ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”წინ გველის მძიმე 95 წუთი”

მასიმილიანო ალეგრის მოსაზრებით პოლ პოგბას ფიზიკური კონდიციები იძლევა იმის რეალურ შანსს, რომ ფრანგმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს:“პირველ დაპირისპირებაში სწორედ სტურაროს მახასიათებლები მივიჩნიე უპირატესად. რაც შეეხება პოგბას, მისმა ბოლო დროინდელმა პროგრესმა მოგვცა იმედი, რომ იგი მზად არის რეალთან შეხვედრისთვის. ამ ეტაპისთვის თამაშგარე მდგომარეობაში რჩება მხოლოდ მარტინ კასერესი, ეს კი საკმაოდ საგულისხმო ფაქტია. დღეისათვის კარლიტოს ტევესი მხოლოდ იუვენტუსს როდი წარმოადგენს. არგენტინელი მსოფლიო დონის ფორვარდია და მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა..”


“მიმდინარე სეზონი უდაოდ გამორჩეულია მის საფეხბურთო კარიერაში, რადგან არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და მათ შორის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაშიც. ხვალ ბენზემას უნდა ველოდოთ? ეს საერთოდ არ ცვლის ჩვენ გეგმებს, რადგან ნაკლებად ვფიქრობ ეს შეხვედრა 0-0 დასრულდეს. ბურთის კონტროლი? მერწმუნეთ რეალის წინააღმდე ეს ფაქტობრივად შეუძლებელია და მითუმეტეს ბერნაბეუზე. თუმცა, საბაბი იმის რომ ყრუ დაცვაში ვითამაშებთ არ გვაქვს. რაც უფრო დიდხანს გვექნება ბურთი, მით უფრო ნაკლებია გოლის გაშვების შესაძლებლობა.

დღეისათვის, 95 წუთი გვაშორებს ფინალს და ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა ვფიქრობდეთ ფინალზე. წინ, გრძელი და დამღლელი 95 წუთი გველის. ბერნაბეუზე პირველად ნამდვილად არ ვარ, აქ უკვე მილანთან ერთად ვიყავი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირად კარიერაში ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე.აქ ვართ და გვწამს, რომ შეგვიძლია ბერლინში თამაში. რეალი კრიზისშია? ეს სისულელეა. მშვენიერი გუნდია არაჩვეულებრივი ტექნიკური არსენალით. შინ უფრო მეტ მომენტს ჰქმნიან ვიდრე სტუმრად და შედეგად სრული კონცენტრირება მოგვიწევს. მსუბუქი თავებით მოგვიწევს ასპარეზობა. რეალურად გვაქვს ყველაფერი რათა მივაღწიოთ სასურველ შედეგს”.

წყარო: Football-Italia

9 thoughts on “ალეგრი :”წინ გველის მძიმე 95 წუთი”

  1. ტრანსფერებს რაც შეეხება: თუ ისე მოხდა რომ მოვიგეთ ნაკლებად იქნება ხმაურიანი ტრანსფერები. რაც მაგრა არ მინდა. ზედმეტ თავდაჯერებულობას შემატებს გუნდს და გაისად ნახევარფინალიც სანატრელი არ გახდეს.

    რთულია დავწერო როგორ ვნატრობ ჩემმა გუნდა ლიგის თასი აწიოს. ბოლოს ეს როცა მოხდა ზუსტად მაგ ფინალის ყურებით შემიყვარდა იუვე.

    ბარსელონა ჩვენზე 2 თავით მაღლა დგას და ეს ფაქტია რაც ძალიან არ მსიამოვნებს…

    ამ ზაფხულს უნდა შეივსოს ის მანძილი რომელიც ევროპულ გრანდებს გვაშორებს და უკვე სტაბილურად ვიყოთ ნახევარფინალისტები როგორც ამას ბარსა, ბაიერნი და რეალი ახერხებენ.

    ჩვენ არაფრით არ ვართ მათზე ნაკლები და დრო მოვიდა ბრუციანმა და სასტავმა შეიგნონ რამხელა გუნდში არიან!

    ფორცა იუვე!!!

  2. ალეგრიშე ფინალში გაგვიყვანს და დაჟე მოვიგეებთ მგონი ჩემპ ლიგასაც და მერე ნახე შენ ტრანსფერები და ამბებიიი :forza: :forza: :forza: მიდი ალეგრიშე ჯიჯის ოცნება უნდა აუხდინოო :forza: :forza:

    1. ალეგრი არვიცი მარა მერო X2მაქ აგებული იმედია წამოვა:D..რაგაც მგონია გატყდება ეს თამაში…3ვე 1წამოვიდა X2 მგონია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.