ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი :”10 წუთი ზეიმისთვის”

“რაც უფრო გემატება ასაკი, ყოველი მოგებული თასი შესაძლოა უკანასკნელი გახდეს”- ხუმრობს მორიგი სკუდეტოს შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ზედიზედ მეოთხე სკუდეტო სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ მოიგო, ფეხბურთელებს აღნიშვნისთვის დიდი დრო არა აქვთ. უკლებლივ ყველა, მადრიდელებთან მოახლოებულ მატჩზე არიან კონცენტრირებულნი და კაპიტანი განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებს თანაგუნდელებს..

“ფაქტიურად 10 წუთი მოგვცეს ზეიმისთვის. მადრიდელბთან მოახლოებულ მატჩზე ბევრს ვფიქრობთ, მაგრამ დღევანდელი ზეიმის გადადება იოლი საქმე არ იყო. თავიც და გულიც უნდა მივუძღვნათ ნახევარფინალს რადგან მომავალში სანანებელი არ გაგვიხდეს რაიმე.

სეზონის დასკვნით ნაწილში გარკვეული ქულები დავკარგეთ, თუმცა შემდეგ მოვახდინეთ მობილიზება და ვადაზე ადრე, მათემატიკურადაც გადავწყვიტეთ ეს საკითხი. მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ ასეთი საკითხის გადაჭრა ჩვენი მხრიდან აუცილებლად იქონიებს დადებით შედეგს. ჩემთვის, ზემოთხსენებულ სკუდეტოს ოქროს ფასი აქვს! იგი ადასტურებს თუ რა შეუძლია მებრძოლ და შეუდრეკელ ხასიათს. მწვრთნელის შეცვლა იოლი არაა. არავინ იცოდა რა გველოდა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ დავუკავშირდით ერთმანეთს და მეტი ენთუზიაზმით დავიწყეთ ახალი ისტორიის წერა. თუ შენ გწამს, რომ ძლიერი ხარ და გაქვს თავდაჯერებულობა, მაშინ წინ საოცარი და საინტერესო სამყაროს კარი იღება. გამარჯვებები კარგია და ზეიმიც, მაგრამ დაუყონებლივ უნდა გამოვფხიზლდეთ, რადგან წინ არანაკლები თავგადასავალი გველის”.

წყარო: Football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nino gvimradze
10 years ago

უძლიერესი ადამიანი..უძლიერესი მეკარე…უძლიერესი იუვენტინო..იმსახურებს ლიგის თასს… :juvee:

MAXSIMUS
10 years ago

გენაცვალე ჯიჯი! :forza: :juventus: :juvee: 33!

lasha lasha
10 years ago

ასიანი ხარ ძმა მაგარი მეკარე ხარ და მაგარი კაციც ხარ ნამდვილად საცოდაობაა ვალდესს ქონდეს ლიგა მოგებული და შენ არა იმედია წელს მოიგებ თუმცა ძაან ძაან ძნელი იქნება მაგრამ ასეთ მოგებას უფრო მუღამი აქვს თუ არადა არა უშავს 3-4 სეზონი კიდე გაქაჩავ შენ ჯიჯი შენი იმედი აქ იუვეს ყველა გულშემატკივარს აბა შენ იცი ფორცა ჯიჯი ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x