ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

სრულიადში შეგიძლიათ იხილით იუვეს ფეხბურთელების შეფასებები, რომელიც პოპულარულმა La Gazzetta dello Sport-მა გამოაქვეყნა..

ბუფონი – 6 – უმკლავდება დანკანის და მურიელის დარტყმებს.

ლიხტშტაინერი – 6.5 – მეხუთე საგოლე გადაცემა, რომლითაც მცველებს შორის საუკეთესოა. იბრუნებს ძირძველ ფორმას.

ბარძალი – 6 – ძალების დაზოგვას ახდენს, თუმცა არარის დარწმუნებული იასპარეზებს თუ არა მადრიდელთა წინააღმდეგ.

ბონუჩი – 6.5 – რამდენიმეჯერ ბედი გამოსცადა. შემდგომ უმატებს და ყველგანაა სადაც გუნდს დასჭირდა. ჩაჭრა, ართმევა, პოზიციური ორთაბრძოლა, შეტევის დაწყება.. მშვენიერ ვარდნაში იხსნა გუნდი ბერგესიოს გოლისგან.

პადოინი – 6 – სტანდარტული მატჩი. დიდი თავგანწირვა, თუმცა ჩაწოდებების ნაკლებლობაა.

ვიდალი – 6.5 – მშვენიერი გოლი, თუმცა უმთავრესია მისი დროული ჩართვები შეტევაში და საჭირო ართმევები მოედნის ცენტრში.

მარკიზიო – 6.5 – მეორე ნახევარში გუნდმა მოუკლო ტემპს, ხოლო მან პირიქით გაზარდა და უფრო აქტიურად ერთვებოდა შემტევ მანევრირებებში.

სტურარო – 6.5 – პირველი 45 წუთი იყო მის ჯერჯერობით მოკლე ტურინულ კარიერაში საუკეთესო.

პერეირა – 6.5 – განსაკუთრებით კარგია ფლანგიდან განხორციელებულ იერიშებში. მისი სისწრაფე და ფანტაზია აფრთხობს მცველებს.

კიელინი – 6 – მოედანზე მატჩის მიწურულს შემოდის და აწყობს გუნდს ოთხი მცველიდან, სამ მცველიან ტაქტიკაზე.

ტევესი – 6 – კაი იქნებოდა სკამზე, რომ დარჩენილიყო მაგრამ ალბათ თავადვე მოისურვა მინდორზე ყოფნა.

მორატა – 6 – მოედანზე გამოჩენისთანავე, როდესაც გუნდი კონტრ იერიშზე წავიდა მეტოქემ მხოლოდ ჯარიმით შეაჩერა.

ლორენტე – 6.5 – იპოვნა საკუთარი თავი. სამი სახიფათო დარტყმა. ხომ არ ეთამაშა მას სასტარტოში მადრიდელთა წინააღმდეგ?

ალეგრი – 6.5 – თავდაპირველად აგრესიულია, ხოლო შემდეგ პრაგმატულად ელოდება მეტოქეს. მინიმალური რისკით იმარჯვებს. თუმცა, არანაირი როტაცია და რეალი გაგვცემს პასუხს იყო თუ არა ეს შეცდომა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

1 ტაიმის მერე დავწერე აქ სტურარო ისე თამაშობს მეორე დე როსი გახდებათქვა და ზოგმა დი ვერაფერიო, რა დიდი ვერაფერი კაცი ფიზუკურად ისეა მომზადებული 9 კაცი ვერ აჩერებს, პირველ ტაიმში რამდენი ბურთი მიიღო იმდენი ჯარიმა აიკიდა, 2-3 კაცი ეჭიდავებოდა და მაინც მყარად იდგა ფეხზე, ფიზიკურად ძან მაგარია მთავარია დე როსივით კლასი ქონდეს, კლასის მიღებას კიდე დრო უნდა 2-3 წლის მერე ნახავთ სტურაროს დონის საყრდები 1-2 იქნება ევროპაში

juveboy-leo
9 years ago

ise 4-3-3 it juve ver gaqachavs?
pereira amovardeboda
tevesi lorente morata
sainteresoa ertad ra sheudzlia

juveboy-leo
9 years ago

nando martlac sachiro kacia
alegris dapiqreba mouwevs

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x