რომულო დაუბრუნდა გუნდს
ეტაპობრივად იუვეს ლაზარეთი დაცარიელებისკენ მიდის. გუნდს საწვრთნელ ბაზაზე რომულოც შეუერთდა. ფეხბურთელი ვერონას საკუთრებაა, რომელიც არენდის წესით ასპარეზობს ტურინულ გრანდში, თუმცა საერთო ჯამში შავ-თეთრი მაისურით მხოლოდ 97 წუთი დაჰყო მინდორზე. ბოლოს იგი პარმასთან შეხვედრაში გამოჩნდა, რომელიც იუვენტუსმა 7-0 მოიგო. კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც ტურინელებს შეუძლიათ მისი გამოსყიდვა, ოღონდ ამას აუცილებელის ხასიათი არ გააჩნია. რომულოს რომ მატჩების 60% ჩაეტარებინა მაშინ მაროტას აუცილებლად მოუწევდა მისი გამოსყიდვა. მიუხედავად ამისა, რომულოს აგენტი არ კარგავს იმედს, რომ გუნდები მაინც მიაღწევენ შეთანხმებას. იუვეს იტალო/ბრაზიელის გამოსყიდვა 6 მილიონ ევროდ შეუძლია.
წყარო: Football italia
მაგრად არ გაუმართლა რომულოს, არადა ვერონაში წინა სეზონი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, მგონი დატოვებენ და მისცემენ კიდევ ერთ შანსს, სკამზე არაა ცუდი
6 მილიონი არაა ძვირი უნდა დაიტოვონ თან კარგი პადაჩა აქ
აუ როგორ არ გაუმართლა ამას ტო
კარგი ფეხბურთელია
რომულო საჭირო კაცია, ამ დონის უნივერსალები სკამზე ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს