ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”საოცარი სეზონია”

მასიმილიანო ალეგრი-ს კარგად ახსოვს პირველი ტურინული დღეები. გულშემატკივრების აგრესია და მათი მხრიდან არანაირი თბილი და ოპტიმისტური დახვედრა. ერთის მხრივ ეს იყო განპირობებული კონტეს მოულოდნელი წასვლით და მეორეს მხრივ ყოფილი მილანისტას მოსვლით. მაგრამ მაქსმა გარკვეული პერიოდის შემდეგ მოალბო მათი გულები და მოიპოვა პატივისცემა ტიფოზერიის თვალში:“პირველი დღეები მართლაც საოცარი იყო. განსაკუთრებით მახსოვს ამხანგური მატჩი, რომელშიდაც 6 ფეხბურთელის იმედი მქონდა.. საბოლოოდ პირველ ჩემს მატჩში 3:2 დავმარცხდით. ისედაც მრისხანე დამოკიდებულება ამის მერე უნდა გენახათ რა ფაზაში შევიდა..”

“თუმცა, ამის შემდგომ უკვე მთელი გუნდი იყო ჩემს განკარგულებაში. სამი ფანტასტიური წლის შემდეგ დავიწყეთ ეტაპობრივად მომზადება. ვცდილობდით კიდევ უფრო მეტად დაგვეხვეწა და შეგვეცვალა თამაში. აქამდე მესმოდა, რომ იუვეს 3 მცველით შეუძლია მხოლოდ ასპარეზობა. საერთოდაც, მიმაჩნია რომ იუვეს რიგებში სამი იტალიის და შეიძლება ევროპის საუკეთესო მცველი ასპარეზობს. მაგრამ ვიფიქრე და მათ ოთხ მცველიან ტაქტიკაშიც შეეძლოთ უფრო მეტი ყურადღებით ასპარეზობა.

საოცარი გრძნობაა, როდესაც ზედიზედ მეოთხეჯერ ხდები ქვეყნის საუკეთესო გუნდი. მსურს ბიჭებს, პერსონალს და კლუბს დიდი მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის რაც ამ პერიოდში მქონდა. პირველივე დღიდან სატურნირო ცხრილის სათავეში ვიყავით, ეს კი მერწმუნეთ ბევრ რამეს ნიშნავს!”..

ალეგრის ფავოირტი ანგარიში 1-0.. ამაზე თავადაც ისაუბრა არა ერთხელ.. მისი მოსაზრებით გუნდი მუდმივად ტონუსშია ასეთ დროს

“იყო ეპიზოდები ემპოლისთან და ჯენოასთან, როდესაც კონცენტრაციის დაკარგვას ჰქონდა ადგილი. შედეგად ვარჯიშებმა უფრო ხისტი და მძიმე ხასიათი მიიღო, რადგან გამოსწორებულიყო შეცდომები. ვფიქრობ, დაცვაში თამაში არარის სასირცხვილო. პირიქით, ეს გუნდის დადებით მხარეზე მიუთითებს. იგი იცავს ერთიანად თავს და ამავე დროს შეტევაშიც ერთიანად მოძრაობს”.

ზეიმი დიდხანს არ გასტანს, რადგან უკვე სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალია მადრიდის რეალთან..

“დიახ, ფაქტიურად არ გვაქვს ამოსუნთქვის საშუალება რადგან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი გველის წინ. მოგვიწევს ექსტრა არარორდინალურნი ვიყოთ რეალის წინააღმდეგ. ბრძოლა მთელი 180 წუთის მანძილზე გაგრძელდება და არამარტო ტურინში. ჩემმა შეგირდებმა უნდა გაითავისონ, რომ მათ ძალუძთ ფინალში გასვლა. არა აქვს მნიშვნელობა იმას თუ ვის თვლიან ფავორიტად და რა შანსებს აძლევენ ამა თუ იმ გუნდს. ჯერჯერობით ანგარიში 0-0-ია.. იუვე ლიგის ნახევარფინალშია.. ფიორე და ნაპოლი კი ევროპა ლიგის.. ეს იტალიური ფეხბურთისთვის ერთგვარი ზეიმის საბაბია და იმედი ვიქონიოთ, ფინალში არანაკლები სიხარულის საბაბი გვექნება აპენინელებს”.

