მაროტა :”უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს”
საკმაოდ გრძელვადიანი პაუზის შემდეგ ბიანკონერი ისევ დაუბრუნდა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ სტადიას. ეს კი სიამაყის საბაბს აძლევს ტურინელთა გენერალურ დირექტორ ჯუზეპე მაროტას :“ეს ბრწყინვალე პრესპექტივაა და იტალიურ ფეხბურთს გამორჩეულ პოზიციაზე აყენებს. ნამდვილად გვაქვს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. სასიამოვნოა ისეთ გამორჩეულ გუნდებთან ერთად ყოფნა როგორებიც არიან ბარსელონა, ბაიერნი და რეალი. მათ ბოლო წლებში ბევრი რამ შემატეს ევროპულ ფეხბურთს”..
“კონტე და ალეგრი? სიმართლე გითხრათ ანტონიოს წასვლის ასეთ მოკლე დროში, ასეთ შედეგს არ ველოდი. მეორეს მხრივ, როდესაც ჩემპიონებს წვრთნი უნდა იცოდე ეს როგორ განახორციელო. ფაქტია, რომ გუნდი ერთიანია და ეს უკვე დიდი წარმატებაა. კონტე უფრო ცხარე იყო, ხოლო ალეგრი მეტად მსუბუქია, მაგრამ ორივე მათგანმა მიაღწია წარმატებას. დღეისათვის იტალიასა და ევროპას შორის დიდი სხვაობაა. მაგალითად 10 წლის წინ ყველას სერია ა-ში სურდა ასპარეზობა. შესაძლოა სხვაობის მიზეზი ინფრასტრუქტურის არ ქონაა ან მაღალი ანაზღაურებები. ჩვენის მხრივ სხვა აპენინურ კლუბებთან შედარებით ოდნავ უკეთეს მდგომარეობაში ვართ. ამაში კი თავისი წვლილი ახალ არენასაც ეკუთვნის. კლუბმა სარისკო ინვესტიცია განახორციელა და პატივისცემას იმსახურებს.
პოგბა? ბუნებრივია, რომ მისით უამრავი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ ის უკვე ამ ეტაპზე ასპარეზობს გრანდში. ჩვენ არ ვაპირებთ მის გაყიდვას, რადგან იუვენტუსი არარის შეჩვეული წამყვანი მოთამაშეების გასხვისებას. პოლი იმ შემთხვევაში წავა თუ იგი ამას თავად გადაწყვეტს.
ტევესი? არანაირი საფუძველი, რომ კარლიტოსმა ვადაზე ადრე შეწყვიტოს შეთანხმება არარის. ჩვენ კმაყოფილნი ვართ მისი ტრანსფერით, რადგან აპაჩემ 57 თამაში 40 გოლამდე გაიტანა. ბევრს საუბრობენ მის ნოსტალგიაზე მშობლიურ მხარესთან. ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ კარლიტოს პროფესიონალური კონტრაქტი აქვს კლუბთან, რომლის თანახმადაც არგენტინელი 2016 წლამდე ბიანკონერის საკუთრებაა”.
წყარო: football-italia
პოგბა შევინარჩუნოთ და ვერატი დიმარია მოვიყვანოთ და მერე ნახეთ მადრიდის რეალს რას ვუზავთ. სულაც არაა დიმარიას მოყვანა ოცნება და მითუმეტეს ვერატის. მცველები არ გვჭირდება. არც თავდამსხმელები. მომენტი შეუქმენი და მორატა, ტევესი და ნანდოც გაიტანენ რითიარიან ბებზემა ჩიჩარიტოზე ნაკლებები დაღეჭილ გოლებს რომ იტანენ.
pogba tu daitoves da kavani moiyvanes erti kargi mcveli da gavdivart
რადიკალური ცვლილებები არ არის საჭირო, კასერესი მოირჩენს ტრამვას ბოლო ბოლო დარმიანი იყიდონ, მარცხნივაც თამაშობს, დაცვა მოგვარდებულია, ნახ დაცვა, პირლო პოგბა მარონე მარკიზიო ასამოა პერეირა სტურარო,, ნაინგოლანს თუ დაითრევენ კამფეტი იქნება, ფორვარდად ზაზა მოიყვანონ და ეგაა, ზაზა მორატა კომანი პეპე ტევესი ნანდო. ბასკი თუ უნდათ გაყიდონ
ვერატი მოიყვანონ და მსოფლიოში უძლიერესი ნახევარდაცვა გვეყოლება უახლოესი 4 წელი კონკურენტი არ გვეყოლება !!!!
არცერთი არცერთისთვის
მე ეხლა არ ვიცი თუ როგორ დამთავრდება ხვალინდელი თამაში, ისე კი დიდი იმედი მაქვს იუვეს გამარჯვების

ფინალში პირველი ტაიმის მერე 1-0ს რო ვაგებდეთ და ალეგრი რო შევიდეს გასახდელში და ფეხბურთელებს რო უთხარს აბა ბიჭებო ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და თამაში გადავარჩინოთ თუარა გაგვექცევა პოგბაო, მერე მართლა მოიგებს ბუფონი იმ ლიგას და თავზე გადაამტვრევს თასს ალეგრისაც და პოგბასაც თამაშის მერე
ლიგა პოგბასთვის გვინდა,თუ პოგბა ლიგისთვის?))
იუვე ის კლუბია სადაც სერია ბ_ში გადაყვნენ ლიდერები გუნდს და მსოფლიოს საუკეთესო მეკარე კარიერას ამთავრებს სადაცაა და ლიგა არააქ მოგებული, ბუფონი არ გაიქცა ამის გამო და ახლა შენ გინდა რო ბუფონმა და პირლომ ლიგა იმისთვის მოიგოს რო პოგბა შეინარჩუნონ?
რამეს თუ არ მივაღწიეთ კიდე ცოტა ხანში წავა პოგბაც, 1-2 კაი ტრანსფერი გვინდა და ერთი ლიგა თუ დავდეთ მერე არსად წავა
“ის უკვე ასპარეზობს გრანდში”
თანდათან ხელფასიც მოუმატე და არ გაუშვა ეს ბიჭი არსად))