ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კომანი :”ბედნიერი ვარ აქ ყოფნით”

“კალიარისთან” შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით ნამდვილად არ ყოფილა ტურინელთათვის მნიშვნელოვანი, რადგან ისინი მიმდინარე სეზონში პირველ მატჩს ატარებდნენ ჩემპიონთა რანგში. გამომდინარე იქიდან, რომ სულ ცოტახანში იუვეს რეალთან მოუწევს საპასუხო ნახევარფინალური მატჩის გამართვა, ალეგრიმ ნახევრად სარეზერვო გუნდი ათამაშა კალიარისთან. სასტარტოში გამოჩნდა ახალგაზრდა კინგსლი კომანიც და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. სწრაფი, აქტიური და მეტოქის კარზე დაგეშილი :“ნამდვილად სასიამოვნო გრძნობაა მატჩს ატარებდე ჩემპიონის რანგში. საერთოდაც იუვენტუსი მსოფლიო დონის გრანდია, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და ასეთ კლუბში მოხვედრა იოლი საქმე არ არის. საბედნიეროდ მე ეს მოვახერხე და გადაწყვეტილებაზე ერთხელაც არ მინანია. ეხლა ორიენტირებულნი ვართ სეზონის წარმატებით დასრულებაზე. როგორ სტილში ვითამაშებთ მადრიდში? ამაზე უმჯობესია მთავარ მწვრთნელს გაესაუბროთ”.

ადამიანს, რომელსაც თავდაპირველად შეურაწყოფას აყენებდნენ, მის მანქანას კვერცხებით უმასპინძლებოდნენ და ხელმძღვანელობას კონტეს დაბრუნებას თხოვდნენ ეხლა უკვე თბილად ეგებებიან და მადლობას კი უხდიან. იუვე ჩემპიონის რანგში დაუბრუნდა იუვე არენას სადაც ფეხბურთელებს და მთავარ მწვრთნელს ძალზედ თბილი დახვედრა მოუწყვეს :“პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წუთებზე დაკარგული გამარჯვება ყოველთვის დასანანია. საგულისხმოა, რომ დღევანდელი სასტარტო შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშის დიდი ხნის მანძილზე არ ჰქონდა ნათამაშები. მაგალითისთვის პოლ პოგბას დასახელებაც კმარა, რომელსაც 55 დღე გაუცდა. მიუხედავად ამისა მისი და დაცვის ხაზის ასპარეზობით კმაყოფილი დავრჩი. ჩვენ კვლავინდებურად დაუმარცხებელნი ვართ შინაურ კედლებში”..

“ითამაშებს თუ არა პოლი მადრიდში? მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დეტალურად იქნება შესწავლილი ნახევარფინალურ მატჩამდე და სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ფაქტია, რომ მას დიდი დრო გაუცდა, მაგრამ დღევანდელმა შედეგმა ცუდი შთაბეჭდილება არ დამიტოვა. უკანასკნელი ორი დღის მანძილზე ფრანგი ინტენსიურად ვარჯიშობდა, ხოლო მისი ასაკიდან და ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე ასეთ მოკლე დროში დაბრუნება სრულებითაც არ არის სენსაცია”.

“4-3-3 ანჩელოტის გამო ავირჩიე? ჯერ მე ისიც კი არ ვიცი თუ რა ტაქტიკით ვითამაშებთ მადრიდში, ხოლო ანჩელოტის მოდულზე საუბარი უფრო მეტად გამიჭირდება, რადგან ამ მხრივ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. ერთადერთი რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება არის საგოლე მომენტების მაქსიმალური რეალიზაცია. ჩვენ უფრო შედეგიანები უნდა ვყოფილიყავით პირველ მატჩში, სადაც 4-5 ეპიზოდი გავატანეთ ქარს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეტოქე ამას აღარ გვაპატიებს”.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
9 years ago

რა ბანდაა ეს მანჩესტერი,დადებული მაქვს და ლამის გული გამისკდეს იმდენი ვინერვიულე,არადა რამხელა თანხაა ჩადებული გუნდში,წამითაც აღარ ვამტყუნებ იუვეს მმართველებს რო უაზროთ არ აყვნენ შეიხების ახირებებს და ფულს არ ყრიან ტყუილად

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x