ვთვლი რო კიელინი ყველაზე ცუდი იყო ამ თვეში, ამიტო ვთქვი რაც ვთქვი. ჩემი აზრით ბარძალი იყო საუკეთესო

Gio Darja
9 years ago

ჩამოთვლილი თერთმეტიდან კიელინიზე ცუდი არცერთი არ ყოფილა

User234
9 years ago

ისე რამოდენიმეჯერ ითქვა წინა თემებში, კერძოდ ის რომ კვალიარელა არ უნდა გაეშვათ გუნდიდან. მე ყოველთვის მაგრად მომწონდა ეგ თავდამსხმელი, ძაან პროდუქტიული ფეხბურთელია. მე პირადად სასტავში დავაყენებდი იუვეში ტევესის მეწყვლედ. არ ვიცი რატომ მიჰქარავენ ტურუნული ხელმძღვანელობა ეგეთ ფეხბურთელს რომ უშვებენ გუნდიდან. აი მაგრად გამოგვადგებოდა ეგ კაცი, იმენა მაგრად… ჯერ მარტო რო შეხედავ სახე აქვს რაღაცნაირი სანდო და უღალატო

Gio Darja
9 years ago

სამწუხაროდ კიელინის ამჟამინდელი ფორმით ევროპის საუკეთესო მცველებში არაფერი ესაქმება, მიუხედავად იმისა რო დიდ პატივს ვცემ ჯორჯოს არასტაბილურობით და არასაიმედოობით გამოირჩევა მთელ რიგ ეპიზოდებში )) ფეხი ერთხელ კი არა ორჯერ დაუცდა, ბორუსიასთან გოლი აჩუქა როისს, თან ტურინში და მონაკოსთან ჩემი აზრით გასაგდები იყო, მაგრამ მსაჯმა თამაში არ გააფუჭა და მეორე წუთზე კაცნაკლული არ დაგვტოვა, პლიუს ლაციოსთან ამაზრზენი თამაში, ევროპის საუკეთესო მცველს ბურთი არ უნდა გამოჰქონდეს ისე რო პენალტის ნიშნულთან კლოზეს მისდიოდეს დასარტყმელად, რატო არ მიუვიდა ბონუჩის გამოტანის შემდეგ ? ნუ ფელიპე ანდერსონს რო გოლს ჩუქნიდა ეგ ცალკე თემაა, ჯიჯიმ გადაგვარჩინა )) საკუთარ ფეხბურთელებს რო ვაკრიტიკებთ ნუ გგონიათ რო ვერ ვიტანთ ან… Read more »

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  Gio Darja

არავინ ხმა რო არ მიცა მაგიტო ვთქვი იმ ერთი ფეხის დაცდომის გამოთქვა, ამ თვეში მარტო ერთი ფეხის დაცდომა იყო. მასე არც დავიდლუისი და სილვა არუნდა ითვლებოდეს მაშინ მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო მცველებათ ისეთი შეცდომები დაუშვეს. დღეს ბარძალი – კიელინია სასტავში და თუ კარგად ითამაშეს არაა გამორიცხული რო რეალთანაც იგივე დაცვა დააყენოს. არ მგონია ალეგრისთVის ბონუჩის მეტი ავტორიტეტი ქონდეს ვიდრე ბარძალის, ამ კონკრეტულ 3 თამაშში მე ბარძალი მირჩევნია თუარა ზოგადად ბონუჩიმ უნდა ითამაშოს სასტავში

Di Francesco # 1
9 years ago

დღეს გოლს არ გაუშვებს იუვე, ლიგაზე კიდე 4 მცველით თუ ვითამაშეთ სახლში სკამზე ბონუჩი დაჯდება. ბარძალი სამივე თამაშში სასტავში უნდა იყოს

Di Francesco # 1
9 years ago

კიელინს არავინ არ მიცა ხმა? :chuvak: ერთხელ დაუცურდა კაცს ფეხი და მაგის გამო? კიელინი როცა არაა მოედანზე მაშინ უფრო მეტად ჩანს მისი ძალა, ამით ჩანს რო საუკეთესოა, იტალიის პირველი მცველია არ მაინტერესებს ევროპაში ლუსი ჯობია თუ რამოსი

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  Dutch

1 მახსოვს მე :chuvak: მეორეჯერ უბრალოდ ბურთი მოიგერია და ლაციოს ფეხბურთელს მიუვიდა. სერი ა_ში ნაჩვენები შედეგით უკვე აღარ ვაფასებ გუნდს, თვითონაც იციან რო უეჭველი მოგებული აქვთ და ცოტა მოშვებულები არიან. ლიგაზე კიელინის ფეხის დაცდენებს თუ არ ჩავთვლით სხვა შეცდომა არ დაუშვია, მონაკოსთან ერთი ორჯერ დაგვიანებით ამოიტანა ბურთი მარა მაგიც არაა დიდი შეცდომა. დარჩენილ 3 თამაშში გამოჩნდება კიელინი რაცაა, თუ ცუდად ითამაშა ვიტყვი რო დაბალი დონის მოთამაშეა და თუ კარგად ითამაშა მაშინ თქვენ აქ ვინც ხართ უმეტესობამ თქვით რო ევროპის ერთერთი საუკეთესო მცველია :chuvak:

User234
9 years ago

საერთოდ, რა უაზრობაა ეს გინებები და შეურაცხყოფები ამ გუნდების ბალეშიკობის გამო და ფეხბურთის გამო. ყველა გუნდის ფანს მინდა ვუთხრა – ესე თავგამოდებით ყველამ საქართველოს რომ ვუგულშემატკივროთ არ ჯობია? უცხოური გუნდების გამო ღირს ერთმანეთის მიმართ შეურაცხოფა? კი რა თქმა უნდა სპორტული ჟინი და სპორტული დაპირისპირება უნდა იყოს მარა გინებები ნამდვილად ზედმეტია და უაზრობა

vakhtang karchava
9 years ago

სამპდორიას როდის ვეთამაშებით?

nedvedi11
9 years ago

ბიცჰებო პოგბა გამორიცხულია რეალტან?

User234
9 years ago
Reply to  nedvedi11

პირველ თამაშში არ იქნება და განმეორებითში სავარაუდოდ იქნება. იტალიის ჩემპიონატის ლიდერს არცერთი გუნდის არ უნდა ეშინოდეს წინ იუვე! :forza: :juventus:

simoni chigladze
9 years ago

realtan es shemadgenloba ar iqneba urigo,pogba rogor gvaklia

Di Francesco # 1
9 years ago

ამ თვეში ბარძალიზე უკეთსად არავის არ უთამაშია, 1 შეცდომაც არ მახსენდება ბარძალის

| Newsphere by AF themes.
18
0
Would love your thoughts, please comment.x