ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”დავტკბეთ ამ მომენტით”

ტურინელები კარგ ხასიათზე ხვდებიან მოახლოებულ მატჩს კალიარისთან. რეალთან პირველი ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ გუნდი ესპანეთს მცირედ უპირატესობით ესტუმრება. ბუნებრივია ეს მშვიდად გრძნობის საშუალებას არ იძლევა, თუმცა ალეგრი ყველას თხოვს უბრალოდ დატკბნენ ამ წამით :“მსურს, რომ ხვალინდელ მატჩს სერიოზულად მივუდგეთ. ბუნებრივია ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებისგან განსხვავებით შევიტან მცირე ცვლილებებს. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია გადავლახოთ 80 ქულიანი ბარიერი. ამისთვის კი 12 შესაძლებელი ქულაა გასათამაშებელი”. თუმცა ეს მატჩი უფრო მეტად იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მასში 50 დღიანი შესვენების შემდეგ შეიძლება პოლ პოგბა დაბრუნდეს. სწორედ ამ ფაქტორზეა დამოკიდებული რამდენად იასპარეზებს იგი ესპანეთში..

“პოგბა? არის იმის შანსი რომ მან ან საწყის წუთებშივე ითამაშოს ან მატჩის მსვლელობისას. სამწვრთნელო სესიაზე ვაკვირდებოდი მის მუშაობას და მსურს მადრიდული მატჩის წინ მცირე კონდიციებში შევიყვანოთ. პოგბას მაგალითიდან გამომდინარე ფაქტია, რომ კლუბმა სწორი სატრანსფერო პოლიტიკა გაატარა. მაროტა და მისი გუნდი გააგრძელებენ აღებულ კურსს და გუნდში ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების მოყვანას. ჩვენ ეხლა მომავლისთვის უდიდეს ფუნდამენტს ვდებთ”.

“ტევესი? კარლიტოსი არ იასპარეზებს ხვალინდელ მატჩში. მას დასვენების საშუალება მივეცი. მისი რეაქცია გასულ შეხვედრაში? სიმართლე გითხრათ არაფერი დამინახავს, თუმცა რაღაც რომ ჩაილაპარაკა მომესმა. გამოსვლისას რომ არ ჩამეხუტა ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ბოლოსთვის დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ჩემი აზრით იგი ფანტასტიურ სეზონს ატარებს და მას აქვს საშუალება ეს მომავალ წელსაც განაგრძოს. ბოკა? და იუვე რატომ არა?”

ლუის ენრიკეს ფინალში იუვენტუსის ხილვა სურს :“არ დავმალავ, რომ თავადაც მსურს ეს. თუმცა, ამის გაკეთება რომ ურთულესი იქნება ახალი არავისთვისაა. ბარსელონა ბრწყინვალე გუნდია, ხოლო იუვემ იმაზე უკეთ უნდა ითამაშოს ვიდრე ტურინში თუ უკეთესის მიღწევა გვსურს. ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ ის ფაქტი რომ ბერლინის ფინალს 95 წუთი გვაშორებს არის ფანტასტიური. სეზონის წინ რამდენი იფიქრებდა ამას? ალბათ არავინ. თუმცა, ჩვენ აქ ვართ და კარგი იქნებოდა დავმტკბარიყავით ამ გამორჩეული გრძნობით. ჩემპიონთა ლიგაზე რომ წარმატებას მიაღწიო, მცირე იღბალია საჭირო”.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nino gvimradze
9 years ago

საკუთრ თავზე უკეთ..საკუთრ შესაძლებლობებზე მაღლა…100%-იანი მობილიზაცია..კონცენტრაცია 95 წუთის განმავლობაში…სხვანაირად არ გამოვა…ფორცა ალეგრიტო..ფორცა ბიჭები..

paveli10
9 years ago
Reply to  nino gvimradze

შენ ყოჩაგ მომწონს ასეთი ქომაგები :D :D (Y)

giorgi nefaridz
9 years ago

როისის მოყვანა არის ზღაპარი ჯერ თვითონ არ მიდის დორტმუნდიდან რომც წავიდეს იმხელა მოთხოვნაა ამ ფეხბურთელზე ჩვენ შანსი არ გვექნება :forza:

User234
9 years ago

ისე უკვე აქა იქ გაჟღერდა, რომ თითქოს ლიგის ფინალი ჯობია კლასიკო იყოსო… რატომ უნდა იყოს ლიგის ფინალი ე.წ. ელ კლასიკო? ვინც ესპანელია იმას ალბათ მასე უნდა, მარა ვინც ესპანელი არაა იმისთვის რა მნიშვნელობა აქვს ელ კლასიკო იქნება თუ “ელ მასტერკლასიკო”? ეხლა მე არაფერს გამოვრიცხავ, ოღონდ…

ელ კლასიკო ვისაც უნდა, წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ მაინც ხდება და უყუროს არაა პრობლემა, მარა გინდა თუ არა ყველაზე კაი ფინალი ელ კლასიკო იქნებაო – მე ამას არ ვეთანხმები და არც უამრავი სხვა გულშემატკივარი

irakli28
9 years ago
Reply to  User234

მაგათ სურვილზე ნაკლებადაა ეს ყველაფერი დამოკიდებული მეგობარი… ნეიტრალური ბალეშიკისთვის იუვე-ბარსა უკეთესი საყურებელი იქნება ალბნათ

falconGE
9 years ago

რა არ გვჭირდება რას ამბობ)))

2016/2017-ის სეზონზე ვეღარ გაქაჩავენ სტეფანა/ევრა, და ახლებმა ამ პოზიციაზე რო არ გაამართლონ დავჩებით სარზე.

