ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”შეუძლებელია სრულყოფილი თამაშის ჩვენება”

მასიმილიანო ალეგრის განცხადებით :“სრულყოფილი თამაშის ჩვენება არის შეუძლებელი და იმედი მაქვს მეტოქეს საკუთარი სულისკვეთებით დავამარცხებთ”.. ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/2 ფინალურ მატჩამდე სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება და ბუნებრივია ვნებათაღელვა თანდათანობით იზრდება :“საკუთარი ძალების გვწამს და სწორედ ამ მიდგომით უნდა გავიდეთ მინდორზე. ვიქმედოთ ისევე თავდაჯერებულად და ცივსისხლიანად, როგორც გვჩვევია. რადგან გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალს მიაღწია გამოდის, რომ მას უფრო მეტის შესაძლებლობაც აქვს”..

“მეტოქის სუსტ მხარეებზე საუბარი უადგილოა. ისინი ტაქტიკურადაც ბრწყინვალედ არიან მომზადებულნი, რადგან სათავეში ანჩელოტი ჰყავთ, რომელსაც ლიგის მოგების გემო არაერთხელ აქვს გამოცდილი. ამას თან ერთვიან ის ინდივიდუალისტები, რომლებიც რეალის მაისურს ატარებენ.

პოგბა? ექიმებმა დამაიმედებელი პროგნოზი გააკეთეს და შედეგად ფრანგს სავარაუდოდ შეეძლება საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობის მიღება. ნებისმიერ შემთხვევაში ნუ დაგავიწყდებათ, რომ სეზონის ფინიშზე იტალიის თასის ფინალი გვექნება სათამაშო. ტრიპლეტი? მოდით ნუ ავჩქარდებით. ჯერ სკუდეტო გავიფორმოთ და შემდგომ ვიფიქროთ სხვა მიზნებზე. ურთულესი მისია იქნება დღევანდელი რეალის დამარცხება და ფინალში გასვლა.

ჩემი აზრით ქომაგები კმაყოფილნი უნდა იყვნენ გუნდის მიერ მიღწეული შედეგით. აქამდე ყველაფერი ნორმალურად ვითარდებოდა და ფეხბურთელები კარგად ასრულებდნენ ჩემს მითითებებს. მშვენიერ სეზონს ვატარებთ და შესაძლოა იგი უნიკალურიც კი გახდეს თუ მორიგ ნაბიჯს დიდი სიფრთხილით და კონცენტრაციით გადავდგავთ.

ყველაზე მეტად რითი ვამაყობ როდესაც ფეხბურთელებს ვუყურებ? მათი ენთუზიაზმი, სიყვარული და რწმენა! ეს არის საოცარი, როდესაც უყურებ თუ როგორი სავსე ემოციით მოდიან ჩემი შეგირდები ყოველდღე საწვრთნელ ბაზაზე”.

წყარო: Football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

გამოკითხაში იმას ვინც უპასუხა რო გუნდი კონტეს ინიციატივით აგრძელებს თამაშს კიდე კაი გასაგებია (მეც მაგას ვუპასუხე :chuvak: ) მარა ვინც იმას მიცა ხმა რო ალეგრის მუშაობას უარყოფითათ აფასებს საინტერესოა რას ელოდა ამ დრომდე? 2 თვით ადრე ლიგა უნდა მოეგო და მომდევნო ლიგისთვის მინიმუმ ჯგუფური ეტაპი უკვე გავლილი უნდა ქონდეს? :lool:

Di Francesco # 1
9 years ago

mgel piero
კონტეს აქ დიდი მომავალი და დიდი წარსულიც ნაწილობრივ, იუვეს დონის გრანდში დამწყებმა ტრეინერმა ისტორია დაწერა, სხვა რა უნდა გააკეთოს რო დიდი ტრეინერი დაუძახო? მოიგო სკუდეტო ისე რო არ წააგო არცერთი თამაში და დააგროვა 102 ქულა სეზონში რაც არავის არ გაუკეთებია, სხვას რას ქვია ისტორიის დაწერა?