“რაც უფრო გემატება ასაკი, ყოველი მოგებული თასი შესაძლოა უკანასკნელი გახდეს”- ხუმრობს მორიგი სკუდეტოს შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ზედიზედ მეოთხე სკუდეტო სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ მოიგო, ფეხბურთელებს აღნიშვნისთვის დიდი დრო არა აქვთ. უკლებლივ ყველა, მადრიდელებთან მოახლოებულ მატჩზე არიან კონცენტრირებულნი და კაპიტანი განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებს თანაგუნდელებს..

“ფაქტიურად 10 წუთი მოგვცეს ზეიმისთვის. მადრიდელბთან მოახლოებულ მატჩზე ბევრს ვფიქრობთ, მაგრამ დღევანდელი ზეიმის გადადება იოლი საქმე არ იყო. თავიც და გულიც უნდა მივუძღვნათ ნახევარფინალს რადგან მომავალში სანანებელი არ გაგვიხდეს რაიმე.

სეზონის დასკვნით ნაწილში გარკვეული ქულები დავკარგეთ, თუმცა შემდეგ მოვახდინეთ მობილიზება და ვადაზე ადრე, მათემატიკურადაც გადავწყვიტეთ ეს საკითხი. მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ ასეთი საკითხის გადაჭრა ჩვენი მხრიდან აუცილებლად იქონიებს დადებით შედეგს. ჩემთვის, ზემოთხსენებულ სკუდეტოს ოქროს ფასი აქვს! იგი ადასტურებს თუ რა შეუძლია მებრძოლ და შეუდრეკელ ხასიათს. მწვრთნელის შეცვლა იოლი არაა. არავინ იცოდა რა გველოდა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ დავუკავშირდით ერთმანეთს და მეტი ენთუზიაზმით დავიწყეთ ახალი ისტორიის წერა. თუ შენ გწამს, რომ ძლიერი ხარ და გაქვს თავდაჯერებულობა, მაშინ წინ საოცარი და საინტერესო სამყაროს კარი იღება. გამარჯვებები კარგია და ზეიმიც, მაგრამ დაუყონებლივ უნდა გამოვფხიზლდეთ, რადგან წინ არანაკლები თავგადასავალი გველის”.

ჟურნალისტებს ემოციები ჯუზეპე მაროტამაც გაანდო :“მინდორზე მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად გავდივართ. როდესაც ასეთი შეხვედრა სკუდეტოს მოპოვებას ემთხვევა, მაშინ იგი განსაკუთრებულ ხასიათს იძენს. ტურინში ვბრუნდებით რეალთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ფიქრით. არანაირი ზეიმი. პოგბას შეხვედრა ბარსასთან? როგორც ეს აქამდე ითქვა, ფრანგის მიმართ უამრავი კლუბია დაინტერესებული. ცოტახნის უკან მას პსჟ-შიც კი უშვებდნენ და როგორც ჩანს ეხლა კატალონიელთა ჯერი დადგა. მისი აგენტი მინო რაიოლა კონტაქტობს სხვადასხვა კლუბებთან, მაგრამ ალბათ საუბრის თემა მხოლოდ პოლი არარის რადგან მას სხვა ბევრი ვარსვკლავიც ჰყავს. პოგბა იუვეს საკუთრებაა და თუ ვინმეს მისი შეძენა სურს თავდაპირველად კლუბს უნდა დაეკითხოს. ფრანგს მოქმედი ხელშეკრულება გააჩნია და იუვენტუსს არ სურს მისი გასხვისება. შეუძლია თუ არა რეალთან ასპარეზობა? ეს უკვე ალეგრის გადასაწყვეტია”.

