ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი :”ალეგრი ფანსატიურად ასრულებს საკუთარ საქმეს”

ბიანკონერის ექს თავკაცმა პარალელი გაავლო მასსა და მასიმილიანო ალეგრის შორის. მისი თქმით, მას ბევრი საერთო აქვს იუვეს ამჟამინდელ თავკაცთან:“ჩვენ ერთ ასაკში მივედით ტურინში და პირველსავე სეზონში მოვიგეთ სკუდეტო. რისკი ორივე შემთხვევაში გამართლდა და გუნდში ყველაფერი ჩავდეთ რაც გაგვაჩნდა. ძალზედ მომწონს მისი ხასიათი და მახვილგონივრული გადაწყვეტილებები. ცალკე შექებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ მაქსმა არაფერი შეცვალა უკვე აწყობილ მანქანაში და უბრალოდ საკუთარი შტრიხი შემატა. მადრიდული მატჩი? ბიანკონერის რიგებში თამაშობენ ბუფონი, ბონუჩი, კიელინი, ბარძალი, პირლო, მარკიზიო- ფეხბურთელები რომელთაც დიდი საერთაშორისო გამოცდილება უმაგრებთ ზურგს. ბუნებრივია 90 000 ინჩასის წინაშე ასპარეზობა დიდ ვნებათაღელვასთან არის ასოცირებული, მაგრამ ტურინელებს ნამდვილად აქვთ ისეთი დონის გამოცდილება და ხასიათი რითაც გაუმკლავდებიან ასეთ წნეხს. მეტოქეს მცირე ხარვეზები აქვს ზონებს შორის სათანადო დაბალანსებასთან და მაქს შეუძლია ამ უპირატესობის გამოყენება. რჩევა? უყურეთ და ისიამოვნეთ. ეს იქნება დიდი მატჩი. მახარებს ის ფაქტი, რომ წელს იუვემ მნიშვნელოვნად მოუმატა ხარისხშიც და თვითდაჯერებულობაშიც”.

წყარო: Football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha lasha
9 years ago

გეთანხმებით უდიდესი მწვრთნელია ჩემი აზრით საუკეთესოც ალბად ავატარითაც ჩანს ჩემი აზრი და არასდროს არ წამომიყვედრებია 2010-ის მსოფლიოს შედეგი მაგრამ ის რომ 2 ვარსკვლავი არ წაიყვანა მაგას სულ წამოვაყვედრი ან ალექსა ან ტოტი უნდა წაეყვანა ჩემი აზრით ორივე მაგრამ მინიმუმ ერთი მაინც იმიტომ რომ მიუხედავად ასაკისა ვარსკვლავები და მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ და დარწმუნებული ვარ ჯგუფიდან მაინც არ გავვარდებოდით ერთ ერთი ყველაზე სუსტი ჯგუფიდან ეგ მაგარი მიქარა ისე კი გენიაა ულაპარაკოდ.მადრიდის პროგნოზი ორიანი მგონია და მომკალით თუ გინდათ იქაც 2-1 ვფიქრობ ჩვენს სასარგებლოდ.დასაწყისზე ბევრი იქნება დამოკიდებული პირველი 15-20 წუთი თუ გაუძელით დაწოლას მერე გაგვიიოლდება იმიტომ რომ ნერვიულობას დაიწყებენ მადრიდისტები. :oldman: ფორცააააააააააააააააააააააააააააააა :forza: :forza: :forza:

bianco-juve
9 years ago

ძაან მაგარი კაცია და 2010 წელი რო წამოაყვედრო ერთი პროცენტითაც ღირსი არაა ეს ბუმბერაზი მწვრთნელი. ისე მართლა მაგრად უყვარს იუვე რო წავიდა ისევ დაბრუნდა და ფინალიც გვათამაშა

Di Francesco # 1
9 years ago

მიყვარს ჭკვიანი ხალხი, ამას მაგრად უყვარს იუვენტინოები, იმ წელს 11 იუვეს ფეხბურთელი წაიყვანა მსოფლიოზე, არადა სერია ბ_ში ვიყავით :chuvak:

Di Francesco # 1
9 years ago

მიყვარს ჭკვიანი ხალხი, ამას მაგრად უყვარს იუვენტინოები, იმ წელს 11 იუვეს ფეხბურთელი წაიყვანა მსოფლიოზე, არადა სერია ბ_ში ვიყავით :chuvak:

falconGE
9 years ago

სერია ბ-ში მაგ მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის მერე გაგვისტუმრეს.

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  falconGE

2010 წელსაც ხო ლიპი იყო ნკრებში? მაშინ წაიყვანა 9 თუ 10 იუვეს ფეხბურთელი არადა მაგ დროს იუვე მეშვიდეზე იყო

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x