ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”კმაყოფილი ვარ საკუთარი შეგირდების ასპარეზობით”

“კმაყოფილი ვარ შეგირდების გარჯით. მერწმუნეთ არ არის ადვილი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა, ხოლო შემდეგ მადრიდელთა წინააღმდეგ წარმატებული ასპარეზობა. საკმაოდ დიდი ინტენსიურობით ვასპარეზობდით და მეტოქეს მინიმალური შანსები დავუტოვეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ლორენტეს მიერ შექმნილი ეპიზოდი გოლად ვერ ვაქციეთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს მოხარულნი ვართ მიღწეული გამარჯვებით. ეხლა კი მთელი კვირა გვაქვს მოსამზადებლად. ტაქტიკური სქემა? მემგონი ძალიან ბევრ კითხვას მისმევთ არადა მატჩი ეს-ესაა დასრულდა. ვფიქრობ, დღეს ოთხი მცველით კარგად ვიცავდით თავს, მაგრამ ანდრეას სკამზე დატოვება იოლი გადაწყვეტილება არ იყო. მომიწია არჩევანის გაკეთება, ზუსტად ისეთის როგორიც მეორე ნახევარში მისი მოედანზე შემოყვანის დროს გავაკეთე”..

“მას შემდეგ რაც ბონუჩიმ ყვითელი ბარათი მიიღო გადავწყვიტე მის გვერდით ახალი მცველი დამეყენებინა, რომელიც დაზღვევის კუთხით დაეხმარებოდა”.

ნამდვილი სიურპრიზი იყო სასტარტოში სტეფანო სტურაროს ხილვა..

“ვფიქრობდი, რომ პერეირა სათადარიგოთა სკამიდან იდეალურად შეცვლიდა თამაშის სცენარს, ხოლო სტეფანო ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. მესაჭიროებოდა ისეთი ტიპის ფეხბურთელი, რომელიც დაცვის ხაზს დაეხმარებოდა”.

“დაცვის ხაზის თამაშით კმაყოფილი ვარ, ისევე როგორც შუახაზელების გარჯით. მათ სერხიო რამოსის წინააღმდეგ ასპარეზობას კარგად გაართვეს თავი”.

“ბიჭებმა კარგად იციან თუ რაოდენ მომთხოვნი ვარ ბურთის კონტროლზე და ზონებს შორის გადაადგილებაზე. ამიტომაც მიმაჩნია, რომ პირველ 45 წუთში უკეთესად შეგვეძლო მანევრირებაც და გადაადგილებაც”.

“მიუხედავად ამისა მე ნამდვილად არ დავუკარგავ მათ გარჯას. ისინი შთმბეჭდავნი იყვნენ და ვამაყობ თითოეული მათგანით”.

“ჩემპიონთა ლიგა საკმაოდ განსხვავებულია სერია ა-სგან. აქ უფრო მეტი სიმშვიდე და კონცენტრაცია არის საჭირო. კარგად უნდა კითხულობდე მატჩს.. აცნობიერებდე თუ როდის შეუტიო ან როდის პირიქით, შეანელო ტემპი. ამ ასპექტში კლუბმა მნიშვნელოვნად მოუმატა”– განაცხადა მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
falconGE
9 years ago

გენაცვალე მაქსი!

9 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: მაქსიიიიი ფინალში გავიყვანეეე

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x