ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “რეალი” (წინასამატჩო)

რეალის ფეხბურთელები დღეს ეწვივნენ ტურინს. სტადიონი პირთამდე აივსება, რადგან ტიფოზერიამ უკლებლივ ყველა ბილეთი შეიძინა. მხარდაჭერა იუვეს ნამდვილად არ მოაკლდება და საინტერესოა რას უნდა ველოდოთ უშუალოდ ფეხბურთელებისგან. რა ტაქტიკური სქემით იასპარეზებს მასიმილიანო ალეგრი? 4-3-1-2 თუ 3-5-2? ეს არის დილემა, რომელიც ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ნამდვილად რთული ასარჩევია. მადრიდელებსაც აქვთ პრობლემები. მათ მოდრიჩის და ბენზემას გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა, თუმცა ბეილი სრულ მზადყოფნაშია და ანჩელოტი მას პირველივე წუთებიდან გამოიყვანს მოედანზე..

აპენინელი ჟურნალისტების ინფორმაციით მაქსი 4-3-1-2-ს დაეყრდნობა. პოლ პოგბას არ ყოფნა იუვესთვის ნამდვილად დიდი დანაკლისია. სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით ფრანგი უდაოდ სასიკეთოდ წაადგებოდა გუნდს. შესაძლოა განმეორებით შეხვედრაში იგი მართლაც ვიხილოთ, მაგრამ ეხლა ძირძველი ტრიო შეეცდება მადრიდელთა შუა ხაზელების შეჩერებას..

კარს ბუნებრივია კაპიტანი დაიცავს, ხოლო დაცვის ფლანგებზე ლიხტშტაინერი-ევრა განლაგდებიან. მოედნის ცენტრში მიმდინარე სეზონის უცვლელი დუეტი: ბონუჩი და კიელინი გაირჯებიან. თამაშის სურათიდან გამომდინარე უნდა ველოდოთ ბარძალის გამოსვლას. ცენტრში მარკიზიო, პირლო და ვიდალი იქნებიან, ხოლო ტრეკუარტისტას პოზიციაზე რობერტო პერეირა.

თავდასხმის ხაზში ასევე არ უნდა ველოდოთ სიურპრიზს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ფერნანდო ლორენტე ტევესი-მორატას დუეტი ყველაზე მოსალოდნელია პირველივე წუთებიდან. აი ბასკი კი გუნდს საჭიროებისამებრ ალბათ პირველ ნომრად ეყოლება მოედანზე შემოსაშვებად მასიმილიანო ალეგრის..

რაც შეეხებათ მადრიდელებს..მათი ტაქტიკური წყობა 4-3-3-ია. კარს კასილასი დაიცავს, დაცვაში ფლანგებზე კარვახალი-მარსელო განლაგდებიან, ხოლო ცენტრში ვარანი და სერხიო რამოსი იმოქმედებენ. ნახევარდაცვის ტრიოს მოდრიჩის გარეშე შეადგენენ კროოსი, ხედირა და ისკო.. შემტევი ტრიო კი ყველაზე სახიფათო და მრისხანეა.. რონალდო, ჩიჩარიტო და ბეილი.. ტურინელებს სწრაფ რონალდოსთან და ბეილთან მოუწევთ პირველ რიგში გამკლავება და რაც შეიძლება მცირე თავისუფალი ზონების შექმნა..

მადრიდელთა ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კიდევ არის კარლო ანჩელოტი. გენიალური იტალიელი სპეციალისტი, რომელსაც ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს. იუვე მეტოქეს არაფერს დაუთმობს და მითუმეტეს საკუთარ მინდორზე, თუმცა მატჩი მინიმუმ 180 წუთი გაგრძელდება..

Fino Alla Finale !!!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
rezi Sekhniashvili
9 years ago

:forza:

rezi Sekhniashvili
9 years ago

:forza: :juvee:

simoni chigladze
9 years ago

dacva unda gavargviot ,apache shen imedze var

arseni
9 years ago

რეალის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მართლაც ანჩელოტია , ეს გოთვერანი მოღალატე ლომბარდიელი

9 years ago

მგონი რამოსს აყენებენ აპორნიკად

lasha tsasidze
9 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x