ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

მართალია სერია ა-ს მატჩები იუვესთვის უკვე უმნიშვნელოა, თუმცა ალეგრის ფეხბურთელების ტონუსში შენარჩუნება სურს. თან წინ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრაა გასამართი ბერნაბეუზე. ნახევრად სარეზერვო გუნდი დიდი ხნის მანძილზე იგებდა პოლ პოგბას გატანილი ბურთით, მაგრამ მატჩის მიწურულს კალიარიმ მაინც მოახერხა გოლის გატანა. მოკრძალებული კლუბი სერია ა-ში დარჩენისთვის იბრძვის და ბუნებრივია მათთვის ამ ქულას მეტი მნიშვნელობა ჰქონდა..

სტორარი – 6 – დროულად ტოვებს კარს ჩოპუს შეტევისას. სხვა მხრივ სტაბილურად კარგია და გოლში მისი ბრალი არაფერია, რადგან მცველებმა დააღალატეს.

რომულო – 6 – საკმაო ხანი გაუცდა და ბუნებრივია ფორმაში შესასვლელად დრო დასჭირდება. პირველ წუთებში ფეხები ვერ ეწეოდა გონებას, თუმცა მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეტაპობრივად მოუმატა და მეტოქის კარსაც ემუქრებოდა.

ბარძალი – 6 – კარგავს როსეტი და ეს უკანასკნელი იტანს ბურთს. იქამდე და მის შემდეგ იდეალურად თამაშობს.

ოგბონა – 6.5 – ბრწყინვალედ ასრულებს საკუთარ საქმეს. დონსას ფეხს არ ანძრევინებს მთელი მატჩის განმავლობაში.

პადოინი – 6 – ჩოპას საგოლე დარტყმას ვარდნაში უვარდება და იცავს კარს.

პერეირა – 5.5 – თავდაპირველად ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზეა, ხოლო 30 წუთის შემდეგ ფორვარდების უკან მოქმედებს. მიუხედავად ამისა საკუთარ თავს არ ჰგავდა.

პოგბა – 6.5 – უსხლტება პერსონალურ მეურვეს, გადის დასარტყმელ პოზიციებზე და ერთ-ერთის დროს გოლიც გააქვს. მშვენიერი დაბრუნება გამოუვიდა.

ვიტალე – 6 – ის დრო რაც მოედანზე დაჰყო თავი არ დაუზოგავს.

მარკიზიო – 6.5 – სუფთა რეჟისორი და არანაირი რისკი.

სტურარო – 6 – იკავებს პრინჩიპინოს ადგილს და ყველაფერს აკადემიურ სტილში აკეთებს.

დე ჩელიე – 6 – საიმედოდ იცავს საკუთარ ზონას.

პეპე – 5 – სწორედ მას მოუწია როსეტის სიახლოვეს ყოფნა, თუმცა.. აგებს ფიზიკაში..

მატრი – 5 – არცერთი სახიფათო ქმედება მისი მხრიდან.

კომანი – 6 – იბრძვის და არა მარტო შეტევაში, დაცვაშიც..

ალეგრი – 6 – დალაგებული ტაქტიკური გათვლა მადრიდელებთან წინასამატჩოდ.

წყარო: La Gazzetta dello Sport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
soni 10
9 years ago

Dechelies meti dro chirdeba imedia miecema darchenil drochi ogbona mgonia ro sheudzlia bardzalis shecvla ragac shecdomebi aqvs ai is xasiati aklia rac kielinis da bonuchis aqvs .dechelie mainc yuves agzdilia ra da iqneb itamashos evras magivrad

ალეკო კოკაია

ასამოამ ტრავმა მოიშუშაო და მართალია ნეტა? :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x