ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრესის მიმოხილვა (8 მაისი)

null გუშინ ევროპა ლიგის ნახევარფინალური მატჩები შედგა. ყველაზე დიდი ხმაური ნეაპოლში გამართული მატჩი იყო სადაც ჯაბა კანკავას დნიპრომ ფრედ დაასრულა მატჩი ბენიტესის შეგირდებთან. გოლი უკრაინელებმა მართლაც თამაშგარედან გაიტანეს, მაგრამ დამეთანხმებით რომ ეს გასასამართლებელი საბუთი არ არის. ჰამშიკს და კომპანიას უფრო დიდი სამუშაო უნდა გაეწიათ სასურველი შედეგის მისაღწევად. მეორეს მხრივ მეტყვით ალბათ, რომ იგუიანის ეპიზოდებიო? გასაგებია, მაგრამ ფაქტი ფაქტია.. ანგარიში არის 1-1 და უკრაინელებს შინ 0-0-იც აწყობთ. ბენიტესი კი იმის მაგივრად საკუთარი გუნდის შეცდომებზე საუბრობდეს ყველაფერში პლატინის ადანაშაულებს. მეორე ნახევარფინალურ მატჩში კი ფლორენციელები გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს ტურნირის მოქმედი ჩემპიონებისგან. სამწუხაროა, რომ პირველ ნახევარში მონტელას შეგირდებმა რამდენიმე რეალური მომენტი გაატანეს ქარს..

აუქციონი დიბალას ტრანსფერზე

იუვე ფავორიტია, მაგრამ ინტერის გარდა საქმეში ბერლუსკონიც ერთვება

მაროტამ შეთავაზება 30 მილიონ ევრომდე აიყვანა

ტოჰირი 28 მილიონზე გაჩერდა

სილვიო არკორეში ეპატიჟება ძამპარინის

ევროპა ლიგა

ნაპოლი :”მოულოდნელი ფრე 1-1″

დნეპრმა თამაშგარედან გაათანაბრა

ფლორენციელთა კრახი:”აუარება ეპიზოდის განიავება და სამი უპასუხო გოლი სევილიისგან”

მილანი :”ჩინელები 51 %-ში 580 მილიონს იხდიან”

გატუზო თანახმაა გაყიდოს კლუბი, ოღონდ მფლობელმა უნდა იზრუნოს მასსზე”

ტურე არაა წინააღმდეგი შეუერთდეს მანჩინის

“ჩვენ გაგვძარცვა პლატინიმ”

ევროპა ლიგა

თამაშგარედან გაშვებულმა ბურთმა ნაპოლის გამარჯვება ხელიდან გამოაცალა

დე ლაურენტისი გაცხარებულია უეფაზე

ფლორენციელები განადგურდნენ სევილიელთაგანა:0-3 და შანსი პრაქტიკულად აღარ არის

დიბალა და იკარდი ინტერისთვის

ძანეტი :”ისინი შესანიშნავ ტანდემს შექმნიან. ევროა? დიახ, ჩვენ შევძლებთ”

ბოკამ თეთრი დროშები ააფრიალა – ტევესი რჩება ტურინში

მას პროფესიონალური კონტრაქტი აქვს და ჩვენ პატივს ვცემთ ხელშეკრულებას

ამასობაში პოგბა ისევ თანაგუნდელებთან ერთად არის

მადრიდი სულ უფრო ახლოს არის

მთელი მსოფლიო ხარობს მეფე მესის შოუთი

საოცარი გოლი ბაიერნის კარში

გერმანელები აკრიტიკებენ გუარდიოლას.. მისი მომავალი გაურკვეველია

80 მილიონი ევრო პოგბაში.. უარი ბარსელონას

ტურინელებმა უარყვეს ბარსას წინადადება.. თუმცა სხვა კლუბები არ ნებდებიან

ბოკას დირექტორი:”ტევესი ტურინში რჩება”

ამასობაში აპაჩეს მართვის მოწმობას ართმევენ

ესპანური ვნებათაღელვა:მესიმ რონალდოს გადაასწრო”

ნაპოლის სინანული და ფლორენციული კრახი

ზე ედუარდო:”ჯენოა, სად არის ჩემი ფული?”

ფერერო ბალოტელის სამპაში ეპატიჟება

 

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x