Tornike Iosava
9 years ago

არაფერს ვუკარგავ კონტეს მართლაც დიდი სამუშაო გასწია გუნდში მაგრამ ის რო აი ესაა ისაა და შოკია არის დაუჯერებელი მითუმეტეს შენგან იმიტო რო ხშირად მინახავს შენი კომენტარები და ყოველთვის კარგად საუბრობ და ანალიზს კარგს აკეთებ მაგრამ რატო გგონია რო კონტე მოიგებს ევროპას ან მსოფლიოს ჩემამდე არ დადის არაა ეგ დონე დღეს კონტე რო მსოფლიო ან ევროპა მოიგოს და ეგ ჩემზე უკეთ შენ იცი ბევრჯერ დაუცდა კონტეს ფეხი და თავის შეცდომებზე ვერაფრით ისწავლა არის ნორმალური კარგი მწრთნელი დაარა რაღაც გასაოცარი და ციდან ვარსკლავების მომწყვეტი რო ვუყურე იტალიის თამაშებს შემრცხვა პროსტა ჯერ რა ხალხი გამოიყვანა და მერე რეებს ათამაშებდა გუნდს არ იყო ეგ… Read more »

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  Tornike Iosava

კონტემ შეიძლება თამაშის მიმდინარეობისას ისე ვერ გადააწყოს თამაში რო წაგებული თამასი შემოატრიალოს მისი ტაქტიკური გადაადგილებებით და ზამენიდან შემოყვანილი მოთამაშეებით მარა სხვა უფრო მნიშვნელოვანი პლიუსები აქ ჩემი აზრით, მუხტის მიცემა რაც კონტეს შეუძლია ფეხბურთელებისთვის ყველაზე მეტად ჭრის იტალიელებზე, განსაკუთრებით ამ თაობის მოთამაშეებზე, უმეტესობას რო შეხედო დაახლოვებით პეპეს დონის არიან, და პეპეს ახლა რა უშველის სხვა თუ არა მუხტის მიცემა, ფსიქოლოგიურად გაძლიერება თავდაჯერების სემატება და მსგავსი რაღაცეები. სხვებზე ნაკლები შემსრულებლები გვყავს მარა სწორად მომზადებული ეს ნაკლებად მაღალი დონის შემსრულებლები კონტეს ხელში ავლენენ იმ მაქსიმუმს რასაც გუნდისთვის წარმატება მოაქვს. კონტე ჩემი აზრით ამ ეტაპზე ის მწვრთვნელია რომლებსაც ცუდი გუნდის და ცუდი ფეხბურთელების მაღალ… Read more »

Di Francesco # 1
9 years ago

mgel piero
რა შუაშია ჰაინკესი? კონტეს მიღწევებს ადარებ ჰაინკესის მიღწევებს? კონტე შეადარე მისი ასაკის ტრეინერებს, ერთერთი საუკეთესოა ევროპაში დღეს და ხვალ საუკეთესო იქნება ევროპას რო მოიგებს და მერე მსოფლიოს.

giorgi nefaridz
9 years ago

roca 3-5-2 ახსენებ იქ ჰაინკესიც უნდა ახსენო, კონტეს ასაკისაა გვარდიოლა მაურინიო მერე მაგით რა :lool: :lool: :lool: ღმერთმა ქნას მოიგოს ევროპაც და მსოფლიოც, თუმცა ეს იუვე ალეგრის იუვეა და არანაირი პროცენტები აღარ მიუძღვის წელს კკონტეს ამაში

Di Francesco # 1
9 years ago

კონტემდე 3-5-2ს არცერთი გრანდი არ თამაშობდა, იტალიაშიც მემგონი მარტო უდინეზე უბერავდა მაგ ტაქტიკით, კონტეს მერე კიდე იტალიაში კლუბების 50% მაგ ტაქტიკაზე გადავიდა და ევროპაშიც ხშირად თამაშობენ 3-5-2ით ბავარიაც ეგერ ხშირად იყენებს მაგ ტაქტიკას, მანჩეტსერი. 3-5-2 ადრეც იყო მარა კონტემ დააბრუნა მაგ ტაქტიკა, თქვენ რო გისმინოთ კაცმა ისე გაიგებს რო ვითომ იუვე ერთი რიგითი კლუბი იყოს და კონტე მისი დაბალი დონის ტრეინერი. იუვე არის მსოფლიო ფეხბურთის ერთერთი მთვავარი გრაბი, კონტე კიდე მისი ტრეინერი რომელიც სამუდაომოდ შევიდა კლუბის ისტორიაში, ზუსტადაც ასეთი დონის კლუბები და მწვრთვნელები კარნახობენ დანარჩენ საფეხბურთო საზოგადოებას რაარის პრიორიტეტული. კონტემ დაანახა ევროპას რო 3-5-2 ისევ მუშა ტაქტიკაა, რა პრობლემაა აქ?… Read more »

