ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რომულო დაუბრუნდა გუნდს

ეტაპობრივად იუვეს ლაზარეთი დაცარიელებისკენ მიდის. გუნდს საწვრთნელ ბაზაზე რომულოც შეუერთდა. ფეხბურთელი ვერონას საკუთრებაა, რომელიც არენდის წესით ასპარეზობს ტურინულ გრანდში, თუმცა საერთო ჯამში შავ-თეთრი მაისურით მხოლოდ 97 წუთი დაჰყო მინდორზე. ბოლოს იგი პარმასთან შეხვედრაში გამოჩნდა, რომელიც იუვენტუსმა 7-0 მოიგო. კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც ტურინელებს შეუძლიათ მისი გამოსყიდვა, ოღონდ ამას აუცილებელის ხასიათი არ გააჩნია. რომულოს რომ მატჩების 60% ჩაეტარებინა მაშინ მაროტას აუცილებლად მოუწევდა მისი გამოსყიდვა. მიუხედავად ამისა, რომულოს აგენტი არ კარგავს იმედს, რომ გუნდები მაინც მიაღწევენ შეთანხმებას. იუვეს იტალო/ბრაზიელის გამოსყიდვა 6 მილიონ ევროდ შეუძლია.

წყარო: Football italia

4 thoughts on “რომულო დაუბრუნდა გუნდს

  1. მაგრად არ გაუმართლა რომულოს, არადა ვერონაში წინა სეზონი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, მგონი დატოვებენ და მისცემენ კიდევ ერთ შანსს, სკამზე არაა ცუდი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.