ლეონარდო ბონუჩი ჟურნალისტებთან საუბარში გამოტყდა, რომ 33-ე სკუდეტოს გამორჩეული გემო აქვს :“ენით აუღწერელი ემოცია განვიცადეთ, რადგან გამარჯვებას წინ დიდი ქაოსი უძღვოდა. სეზონის წინ იყო რეალური საშიშროება, რომ ყველაფერი ცუდი მიმართულებით წასულიყო. საბედნიეროდ დავძლიეთ ყველანაირი პრობლემა და ურთიერთ შეთანხმები გავაგრძელეთ მუშაობა. გვსურდა მწვრთნელისთვის მაქსიმალური მხარდაჭერა დაგვეფიქსირებინა. სამი მიზნიდან ერთს უკვე მივაღწიეთ, ეხლა კი რეალთან მატჩზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება. რეალურად გვაქვს იმის შესაძლებლობა ეს სეზონი გავხადოთ გამორჩეული. არ დაგიმალავთ, რომ ამ სკუდეტოს განსაკუთრებული ემოცია ახლავს. ახალი მწვრთნელი მოვიდა ზედ ჩემპიოანტის სტარტზე და თან მაშინ, როცა არავის ეგონა კონტეს წასვლა. თუმცა, მაქსი ჭკვიანია და მან აწყობილი მექანიზმი არ შეცვალა მომენტალურად და თავი მიჩვეულ ტაქტიკაში მშვიდად გვაგრძნობინა. სეზონი გრძელდებოდა და იგი ეტაპობრივად ცვლიდა თამაშის მანერას. შედეგს კი თავადაც ხედავთ”.

ზედიზედ მეოთხე სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი და იტალიის თასის ფინალი.. არადა სეზონის წინ გუნდის გარშემო იყო გაურკვევლობა და ქაოსი. კონტეს წასვლა, ალეგრის მოსვლა, პირველი ამხანაგური მატჩის მარცხი.. თუმცა, როგორც ანდრეა პირლო ამბობს იუვეს ხასიათი კარგად ისახება უკანასკნელი ოთხი სეზონის მანძილზე. დაუღალავი შრომა და სწრაფვა გამარჯვებისკენ:

“თავიდანვე ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო სკუდეტო და მისთვის ყველაფერი გავიღეთ. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არასოდეს ვუშინდებით პრობლემებს და სამუშაოს. პირიქით, თითოეულისთვის ეს დამატებითი მოტივაციაა. ის რაც გასულ ზაფხულს მოხდა ბევრს შეარყევდა, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმი გავიღეთ რათა მწვრთნელისთვის დახმარება გაგვეწია. სეზონის მსვლელობისას კი მადა გაგვეზარდა და უფრო დიდი მიზნებისკენ გავაგრძელეთ სვლა. რაც შეეხება ზეიმს, მცირე მხიარულების საშუალება მივეცით თავს, თუმცა არავის დავიწყებია მადრიდელებთან მოახლოებული დაპირისპირება”.

ბიანკონერი 5 მაისს წარსდგება საკუთარ არენაზე გათამაშების მოქმედ ჩემპიონთან.

წყარო: Football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

ბრავო ალეგრიი :forza: :forza: :forza:

9 years ago

ბრავო ალეგრიიი :forza: :forza: :forza:

dato_juventino
9 years ago

gilocavtt yvelas forzaaaa juveee :forza:

simoni chigladze
9 years ago

:juvee:

MAXSIMUS
9 years ago

მადლობა მასიმო! გილოცავთ ყველას :juvee: :forza: :juventus: :italy: :love: :kenwvla:

9 years ago

გილოცავთ მეგობრებო რომიდან… სამწუხაროდ იუვე რეალზე ვერ მივდივარ ტურინში, მაგრამ მაინც :forza:

DeL_PieRoOo
9 years ago

:forza: :forza: გილოცავთ :* მუდამ იუვეე:* ბათუმში რომელიცახართ შემეხმიანეთ :* 514 999 559 სჰევიკრიბოტ:& :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

User234
9 years ago

გილოცავთ ყველას! ძაან მაგარია :forza: მთავარი თამაშები ჯერ კიდევ წინ გვაქვს, მე ამის მჯერა :juventus: აბა მომდევნო თამაშზე დიდი შემართებით :juventus: :juventus: :juventus: :forza:

avto talakvadze
9 years ago

გილოცავთ 33 სკუდეტოს ყველა ჯუვენტინოს

avto talakvadze
9 years ago

:forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

ბარძალიზე კიელინზე ბონუჩიზე სწორი თქვა
:italy:

Samtrediel90
9 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza:
გილოცავთ
მალე რეალის გამოგდება მომელოცოს :chuvak:

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x