ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი :”ჩვენ დავამტკიცეთ საკუთარი ძალა”

ბიანკონერიმ მოახერხა და პირველ ნახევარფინალურ მატჩში გამარჯვება იზეიმა ანგარიშით 2-1.. მატჩის შემდეგ საკუთარ შთაბეჭდილებებზე ბევრმა იუვენტინომ ისაუბრა და მათ შორის იყო ჯანლუიჯი ბუფონიც :“შეგვეძლო როგორც 3-1 მოგვეგო ასევე გამხდარიყო ანგარიში 2-2.. ამას უკვე მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ დადებით შედეგს მივაღწიეთ. დღეს, აუცილებელი იყო დაგვემტკიცებინა, რომ შეგვეძლო თანაბარ პირობებში გვებრძოლა მადრიდელებთან. ფურცლეზე, ისინი ფავორიტები არიან, მაგრამ ფეხბურთი იმდენად საინტერესო სპორტია, რომ ძლიერი ყოველთვის ვერ იმარჯვებს”. პენალტის დროს ჯიჯი ზურგით იდგა და არ უყურებდი ტევესის დარტყმას :“ამას ჯერ კიდევ 2006 წლის ფინალის შემდეგ ვაკეთებ. მსურს კონცენტრირება ფანებზე მოვახდინო და სწორედ მათგან ვიგებ შედეგს”.

“კმაყოფილი ვარ შეგირდების გარჯით. მერწმუნეთ არ არის ადვილი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა, ხოლო შემდეგ მადრიდელთა წინააღმდეგ წარმატებული ასპარეზობა. საკმაოდ დიდი ინტენსიურობით ვასპარეზობდით და მეტოქეს მინიმალური შანსები დავუტოვეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ლორენტეს მიერ შექმნილი ეპიზოდი გოლად ვერ ვაქციეთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს მოხარულნი ვართ მიღწეული გამარჯვებით. ეხლა კი მთელი კვირა გვაქვს მოსამზადებლად. ტაქტიკური სქემა? მემგონი ძალიან ბევრ კითხვას მისმევთ არადა მატჩი ეს-ესაა დასრულდა. ვფიქრობ, დღეს ოთხი მცველით კარგად ვიცავდით თავს, მაგრამ ანდრეას სკამზე დატოვება იოლი გადაწყვეტილება არ იყო. მომიწია არჩევანის გაკეთება, ზუსტად ისეთის როგორიც მეორე ნახევარში მისი მოედანზე შემოყვანის დროს გავაკეთე”..

“მას შემდეგ რაც ბონუჩიმ ყვითელი ბარათი მიიღო გადავწყვიტე მის გვერდით ახალი მცველი დამეყენებინა, რომელიც დაზღვევის კუთხით დაეხმარებოდა”.

ნამდვილი სიურპრიზი იყო სასტარტოში სტეფანო სტურაროს ხილვა..

“ვფიქრობდი, რომ პერეირა სათადარიგოთა სკამიდან იდეალურად შეცვლიდა თამაშის სცენარს, ხოლო სტეფანო ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. მესაჭიროებოდა ისეთი ტიპის ფეხბურთელი, რომელიც დაცვის ხაზს დაეხმარებოდა”.

“დაცვის ხაზის თამაშით კმაყოფილი ვარ, ისევე როგორც შუახაზელების გარჯით. მათ სერხიო რამოსის წინააღმდეგ ასპარეზობას კარგად გაართვეს თავი”.

“ბიჭებმა კარგად იციან თუ რაოდენ მომთხოვნი ვარ ბურთის კონტროლზე და ზონებს შორის გადაადგილებაზე. ამიტომაც მიმაჩნია, რომ პირველ 45 წუთში უკეთესად შეგვეძლო მანევრირებაც და გადაადგილებაც”.

“მიუხედავად ამისა მე ნამდვილად არ დავუკარგავ მათ გარჯას. ისინი შთმბეჭდავნი იყვნენ და ვამაყობ თითოეული მათგანით”.

“ჩემპიონთა ლიგა საკმაოდ განსხვავებულია სერია ა-სგან. აქ უფრო მეტი სიმშვიდე და კონცენტრაცია არის საჭირო. კარგად უნდა კითხულობდე მატჩს.. აცნობიერებდე თუ როდის შეუტიო ან როდის პირიქით, შეანელო ტემპი. ამ ასპექტში კლუბმა მნიშვნელოვნად მოუმატა”- განაცხადა მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ.

