ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” ტევესის შენარჩუნებას ცდილობს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა კარლოს ტევესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.გაზეტა დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიანკონერებს სურთ კიდევ ერთი წლით შეინარჩუნონ მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ბოლო მოუღონ არგენტინელის “ბოკაში” დაბრუნებასთან დაკავშირებულ ჭორებს.ამასთან, ურთიერთობა იდეალური არც ფეხბურთელსა და არგენტინული კლუბის წარმომადგენლებს შორისაა, 31 წლის ტევესი 3 წლიან კონტრაქტს ითხოვს, თავად სამხრეთ ამერიკელები კი მხოლოდ ერთწლიან თანამშრომლობაზე არიან თანახმა.ასეთ სიტუაციაში ჯუზეპე მაროტა 2017 წლის ივნისამდე გაუხანგრძლივებს ათიანს კონტრაქტს და ხელფასის სახით ხუთ მილიონ ევროს შესთავაზებს, ბუნებრივია, დამატებითი ბონუსებით.ამავე წყაროს მტკიცებით, სატელეფონო საუბარი შედგა ტევესსა და პაულო დიბალას შორის, აპაჩემ ახალგაზრდა თანამემამულეს ტურინში გადმოსვლა ურჩია და დიდი ალბათობით, ბიანკონერებმა 21 წლის დიბალა 32 მილიონ ევროდ უნდა ჩაიგდონ ხელთ.

წყარო : Football Italia

3 thoughts on ““იუვენტუსი” ტევესის შენარჩუნებას ცდილობს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.