ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო :”ჩემპიონთა ლიგა რჩება ჩვენს ოცნებად”

ანდრეა პირლოს მოსაზრებით ჩემპიონთა ლიგის თასი იუვესთვის, კვლავინდებურად რჩება ოცნებად. მან ასევე პოლ პოგბას მომავალზეც ისაუბრა :“რეალთან დაპირისპირება უმნიშვნელოვანესია. კარგად გავაცნობიერეთ, რომ შეგვწევს ძალა დიდ წარმატებას მივაღწიოთ ევროთასებზე. ბოლო პერიოდში მკვეთრად გავიუმჯობესეთ ხარისხი და წინდახედულობა. თუმცა, საქმე იმაში მდგომარეობს რომ ჯერჯერობით საქმის ნახევარია შესრულებული. ორივე კლუბი იმაშია დარწმუნებული, რომ შეძლებს მიზნის მიღწევას. ჩვენი მხრიდან, კარგი მატჩი უნდა ჩატარდეს და პრინციპში გვწამს კიდევაც ამის. ლიგის თასის მოპოვება ოცნება იქნებოდა იუვესთვის, ხოლო პირადად ჩემთვის ბერლინში განცდილი ბედნიერება მორიგ დაუვიწყარ წუთებთან იქნება დაკავშირებული. სწორედ ამაზე ვარ კონცენტრირებული და მომავალზე სეზონის დასრულების შემდეგ ვიფიქრებ. პოგბა მანჩესტერში? ნამდვილად არ ვიცი მისი გეგმების შესახებ. ცხადია, რომ ტურინში თავს ბედნიერად გრძნობს. რაც შეეხება მანჩესტერს, ვეჭვობ რომ იგი არ დაბრუნდება იუნაიტედში. მისი თქმით მას იქ არ ექცეოდნენ სათანადო დონეზე. დიახ, ეს ფერგიუსონის პერიოდში ხდებოდა, მაგრამ წყენა როგორც ჩანს არ განელებულა”.

წყარო: Football-Italia

5 thoughts on “პირლო :”ჩემპიონთა ლიგა რჩება ჩვენს ოცნებად”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.