“დღევანდელი გამარჯვებით შეტყობინება გავაგზავნეთ, რომელიც ფინალში ასპარეზობის სურვილს გამოხატავს”- ბიანკონერიმ მადრიდის რეალი ალვარო მორატას და კარლიტოს ტევესის გატანილი ბურთებით დაამარცხა, თუმცა 2-1 მშვიდად ყოფნის საშუალებას არავის აძლევს :“ეს ჯერ მხოლოდ პირველი მატჩი იყო და წინ კიდევ ერთი მძიმე დაპირისპირება გველის. სწორედ მასსზე მოგვიწევს კონცენტრირება. იუვე ცივ სისხლიანი და დამეჯერებელი უნდა იყოს. მადრიდში იმ განცდით მოგვიწევს წასვლა, რომ შეგვწევს ფინალში გასვლა. ვეცადოთ გავიმეოროთ იგივე თამაში, უფრო მეტი ტექნიკით და კონცენტრაციით. ფრაზა, რომ ბერლინში წასასვლელად ვემზადებით ყოველთვის გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩემს მეხსიერებაში. იმედი მაქვს ეს კიდევ ერთხელ მოხდება. არის თუ არა ეს ბედისწერა? მსურს მჯეროდეს რომ ასეა. დავტოვებ თუ არა ლიგის მოგების შემთხვევაში კლუბს? მოდით ჯერ მოვიგოთ და მერე ვისაუბროთ”-ანდრეა პირლო.

ალვარო მორატამ ყოფილ კლუბს გაუტანა გოლი და დაეხმარა ამჟამინდელს წარმატების მიღწევაში. თუმცა, იგი თანაგუნდელებს აფრთხილებს :“არაფრის დიდებით არ უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე მომთავრებული გვაქვს”.. ფანტასტიური იყო არა იმიტომ, რომ გოლი გავიტანე არამედ იმიტომ რომ გამარჯვება ვიზეიმეთ. ნახევარფინალი ორი მატჩისგან შედგება და ამიტომ სრული კონცენტრირება მოგვიწევს მადრიდში გასამართი მატჩისთვის. შეხვედრას იმ კუთხით უნდა მივუდგეთ თითქოს ანგარიში 0-0-ია.. იდეალურთან მიახლოებული მატჩი უნდა გავმართოთ ესპანეთში. ჩემი აზრით მათ მსოფლიოში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავთ. ბევრი მეგობარი მყავს იქ, მაგრამ ეს საფეხბურთო მატჩია და თუ სიმართლე გაინტერესებთ იქ არავისთან მისაუბრია. როდესაც ტურინში გადმოვედი, ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაში. ეხლა კი უკვე აქ ვართ და რომ მოვუმატოთ და ფინალში გავიდეთ უკეთესი არ იქნება?”.

სტეფან ლიხტშტაინერის მოსაზრებით მადრიდული კლუბი არ არის მიჩვეული თამაშს ისეთ ორგანიზებულ გუნდთთან როგორიც არის “იუვენტუსი”:“ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარეთ და განსაკუთრებულად დაცვის ხაზში. ყოველთვის რთულია ისეთ ტექნიკურ და სწრაფ კლუბთან ასპარეზობა როგორიც რეალია, მაგრამ ჩემი აზრით ჩვენაირ ორგანიზებულ და ტაქტიკურ გუნდთთან მათ ყოველთვის ექნებათ პრობლემები. ურთულესია ერთ ფლანგზე რონალდოს, ისკოს და მარსელოს წინააღმდეგ თამაში, ამიტომ მიღწეული შედეგით კმაყოფილნი უნდა ვიყოთ. საკმაოდ მცირე მომენტები შექმნეს ჩვენს კართან, ამიტომ დადებითად ვაფასებ თამაშის ხარისხსაც და შედეგსაც. კარგად გვესმოდა, რომ ნებისმიერ შეცდომას გამოიყენებდა მეტოქე, რადგან მათ რიგებში ექსტრა კლასის ფეხბურთელები ირიცხებიან. რამდენიმე ვიდეოს ვუყურეთ, რომელიც ახდენდა ბრწყინვალედ ახდენდა მათი შესაძლებლობების დემონსტრირებას. ჯერჯერობით მოვახერხეთ მათი ნეიტრალიზება, მაგრამ წინ ბერნაბეუზე გველის თამაში”.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka tsagareishvili
9 years ago

:forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: იუვე მაგარიხარ :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

JuventinoToko
9 years ago

უდავოდ ყველა დროის საუკეთესო მეკარეა. ჯიჯი <3

giorgi nefaridz
9 years ago

:forza:

bianco-juve
9 years ago

ძაან მაგარი ხარ :forza:

paata17
9 years ago

იmsoflioshi pirveli xar jiji

MAXSIMUS
9 years ago

ჯიჯი ლომი ხარ! :love:

soni 10
9 years ago

საღოლ :forza: ჯიჯი :forza: :forza:

Gigg
9 years ago

როგორი კარგი კაცია..

nika gogoberidze
9 years ago

LEGEND N1 :love: :love:

jjj jjj
9 years ago

:love:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x