ამიტომ ამ ზაფხულს უნდა იზრუნონ უკვე მაგაზე.
დარმიანი-სანდრო კარგი ვარიანტებია. სხვა საინტერესო ფეხბუღტელებიც არიან ბაზარძე მაგრამ ესენი შესანიშნავი კანდიდატები არიან ჩემი აზრით.

შუა ხაზზე მარტო ვერატი სხვა არავინ გვჭირდება რომ პირლო ჩაანაცვლოს.

წინ კიდე როისი-კავანია მოსაყვანი.
როისს 25 ლიმონი უწერია კონტრაქტში და ბორუსია სულ დაიკიდო შეგიძლია მთავარია კონტრაქტი შეათანხმო.

აუ დავიღალე რა დღეს ეს გვარები დამესიზმრება უეჭველი :chuvak:

vakhtang karchava
9 years ago
Reply to  falconGE

დარმიანი გადმოსაყვანია სასწრაფოდ.როისი კარგია მაგრამ კონკურენცია იქნება მაგაზე დიდი და არ მგონია გაქაჩონ.კავანის კი იყიდიან ამათ ინტერესს რომ ვუყურებ და ძალიან მაგარი იქნება.აი ვერატი ყველაზე მეტად დაგვხატავდა,მაგრამ მაგის შანსი მგონია რომ აღარ გვაქვს…

falconGE
9 years ago

დღეს ის დროა ყველა და ყველაფერი რომ იყიდება. მითუმეტეს თანამედროვე ფეხბურთში.
გადაიხადონ საჭირო თანხა და იყიდიან. ვერატის ყიდვა ნიშნავს რომ ნახევარდაცვის ხაზი უზრუნველყოფილია დაახლოებით 8 წლით.
ვერატი-პოგბა-ვიდალი.

ეს საქმე 50 და 60 მილიონადაც უნდა გიღირდეს ლოგიკურად რომ იფიქრო.

როისს მისცენ მაღალი ხელფასი და წამოვა აუცილებლად.
სატრანსფერო ფასი ძალიან იაფია. 8-10 ლიმონიც რომ მისცე ხელფასად მაინც მომგებიანი გამოდის მისი ყიდვა.

პ.ს. მე ისე დარმიანს სანდრო მირჩევნია თუ ამორჩევაზე მიდგა

vakhtang karchava
9 years ago
Reply to  falconGE

ვერატის პსჟ მხოლოდ პოგბას სანაცვლოდ თუ დათმობს(ფულით მათ ხომ ვერ გავაკვირვებთ) და ისიც გასათვალისწინებელია რამდენად სურს თვითონ იუვე,რის სურვილსაც ვერ ვხედავ. როისს კი 8-10 მილიონი რომ მისცენ სხვას რა უნდა მისცენ? ეს არაჯანსაღ ატმოსფეროს შექმნის გუნდში და მიუღებელია,ნაკლებს თუ დათანხმდება დიდი სიამოვნებით მივიღებ))

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  falconGE

ეგ ყველაფერი მოხდება ნელ ნელა და არა ერთბაშად ახალი ფეხბურთელებზე ვამბობ.ევრა ძირითადის ფეხბურთელი კიდე არარის, ასამოაა მის ადგილზე მაგრამ ევრამ იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე ველოდით 1 წელს კიდე დატოვებენ მჯერა.რაც შეეხება ლიხტას არაა ადვილი შეუცვლელად იყო სასტავში იმის გამო რო კასერესია ტრავმირებული დაიღალა ეგეც რა ქნას მაგრამ ტრაგიკულ 3 შეცდომასაც ვერ ვიხსენებ მე მის მხრიდან.პირლოს კიდე არ აქ მრავალ წლიანი კონტრაქტი იმიტო რო აღარა ახალგაზრდა ჩემი აზრით იცის ხელმძღვანელობამ რასაც აკეთებს.ყველაფერი კარდად და გეგმის მიხედვით მიდის დამიჯერე :)

besiki777
9 years ago

ჩვენ არ გვჭირდება არც მცველი და არც თავდამსხმელი გაიგეთ რა რა დიბალა და რის დარმიანი. მოიყვანონ დი მარია და ვერატი მორჩა. აგარ გვინდა ეს რიჟა ბაზარი. კავანი და ნაინგოლანები და რა ვიცი ვის აგარ ჩმახავენ.

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x