ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიხტშტაინერი :”რეალს უჭირს თამაში ასეთ ორგანიზებულ კლუბთან”

სტეფან ლიხტშტაინერის მოსაზრებით მადრიდული კლუბი არ არის მიჩვეული თამაშს ისეთ ორგანიზებულ გუნდთთან როგორიც არის “იუვენტუსი”:“ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარეთ და განსაკუთრებულად დაცვის ხაზში. ყოველთვის რთულია ისეთ ტექნიკურ და სწრაფ კლუბთან ასპარეზობა როგორიც რეალია, მაგრამ ჩემი აზრით ჩვენაირ ორგანიზებულ და ტაქტიკურ გუნდთთან მათ ყოველთვის ექნებათ პრობლემები. ურთულესია ერთ ფლანგზე რონალდოს, ისკოს და მარსელოს წინააღმდეგ თამაში, ამიტომ მიღწეული შედეგით კმაყოფილნი უნდა ვიყოთ. საკმაოდ მცირე მომენტები შექმნეს ჩვენს კართან, ამიტომ დადებითად ვაფასებ თამაშის ხარისხსაც და შედეგსაც. კარგად გვესმოდა, რომ ნებისმიერ შეცდომას გამოიყენებდა მეტოქე, რადგან მათ რიგებში ექსტრა კლასის ფეხბურთელები ირიცხებიან. რამდენიმე ვიდეოს ვუყურეთ, რომელიც ახდენდა ბრწყინვალედ ახდენდა მათი შესაძლებლობების დემონსტრირებას. ჯერჯერობით მოვახერხეთ მათი ნეიტრალიზება, მაგრამ წინ ბერნაბეუზე გველის თამაში”.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

მარსელოს ფაქტიურად შანსი არ მიცა ლიხშტაინერმა და ამან რაც გაუკეთა კიდე ის რო პირიქით მარსელოს გაეკეთებია ლიხშტაინერისთვის ჩვენი პროფესორი კომენტატორები იტყოდნენ მარსელომ თავისი მაღალი კლასით გაცდა ლიხშტაინერსო და ლიხშტაინერმა რო გადაურბინა მარსელოს მაშინ თქვეს გაუმართლა უბრალოდო, ლიხშტაინერი მარსელოს ნებისმიერი სათამაშო კომპონენტით ჯობია რაც პირველრიში ევალება ფლანგის მცველს, ტექნიკით კი მარსელო ჯობია მარა მაგის ტექნიკა არაფრისმომცემი ხდება მაშინ როცა ლიხშტაინერის ნაირი მოწინააღმდეგე დაუდგება წინ

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x