ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა :”ჩვენ გავაგრძელებთ პროგრესირებას”

“იუვე ევროპის მაშტაბითაც ადასტურებს საკუთარ ძალას. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, რომელიც წლების წინ დავისახეთ”-საუბრობს ჟურნალისტებთან ბიანკონერის გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა :“ბუნებრივია პროგრესირების სურვილი გვაქვს. 2010 წელს როდესაც გუნდში ანდრეა ანიელი მოვიდა, მან მიზნად ჩემპიონობა დაისახა ხოლო ამ გამარჯვების ფუნდამენტს იტალიელ ფეხბურთელებში ხედავდა. მათ კარგად იციან თუ რას ნიშნავს ქვეყნის ჩემპიონობა და მისი პრესტიჟის საზღვარგარეთ დაცვა. ცალკე საკითხია იმის მნიშვნელობა და სიამაყე რასაც შავ-თეთრი მაისური იძლევა. ალეგრი? მან ფეხბურთელებს კიდევ უფრო მეტად განუმტკიცა რწმენა. შემატა სიმშვიდე, ორგანიზებულობა და ფანტაზია. ხელშეკრულების გახანგრძლივება? მერწმუნეთ ეს არის უბრალო ფორმალობა და მეტი არაფერი. ჩვენ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს, რომელზედაც არის დამყარებული კლუბის მიერ მიღწეული ბოლოდროინდელი წარმატება. პოგბა? იუვეს მიზანია სწრაფვა სრულყოფილებისკენ და არა მიღწეულით დაკმაყოფილება და ლიდერების გასხვისება. ჩვენი მხრიდან პოლის წასვლას არც კი განვიხილავთ. კავანი და დიბალა? დიახ, ისინი მიმზიდველი ფეხბურთელები არიან”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
falconGE
9 years ago

ამ ზაფხულს სერიოზული ტრანსფერები დაიდოოოოოს!!!! :)
გაიკრას ელკანმა ჯიბეზე ხელი მაგ ჟმოტმა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x