ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი

ადამიანს, რომელსაც თავდაპირველად შეურაწყოფას აყენებდნენ, მის მანქანას კვერცხებით უმასპინძლებოდნენ და ხელმძღვანელობას კონტეს დაბრუნებას თხოვდნენ ეხლა უკვე თბილად ეგებებიან და მადლობას კი უხდიან. იუვე ჩემპიონის რანგში დაუბრუნდა იუვე არენას სადაც ფეხბურთელებს და მთავარ მწვრთნელს ძალზედ თბილი დახვედრა მოუწყვეს :“პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წუთებზე დაკარგული გამარჯვება ყოველთვის დასანანია. საგულისხმოა, რომ დღევანდელი სასტარტო შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშის დიდი ხნის მანძილზე არ ჰქონდა ნათამაშები. მაგალითისთვის პოლ პოგბას დასახელებაც კმარა, რომელსაც 55 დღე გაუცდა. მიუხედავად ამისა მისი და დაცვის ხაზის ასპარეზობით კმაყოფილი დავრჩი. ჩვენ კვლავინდებურად დაუმარცხებელნი ვართ შინაურ კედლებში”..

“ითამაშებს თუ არა პოლი მადრიდში? მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დეტალურად იქნება შესწავლილი ნახევარფინალურ მატჩამდე და სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ფაქტია, რომ მას დიდი დრო გაუცდა, მაგრამ დღევანდელმა შედეგმა ცუდი შთაბეჭდილება არ დამიტოვა. უკანასკნელი ორი დღის მანძილზე ფრანგი ინტენსიურად ვარჯიშობდა, ხოლო მისი ასაკიდან და ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე ასეთ მოკლე დროში დაბრუნება სრულებითაც არ არის სენსაცია”.

“4-3-3 ანჩელოტის გამო ავირჩიე? ჯერ მე ისიც კი არ ვიცი თუ რა ტაქტიკით ვითამაშებთ მადრიდში, ხოლო ანჩელოტის მოდულზე საუბარი უფრო მეტად გამიჭირდება, რადგან ამ მხრივ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. ერთადერთი რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება არის საგოლე მომენტების მაქსიმალური რეალიზაცია. ჩვენ უფრო შედეგიანები უნდა ვყოფილიყავით პირველ მატჩში, სადაც 4-5 ეპიზოდი გავატანეთ ქარს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეტოქე ამას აღარ გვაპატიებს”.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
simoni chigladze
9 years ago

liga tu moviget magari iqneba dz sxva gundis fanebi mere melaparakon

User234
9 years ago

აუ მაგარი მუღამი მაქვს ლიგის, იმენა მაგარი… ნუ ჯერ წინ ოთხშაბათის თამაშია… სკუდეტოზე უკვე აღარ მაქვს ისეთი რეაქცია. ლიგა გვწყურია იუვეს გულშემატკივრებს. მე არ ვიტყვი რომ ვოცნებობ ლიგაზე და არც ვოცნებობ, ვაფშე ეს სიტყვა არ მევასება – ოცნება (პოლიტიკის პონტში არ ვიძახი). საოცნებო იუვენტუსს არაფერი სჭირს

bianco-juve
9 years ago

ალეგრიმ ჩაიბარა კარგად შეკრული და ერთსულოვანი გუნდი რა თქმაუნდა კარგი ფეხბურთელებით გამართლებით მეც არ მჯეროდა და მაგრად არ მინდოდა ეს კაცი მაგრამ ჩემი აზრით თუნდაც კონტე ყოფილიყო ამ შედეგს ვერ დადებდა ბევრი რამ გააკეთა ბოლოს და ბოლოს ლიპიმ აღიარა და თქვა რო ალეგრიში ჩემტავს ვხედავო ნეტა მართლა ლიპის შედეგი დადოს ისიც ახალგაზრდა იყო და მოიგო ლიგა
:forza: :forza: :forza:

User234
9 years ago

ამასობაში ალეგრი მართლაც სერიოზულ ფროფესიონალ ტრენერად ჩამოყალიბდა, მან ჯერ კიდევ მილანში ყოფნისას დიდი გამოცდილება მიიღო ჩემპიონთა ლიგაზე – რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე სერია ა-შიც წარმატებულია. ისე ვფიქრობ, რომ იუვეს წარმატების მთავარი ფაქტორი, გარდა ალეგრის ფროფესიონალიზმისა გუნდურ ერთსულოვნებაშია, პლიუს გულშემატკივრები.

lasha tsasidze
9 years ago

მე პირადად კონტეს წასვლამ უფრო გამაგიზიანა და ამ ფონზე ალეგრი კი არა არავინ არ მინდოდა. მაგრამ მართლაც მალადეც. მთავარია ეხლა როგორც მილანმა არ დაუყიდონ წამყვანი ფეხბურთელები და პირიქით გააძლიერონ გუნდი და შემდეგ წელს კიდევ უფრო წარმატებული იქნება ჩემი აზრით :forza: :forza:

9 years ago

მართალია კვერცხები არ მისვრია და არ მიგინებია მაგრამ ალეგრისი არც მე მჯეროდა..

მაგრამ ფაქტია ამართლებს, გინდათ იღბლიან კენჭისყრას დააბრალეთ და გინდათ ჯადოქრობას, ნახევარფინალში რეალი დამარცხებულია და ძალიან ახლოს ვართ ფინალთან :forza:

nino gvimradze
9 years ago

მართლა ასეთი მძიმე აგრესია გამოხატეს ფანებმა ალეგრის მიმართ? არ არიან მასეთი ადამიანები არაფრის ღირსები,,. კონტე იუვეს გულია, მაგრამ დაავიწყდათ ტიფოზებს რაღAც მატჩები უაზროდ მის გამო წაგებული…ერთი სიტყვით მომთმენნი უნდა ვიყოთ..საღოლ ალეგრი თუ ამდენი აიტანა

lasha naxucrishvili
9 years ago

კომანი რომულო და პოგბას ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვიათ
რთულია დიდი ხნის უთამაშებელმა დიდად თავი გამოიჩინო ეს ეხება სამივე ფეხბურთელს არ აქ მნიშვნელობა ტრავმა აქ თუ არა ფეხბურთელს ფორმაში შესვლას მხოლოდ ვარჯიშებზე ვერ მოახერხებს ფეხბურთელი მაგრამ სამწუხაროდ უმეტესობა სხვანაირად ფიქრობს.

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x