ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მიხაელოვიჩი :”ჩვენ შევძლებთ მათი ზეიმის გადადებას”

“იუვემ დაიმსახურა სკუდეტო, თუმცა უმჯობესია შინ აღნიშნონ და არა ჩვენთან”. ალეგრის გუნდს ერთი ქულიც კი ეყოფა ზედიზედ მეოთხე და რიგით 33-ე სკუდეტოს მოსაპოვებლად, მაგრამ სინიშა მიხაელოვიჩს ნამდვილად არ სურს ტურინელთა ზეიმის ყურება ლუიჯი ფერარის არენაზე :“მათ ესაჭიროებათ ერთი ქულა, როცა ჩვენ ყველა სამი. დარწმუნებული ვარ მეტოქე კონცენტრირებული გამოვა მინდორზე. ეს ბუნებრივიც არის, რადგან იტალიაში ზედიზედ ოთხჯერ ჩემპიონობა ბუნებრივია თვითდაჯერებას საუკეთესო დონეზე გიყალიბებს. ჩვენის მხრივ სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩს ვმასპინძლობთ და ყველანაირი კუთხით მოგვიწევს მაქსიმუმის გაღება. სეზონის სიურპრიზი? ალბათ უფრო სამპა ვიდრე იუვე. მათ შესაძლოა დაიმსახურეს ტიტული, თუმცა ჩვენ გამორჩეულ სეზონს ვატარებთ. ხუთი ტურით ადრე, მეხუთე პოზიციაზე ვიმყოფებით”..

“დიახ, ბოლო პერიოდში გარკვეულ პრობლემებს განვიცდიდით დამამთავრებელ ფაზაში, მაგრამ ბიანკონერის წინააღმდეგ შემიძლია საქმეში ჩავრთო კლუბის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელები – სამპას ტიფოზები! მათ მსურს ვთხოვო, რომ ჩვენთან ერთად იყვნენ მინდორზე. დარწმუნებული ვარ, ერთიანი სულისკვეთებით, სწორი მიდგომით და კონცენტრაციით, მცირე იღბალით ჩვენ შევძლებთ ტურინული ზეიმის გადადებას”.

წყარო: ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

3 thoughts on “მიხაელოვიჩი :”ჩვენ შევძლებთ მათი ზეიმის გადადებას”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.