ბუფონი :”სკუდეტო? მათემატიკურადაც უნდა გავიფორმოთ”
“ჩვენ ფაქტობრივად გავიფორმეთ მეოთხე სკუდეტო ზედიზედ. მერწმუნეთ სამი ფანტასტიური სეზონის შემდეგ ამის განხორციელება წარმოუდგენლად დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ძალიან ახლოს ვართ ფინიშთან და ეხლა საჭიროა მაქსიმალური კონცენტრირება. ფლორენციელებთან ყოველთვის რთულია ასპარეზობა და ეხლა განსაკუთრებით, როდესაც რამდენიმე დღეში იცი რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი გაქვს სათამაშო რეალის წინააღმდეგ. თუმცა, მცირეოდენი მობილიზება, სიმშვიდის შენარჩუნება, ცივი თავი და შედეგიც მიღწეულია”.. აშკარად ნასიამოვნები იყო ბუფონი მატჩის შემდგომ.. ბუნებრივიც არის იუვე იტალიაში ზედიზედ ოთხი სეზონია სათოფეზეც არავის იკარებს..
თავს უკვე ჩემპიონად მიიჩნევთ?
“საჭიროა მათემატიკურადაც მოვხსნათ ყველანირი კითხვა და სწორედ მაშინ ვიგრძნობ თავს ჩემპიონად”.
რა როლი მიუძღვის ამაში ალეგრის?
“კოლოსალურად დიდი. მან ის შეგვძინა რაც გვაკლდა და ყოველთვის ზუსტად მიგვითითებს იმ ნაკლზე რაც გამოსწორებას საჭიროებს. მესმის, რომ კარგი გუნდი ხვდა წილად.. აწყობილი და საკუთარი საქმის მცოდნე, მაგრამ ეს უფრო მეტი ტვირთვია ვიდრე თქვენ გგონიათ. უფრო მეტად რთულია გამარჯვებულის კიდევ მოტივირება, ვიდრე დამარცხებულის ბიძგი გამარჯვებისკენ”.
როგორც კაპიტანი, საუბრობთ თუ არა ტევესთან და პოგბასთან? ურჩევთ თუ არა მათ რომ დარჩნენ?
“ყოველდღე ვსაუბრობ მათთან. თუმცა, დარჩენა არ დარჩენის საკითხი ეს ამ ეტაპზე უადგილოა. საერთოდაც, ვფიქრობ ფეხბურთელები არ გეგმავენ გუნდიდან წასვლას”.
“დღევანდელი გამარჯვების შემდეგ ალბათ არანორმალურად დიდი კატასტროფა უნდა მოხდეს, რომ დავკარგოთ სკუდეტო”- ფრიად ნასიამოვნები ჩანდა ფლორენციელების დამარცხების შემდეგ მასიმილიანო ალეგრი. და მართლაც, ტურინელებს ერთი ქულაღა აშორებს მორიგ სკუდეტოსთან. იყო იმის შესაძლებლობაც, რომ თუ ლაციო ვერ მოახერხებდა პარმას დამარცხებას იუვე ამ მატჩშივე იზეიმებდა თასს, მაგრამ პიოლის შეგირდებმა 4-0 დაამარცხეს ჩემპიონატის უპირობო აუტსაიდერი:“14 ქულიანი უპირატესობა გვაქვს და იმედს გამოვთქვათ უახლოეს უქმეებზევე შევძლებთ მორიგი ქულის მოპოვებას. დღევანდელი გამარჯვება ფსიქოლოგიური კუთხით აუცილებლად დაგვეხმარება. ერთის მხრივ დავუბრუნდით გამარჯვებებს და მეორეს მხრივ დიდი ტვირთი მოგვეხსნა მხრებიდან..”
“მერწმუნეთ, ჩემპიონატის სათავეში ყოფნა ასეთი ჰანდიკაპით ადვილი არ არის. ბუნებრივია რიგ ეპიზოდებში კონცნტრაციის დაკარგვასაც აქვს ადგილი. ამას დაემატა რამდენიმე ფეხბურთელის ტრავმა, რამაც როტაციის საშუალება არ მოგვცა დიდი ხნის მანძილზე. დარწმუნებული ვიყავი, რომ წარმატებული სეზონი გამოდგებოდა, რადგან ჩემს თვალწინ ფანტასტიური ფეხბურთელები იდგნენ. წარმატებულნი როგორც მინდორზე ასევე მის გარეთაც.
ფეხბურთი საოცარი სპორტია. ვდომინირებდით, თუმცა საკუთარ საჯარიმოში ორჯერ დარღვეული წესების გამო შეიძლება მატჩი 2-2 დასრულებულიყო. იმედი მაქვს უახლოეს მატჩებში ასეთ რამეს ადგილი აღარ ექნება. მეტოქეს საკუთარ საჯარიმოში ზედმეტი მოძრაობის საშუალებას ვაძლევდით.
ვიმედოვნებ ფიორენტინაც და ნაპოლიც ევროპა ლიგის ფინალში იასპარეზებენ.
რეალი? ეტაპობრივად დაიწყება მზადება ნახევარფინალისთვის. მეეჭვება ესპანელებმა დიდი ძალებით დაიცვან თავი. ჩვენს წინაშე წინა მეტოქისგან განსხვავებით სუპერ შემტევი კლუბი წარსდგება. შესაბამისად გუნდი, რომელიც მოედანზე გადის იმ ფსიქოლოგიით რომ მან რიცხობრივი უპირატესობით უნდა დაიცვას თავი და ასე მიაღწიოს წარმატებას, განწირულია მარცხისთვის. პოგბა? მანდ უნდა გაიაროს ხვალ დამატებითი ტესტი და თუ იგი არანაირ პრობლემას არ აჩვენებს, მაშინ მადრიდში ფრანგი შეძლებს ასპარეზობას”.
წყარო: Tuttosport
გენაცვალეთ! მომწონს შემართება და განწყობა
