ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კროოსმა და ბეილმა დღეს განცალკევებით ივარჯიშეს

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2 ფინალისთვის ტურინული და მადრიდული გუნდები განსაკუთრებულად ემზადებიან. “იუვენტუსის” მსგავსად საინტერესო ვითარებაა მადრიდულ ბანაკში, სანტიაგო ბერნაბეუზე გასამართი მატჩს მადრიდის “რეალისთვის” დიდი მნიშვნელობა აქვს. Calcio News 24 – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ ვარჯიშში სრული დატვირთვით მონაწილეობა არ მიუღიათ გარეთ ბეილს და ტონი კროსს, რომლებსაც მცირე ტრავმები აწუხებთ და ჯერ-ჯერობით უცნობია, მოასწრებენ თუ არა ბებერ ქალბატონთან მატჩისთვის ბოლომდე გამოჯანმრთელებას.ამ მომენტისთვის კარლო ანჩელოტის გუნდის ლაზარეთში ლუკა მოდრიჩი და სამი ხედირა იმყოფებიან, გუნდს დაუბრუნდა კარიმ ბენზემა, რომელმაც დაზიანება მოიშუშა და საპასუხო 1/2 ფინალში სათამაშოდ მზადაა.

წყარო : Football Italia

2 thoughts on “კროოსმა და ბეილმა დღეს განცალკევებით ივარჯიშეს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.