giorgi nefaridz
9 years ago

ჰაინკესის მოღვაწეობას გადახედე და ნახავ რას ნიშნავს 3-5-2

giorgi nefaridz
9 years ago

კონტეს ტაქტიკაო ისე იძახით თითქოს კონტეს მოეგონოს 3-5-2 :lool: :lool: :lool: :lool: 3-5-2 შეიძლება სხვადასხვანაირი იტერპრეტაცია მიცე ფეხბურთი ვისაც უთამაშია მიხვდება :forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago

+1
და კიდევ იმას დავამტებ რო კონტეს 3-5-2 და ალეგრის 3-5-2ს შორის დიდი განსხვავებაა.ვინც ამას ვერ ამჩნევს მართლა ტყუილად უყურებს იუვეს თამაშებს :lool:

giorgi nefaridz
9 years ago

არსობრივად სხვადასხვა სტრატეგია აქვთ კონტეს და ალეგრის 3-5-2

Di Francesco # 1
9 years ago

irakli28 ალეგრის სიმართლე რო ვთქვათ მაგრად გაუმართლა ჯერჯერობით, ნახევარფინალში გამოჩნდება რეალურად რაც შეუძლია, კონტეს იუვემ ამ რეალს ტოლსწორად ეთამაშა, ვნახოთ ალეგრი რას იზამს. ალეგრის მთავარი პლიუსად იმას მივიჩნევ რო ხელოვნურად არ მოინდომა კონტეს იუვეს შეცვლა, ტაქტიკასაც ფრთხილად მიუდგა და ნელნელა გადავიდა სხვა ტაქტიკაზე, ზოგჯერ ვაფშე კონტეს ტაქტიკას იყენებს, თვითონაც თქვა კონტეს დატოვებული ტაქტიკა წარმატების გარანტიააო. თუმცა განვითარება ჭირდებოდა გუნდს და ახალი ტაქტიკის სემოტანა ერთერთი ნაბიჯი იყო, ალეგრიმ რაც ეცადა ის ჩემი აზრით ხუთიანზე გააკეთა და უფრო კარგად მაშინ მოიქცა რო ზედმეტი არაფრის გაკეთება არ მოინდომა, ცოტა რაღაცა შეცვალა და გუნდი უფრო გააძლიერა, 90% ეს ისევ კონტეს გუნდია უბრალოდ ვისიც არუნდა… Read more »

Di Francesco # 1
9 years ago

გამართლებაში დორტმუნდს და მონაკოს ვგულისხმობ, უკეთეს მეტოქეებს ამ ეტაპზე ვერც ინატრებდა ალეგრი

simoni chigladze
9 years ago

alegrim tu sheasrula pokeri mere naxe skudeto liga ,italiis tasi,supertasi da plius saklubo chempionati mere namdvilad gavgijdebi.

Gio Darja
9 years ago

კონტეს აშენებულ გუნდს ალეგრიმ დამატებითი მოტივაცია და რაც მთავარია, ახალი სქემა შემატა, იუვეს რო ორი ტაქტიკური მონახაზით შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში, ეს უდიდესი პლიუსია, არ დაგვავიწყდეს არც ტევესი, რომელიც უკეთ თამაშობს ალეგრისთან ვიდრე კონტესთან თამაშობდა, ეს მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობაშიც აისახება, ე.ი, ალეგრიმ 4-3-1-2 ტაქტიკაში მეტი გასაქანი მისცა კარლიტოს და შესრულება რო არ უჭირს არგენტინელს, ამაზე საუბარიც ზედმეტია )) მე კმაყოფილი ვარ ალეგრის სადებიუტო სეზონით, სკუდეტო მოვიგეთ, ლიგის 1/2 ფინალში ვართ 12 წლის შემდეგ და იტალიის თასის ფინალის ფავორიტებად მიგვიჩნევენ, იდეალურია

irakli28
9 years ago

კონტეს ინერციით მიდის გუნდიო რო უწერია იმ ხალხის არ მესმის რაა…. რა წარმატებასაც ამ კაცმა მიაღწია, ახალი ტაქტიკის და მიდგომის დამსახურებაა, უბრალოდ კონტემ რო შექმნა ეს გუნდი მაგაზე 2 აზრი არაა

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x