ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინი მადრიდული მატჩისთვის მზადებაშია

ტურინის “იუვენტუსმა” მადრიდის “რეალთან” მატჩისთვის მზადება დაიწყო.ბიანკონერები დღეს დილით ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბნენ, ის ფეხბურთელები, რომლებმაც “კალიარისთან” დაპირისპირებაში მიიღეს მონაწილეობა, მსუბუქად მოითელნენ, დანარჩენებმა კი სრული დატვირთვით.მასიმილიანო ალეგრი მადრიდულ შეხვედრაში 4-3-1-2 ტაქტიკის გამოყენებას აპირებს, თუმცა პირველი მატჩისგან განსხვავებით მცირე ცვლილებით.საქმე იმაშია, რომ დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში პოლ პოგბა უნდა გამოჩნდეს, სტეფანო სტურაროს ნაცვლად.

სამეფო გუნდთან კარს გუნდის კაპიტანი, ჯანლუიჯი ბუფონი დაიცავს; ოთხი მცველი – შტეფან ლიხტშტაინერი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი და პატრის ევრა; ცენტრში პირლო, მარჯვნიდან პოლ პოგბა, მარცხნიდან კლაუდიო მარკიზიო; ორი ფორვარდი კარლიტოს ტევესისა და ალვარო მორატას სახით, მათ უკან კი არტურო ვიდალი, რომელიც ტურინულ დაპირისპირებაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.სათადარიგოთა სკამზე ალეგრის მთავადი იმედი სტეფანო სტურარო, რობერტო პერეირა და ფერნანდო ლიორენტე იქნებიან.

რაც შეეხება ბოლო ინფორმაციას მადრიდული ბანაკიდან, “ვალენსიასთან” მიღებული ტრავმა უმნიშვნელო აღმოჩნდა და “იუვესთან” ითამაშებს ტონი კროსი, მწყობრშია კარიმ ბენზემაც.ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი დანაკლისი კარლო ანჩელოტისთვის ლუკა მოდრიჩია, რაც სავარაუდოდ სერხიო რამოსის ნახევარდაცვაში თამაშს გამოიწვევს.

4 thoughts on “ტურინი მადრიდული მატჩისთვის მზადებაშია

  1. ფორცაააა ბიჭებიიიიი აუუ რა გაასწორებს რეალი რო გააგდოთ მოინდომეთ რა ძაან და იომეთ აი მარტლა უნდა იომოთ მერე კიდე ფინალია და გამორიცხული არაფერია მართალია ბარსა მაგარია ძაან და ის გიჟი მესიც მაგარ ფორმაშია მაგრამ მონდომებით მაგათი დამარცხებაც შეიძლება თუ არა და არც არავინ არ დაგძრახავთ.იუვე იუვე იუვე იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  2. ძალიან რთული მაჩი იქნება მაგრამ მაგრად მჯერა იუვესი რადგან დაბრუნდა პოგბა და ამიტ კიდე დიდი სტიმული მიეცათ.რატომ არ ჩან ასამოა?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.