ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ევრა :”ეს იყო ლოგიკური შედეგი”

გასულ ზაფხულს ბიანკონერიმ მანჩესტერ იუნაიტედის მარცხენა მცველი პატრის ევრა შეიძინა. 33 წლის ფრანგის ტრანსფერს დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია. უფრო მეტად ნეგატივი ისმოდა ვიდრე დადებითი. დაიწყო სეზონი და ევრა რიგ ეპიზოდებში არ გამოიყურებოდა სათანადო დონეზე, თუმცა ეტაპობრივად იგი გუნდისთვის შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა. უდაოა, რომ ჩემპიონთა ლიგაში მან საკუთარი გამოცდილებით დიდი დახმარება გაუწია პარტნიორებს :“ვფიქრობ ორი მატჩის ჯამიდან გამომდინარე ლოგიკური შედეგი მივიღეთ. ყოველთვის როდესაც ამ ტურნირში ვიღებ მონაწილეობას, სწორედ ფინალში თამაშზე ვარ ორიენტირებული. ყველაფერს ვიღებ სანუკვარი მიზნის მისაღწევად. სიმართლე გითხრათ შიშს არასოდეს დავუტყვევებივართ. 1-0-ის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ გაგვიჭირდებოდა მაგრამ ჩვენ ამას შევძლებდით”..

“უსამართლობა იქნებოდა მადრიდის დატოვება ისე, რომ გოლი არ გაგვეტანა. შესაძლოა ჩემმა სიტყვებმა პარტნიორებზე პოზიტიურად იმოქმედა. ცალკე აღნიშვნის ღირსია მასიმილიანო ალეგრი და მისი უსაზღვროდ დიდი მენიუ.. მწვრთნელს ვარირებისთვის უამრავი ჯანსაღი იდეა ჰქონდა და შედეგად ჩვენ მისი დახმარებით მოვიპოვეთ ბერლინის საგზური”.

ტურინელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში კატალონიურ ბარსელონას დაუპირისპირდებიან, რომელიც 6 ივნისს ბერლინში გაიმართება:

“ეხლა კი ჩვენ შევხედავთ თუ როგორი იდეების არსენალი აქვს მომზადებული ალეგრის ბარსასთვის”.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha tsasidze
9 years ago

რავიცი 6 მდე დრო არის და რამენაერად იქნება თვაი მოვაბათ და ორგანიზება გაუკეთOს ვინმე თხოვნა იქნება :P

vakhtang karchava
9 years ago

კაი ფეხი ჰქონია ამას))

lasha tsasidze
9 years ago

მორატას რა შეეხება თუ ვინმემ დააკვირდა აქ 2 ჯერ დავწერე რომ მორატა გაიტანდა ორივე თამაშში გადამწყვეტ გოლს :))

lasha tsasidze
9 years ago

დავით ხოდა სხვაგან სადმე რავიცი დაილია ადგილი სადაჩ შეიძლება შეკრება? მე არასოდეს წამოვსულვარ შეკრებაზე რაგაც მიზეზების გამო მაგრამ ამ წუთებს უკვე წლებია ვუცდი და მინდა შევიკრიბოთ ოღOნდ არა ბარაკონში :)) ბარაკონის სტატისტიკაზე გამახსენდა ხოო. ისე ბერლინიდან და ზოგადად გერმანიიდან იტალიელებს მოაქვთ უმეტესად ტასი და იემდია ეს ტრადიცია არ დაირღვევა :*

Di Francesco # 1
9 years ago

მორატაზე რო იძახოდით კაი ბიჭია და მიტო არ აღნიშნა გოლიო არ დაუსტვინეს გუშინ? გოლი უნდა აღნიშნო ბიძია აბა რისთვის გაგაქ? მითუმეტეს იმ გუნდის კარში რომელიც გამოგაგდებს

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  Dutch

:forza:

lasha tsasidze
9 years ago

ეხლა მინდა რომ დავგეგმოთ კარგათ ორგანიზებულად ფინალისთვის შეკრება, თუ ვინმე ითავებს ამ საქმეს კაი იქნება. ოღონდ არა იმ ბარაკონში თუ სადგაც , მანდ რამდენჯერაც შეკრება იყო იმდენჯერ წავაგეთ თარსები არიან :)))

sergi mujiry
9 years ago
Reply to  Dutch

სანამ რამეს იტყვი კარგად დაფიქრდი, რამდენჯერაც იყავი ყველა შეხვედრაში მოვიგეთ და გავედით შემდეგ ეტაპზე, ბარაკონი პირიქით იუვეს ფანების შეკრების ადგილია, სადაც ყველა ერთად ვზეიმობთ გამარჯვებას და უაზრო კმენტარები არ არის საჭირო

sergi mujiry
9 years ago
Reply to  sergi mujiry

რამდენჯერაც ვიყავი მეთქი ასე უნდა დამეწერა

lasha tsasidze
9 years ago
Reply to  sergi mujiry

უაზროა თუ აზრიანი მე რაც ვიცი რამდენჯერაც აქ დაიწერა რომ შეკრება იყო იმდენი ვერ მოვიგეთ მაგაზე თავს დავდებ და სხვა დროს თუ იკრიბები შენ ეგ არ ვიცი ძმაოო. აი იმენა აქ რამდენჯერაც იყო შეკრება აქ რომ ეწერა იმდენჯერ ვერ მოიგო გუნდმაა პროსტა მეზარება არქივებში ქექვა თორე დაგიმტკიცებდი :))))))))))))))

Di Francesco # 1
9 years ago

ხო არაფერი კავშირი არ ქონდა იუვესთან მარა მაინც გამიხარდა ამის მოსვლა, ევრას ყოველთვის ღირსეულ ლეგენდად ვთვლიდი და ასეც არი რეალურად, მემგონი იუვეს ფანების მხრიდან მეტი პატივისცემის გამოხატვას იმსახურებს, ნახევარფინალი არასდროს არ ქონია ამას წაგებული, ანუ მეექვსედ გავიდა ფინალში

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x