ანჩელოტი:”ახალი ისტორია უნდა დავწეროთ”
მადრიდის რეალის თავკაცი კარლო ანჩელოტი საკუთარ შეგირდებს ახალი ისტორიის დაწერისკენ მოუწოდებს. იტალიელ სპეციალისტს ფინალში სურს გასვლა და თასის ზედიზედ მეორედ მოპოვება :“მშვენიერი ნახევარფინალური დაპირისპირება გვაქვს იუვენტუსსთან და ჩემს შეგირდებს ძალიან სურს გამარჯვების მოპოვება. თითოეული ჩვენთაგანის მიზანია, რომ ახალი ისტორია დავწეროთ და ზედიზედ მეორედ გავხდეთ ლიგის გამარჯვებულები. სტატისტიკა ჩვენ მხარეს არ არის, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და დასაწყისი. კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და მეტოქეს ინტენსიური ფეხბურთი შევთავაზოთ”..
“ბენზემა 100%-ით არის მზად. მას მცირე დრო ესაჭიროებოდა ტრავმის მოსაშუშებლად და უკვე მზად არის მატჩისთვის. ითამაშებს თუ არა იგი პირველივე წუთებიდან ამას უშუალოდ შეხვედრის წინ გადავწყვიტავ”.
“პირადად ჩემთვის ეს ჩვეულებრივი 1/2 ფინალია, რომელშიც გამარჯვების იმედი მაქვს. წინა ნახევარფინალებისგან არაფრით არის გამორჩეული. ხვალ, ისტორია უნდა დავწეროთ და ბერნაბეუს არენასთან ერთად ერთ მუშტად შევიკვრებით. როდესაც გულშემატკივარი უსტვენს ერთს, მაშინ ეს ყველაზე ნეგატიურად მოქმედებს. კასილასი? მას ბევრჯერ უთქვამს, რომ დარჩენა სურს. მას ენდობა ყველა:მწვრთნელი, თანაგუნდელები და სრულიად კლუბი. ბუნებრივია მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ გულშემატკივარი უსტვენს იკერ, მაგრამ ვიცი თუ რაოდენ მაღალი კლასის არის კასილასი თავს მშვიდად ვგრძნობ. მას საკმაო გამოცდილება უმაგრებს ზურს, რომ ასეთ წნეხს გაუძლოს. ასეთი ქმედება მოტივაციას უფრო ზრდის ვიდრე ნეგატიურ ასპექტებს”.
“ბეილი კარგ სეზონს ატარებს. წინა სეზონში მან სამეფო თასის ფინალში და ლიგის ფინალში გამოიჩინა თავი.. ამათ გარდა კიდევ არა ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდში გაიბრწყინა. რეალი კმაყოფილია უელსელის ასპარეზობით. ხალხი კი სამწუხაროდ იმაზე მეტს ლაპარაკობს ვიდრე საჭიროა. მისი აგენტი ვარჯიშზეც კი არ იმყოფებოდა და წარმოდგენა არა აქვს რა ხდება შიდა სამზარეულოში. გუნდში არავის არა აქვს პრობლემა მასთან. პირიქით, ხშირად მისაუბრია გარეტთან და იგი ბედნიერია ესპანური ყოფით. კარგი იქნებოდა მის საფეხბურთო აგენტს ბევრი არ ელაპარაკა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით ადამიანებს ენის გაჩერება საკმაოდ უჭირთ”.
წყარო: Football-Italia
ეს ანჩელოტი ყველა კლუბში წარმატებულია, მარტო იუვეში ჩაი…ა.
დელ პიერო სად ტამასჰობს ეხლა მიპასუხეთ. თუ დაანება თავი მაშინ რატო არ არის იუვეს დირექტორთა საბჭოში. მიპასუხეთ რა.

:mrgreen::mrgreen::mrgreen:
რაღა იუვესთან მოგინდა ისტორიის წერა შეჩემალალა
ფუუ ანჩელოტი .. ნატურაში ღორია
მაგარი დამპალი როჟაა შურიანი ბოღმიანი არ ვიცი სხვანაირად როგორ ვთქვა ყოველ კომენტარში შეიმჩნევა ეს.
rato kai tიპია ტო

ისტორიას გამარჯვებულები წერენ პაპა კარლო რო იცოდე

მკრთალად წერე!!

istorias iuve dawers moghalate