ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინი მადრიდული მატჩისთვის მზადებაშია

ტურინის “იუვენტუსმა” მადრიდის “რეალთან” მატჩისთვის მზადება დაიწყო.ბიანკონერები დღეს დილით ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბნენ, ის ფეხბურთელები, რომლებმაც “კალიარისთან” დაპირისპირებაში მიიღეს მონაწილეობა, მსუბუქად მოითელნენ, დანარჩენებმა კი სრული დატვირთვით.მასიმილიანო ალეგრი მადრიდულ შეხვედრაში 4-3-1-2 ტაქტიკის გამოყენებას აპირებს, თუმცა პირველი მატჩისგან განსხვავებით მცირე ცვლილებით.საქმე იმაშია, რომ დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში პოლ პოგბა უნდა გამოჩნდეს, სტეფანო სტურაროს ნაცვლად.

სამეფო გუნდთან კარს გუნდის კაპიტანი, ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს; ოთხი მცველი – შტეფან ლიხტშტაინერი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი და პატრის ევრა; ცენტრში პირლო, მარჯვნიდან პოლ პოგბა, მარცხნიდან კლაუდიო მარკიზიო; ორი ფორვარდი კარლიტოს ტევესისა და ალვარო მორატას სახით, მათ უკან კი არტურო ვიდალი, რომელიც ტურინულ დაპირისპირებაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.სათადარიგოთა სკამზე ალეგრის მთავადი იმედი სტეფანო სტურარო, რობერტო პერეირა და ფერნანდო ლიორენტე იქნებიან.

რაც შეეხება ბოლო ინფორმაციას მადრიდული ბანაკიდან, “ვალენსიასთან” მიღებული ტრავმა უმნიშვნელო აღმოჩნდა და “იუვესთან” ითამაშებს ტონი კროსი, მწყობრშია კარიმ ბენზემაც.ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი დანაკლისი კარლო ანჩელოტისთვის ლუკა მოდრიჩია, რაც სავარაუდოდ სერხიო რამოსის ნახევარდაცვაში თამაშს გამოიწვევს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
simoni chigladze
9 years ago

asamoa sruli datvirtvit varjishobs magram ligis ganacxadshi araa sheyvanili

lasha lasha
9 years ago

ფორცაააა ბიჭებიიიიი აუუ რა გაასწორებს რეალი რო გააგდოთ მოინდომეთ რა ძაან და იომეთ აი მარტლა უნდა იომოთ მერე კიდე ფინალია და გამორიცხული არაფერია მართალია ბარსა მაგარია ძაან და ის გიჟი მესიც მაგარ ფორმაშია მაგრამ მონდომებით მაგათი დამარცხებაც შეიძლება თუ არა და არც არავინ არ დაგძრახავთ.იუვე იუვე იუვე იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

tolik-juventino
9 years ago

ძალიან რთული მაჩი იქნება მაგრამ მაგრად მჯერა იუვესი რადგან დაბრუნდა პოგბა და ამიტ კიდე დიდი სტიმული მიეცათ.რატომ არ ჩან ასამოა?

saba tsertsvadze
9 years ago

არ არის ლიგის განაცხადში და იმედია სერია ა-ს შემდეგ ტურში გამოჩნდებაა.

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x