ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა :”არანაირი ზეიმი, წინ რეალი გველის”

ჟურნალისტებს ემოციები ჯუზეპე მაროტამაც გაანდო :“მინდორზე მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად გავდივართ. როდესაც ასეთი შეხვედრა სკუდეტოს მოპოვებას ემთხვევა, მაშინ იგი განსაკუთრებულ ხასიათს იძენს. ტურინში ვბრუნდებით რეალთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ფიქრით. არანაირი ზეიმი. პოგბას შეხვედრა ბარსასთან? როგორც ეს აქამდე ითქვა, ფრანგის მიმართ უამრავი კლუბია დაინტერესებული. ცოტახნის უკან მას პსჟ-შიც კი უშვებდნენ და როგორც ჩანს ეხლა კატალონიელთა ჯერი დადგა. მისი აგენტი მინო რაიოლა კონტაქტობს სხვადასხვა კლუბებთან, მაგრამ ალბათ საუბრის თემა მხოლოდ პოლი არარის რადგან მას სხვა ბევრი ვარსვკლავიც ჰყავს. პოგბა იუვეს საკუთრებაა და თუ ვინმეს მისი შეძენა სურს თავდაპირველად კლუბს უნდა დაეკითხოს. ფრანგს მოქმედი ხელშეკრულება გააჩნია და იუვენტუსს არ სურს მისი გასხვისება. შეუძლია თუ არა რეალთან ასპარეზობა? ეს უკვე ალეგრის გადასაწყვეტია”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x