ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო :”ბერლინში გვსურს თამაში”

“დღევანდელი გამარჯვებით შეტყობინება გავაგზავნეთ, რომელიც ფინალში ასპარეზობის სურვილს გამოხატავს”- ბიანკონერიმ მადრიდის რეალი ალვარო მორატას და კარლიტოს ტევესის გატანილი ბურთებით დაამარცხა, თუმცა 2-1 მშვიდად ყოფნის საშუალებას არავის აძლევს :“ეს ჯერ მხოლოდ პირველი მატჩი იყო და წინ კიდევ ერთი მძიმე დაპირისპირება გველის. სწორედ მასსზე მოგვიწევს კონცენტრირება. იუვე ცივ სისხლიანი და დამეჯერებელი უნდა იყოს. მადრიდში იმ განცდით მოგვიწევს წასვლა, რომ შეგვწევს ფინალში გასვლა. ვეცადოთ გავიმეოროთ იგივე თამაში, უფრო მეტი ტექნიკით და კონცენტრაციით. ფრაზა, რომ ბერლინში წასასვლელად ვემზადებით ყოველთვის გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩემს მეხსიერებაში. იმედი მაქვს ეს კიდევ ერთხელ მოხდება. არის თუ არა ეს ბედისწერა? მსურს მჯეროდეს რომ ასეა. დავტოვებ თუ არა ლიგის მოგების შემთხვევაში კლუბს? მოდით ჯერ მოვიგოთ და მერე ვისაუბროთ”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtang karchava
9 years ago

პირლომ დიდი სამუშაო ჩაატარა. მასზე ყურადღების გადატანამ სივრცეები გაანთავისუფლა,რამაც გამოიწვია რეალის შეცდომები.ისე უკეთესადაც შეიძლებოდა მათი გამოყენება,თუმცა რეალსაც ჰქონდა მომენტები და ხამესის თავურზე მაგრად გადავრჩით,ჯიჯიმაც მაგარი აუღო კროოსს. საერთო ჯამში ბრძოლა მოვუგეთ და ყოჩაღ ბიჭებს,ასევე ალეგრის ნამდვილად მოუგო ეს რაუნდი ანჩელოტის! :juvee: :juvee:

bianco-juve
9 years ago

თამაშში ყველაზე სუსტი ჩემი აზრით პირლო იყო პრინციპში ანჩელოტიმ კარგად იცის პირლო და კარგადაც ამოკეტა მისი ცუდი ტამაში მგონია რო ანჩელოტის დამსახურებაა. ისე უძლიერესია რაზეა ბაზარი

lasha naxucrishvili
9 years ago

როგორ მომეწონა პირლო აი ძალიან :love: დადებულიყო რა რამე კაი ჯარიმა ჩემი პროგნოზიც ასრულდებოდა :forza: ტევესი რო წავა კიდე არასდროს დამავიწყდება მისი ჩატარებული მატჩები იუვეს მაისურით :up:

9 years ago

პირლო მოგეწონა? სერიოზულად? მისი ავტორიტეტი როარა 3ჯერ შევაგინებდი მთელი თამაშის განმავლობაში.. ელემენტარულ პასს ვერ აკეთებდა, რამდენი შეტევა მიცა რეალს?

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to 

შეცდომებსაც ქონდა ადგილი ნამდვილად.რთულია ასეთ გუნდთან მთლად უშეცდომოც იყო.

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x