ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიის თასის ფინალი 20 მაისს გაიმართება

ტურინის “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე იტალიის თასის ფინალი აქვს სათამაშო, 20 მაისს რომში. მანამ, სანამ ბიანკონერები მადრიდში მატჩს გამართავდნენ, კოპა იტალიას გადამწყვეტი შეხვედრა 7 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა 6 მაისს ბერლინში “ბარსელონასთან” დაპირისპირების გამო იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ თარიღი შეცვალა და შესაბამისად, ბებერი ქალბატონი რომის “ლაციოს” სულ რაღაც 6 დღეში გაეჯიბრება.აქვე შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდს სკუდეტო უკვე მოგებული აქვს და შეუძლია მშვიდად ჩავიდეს მილანში “ინტერთან” სათამაშოდ კოპას ფინალამდე, სტეფანო პიოლის შეგირდებს კი წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვთ ჩემპიონთა ლიგაზე ადგილის მოსაპოვებლად, “სამპდორიასთან” სტუმრად გენუაში.

წყარო : Football Italia

13 thoughts on “იტალიის თასის ფინალი 20 მაისს გაიმართება

  1. რეალის ფანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს… პლატინის გუნდია იუვე და ამიტო მოაგებინეს ჩვენთანო… არადა პენალტი დაგვიდო მსაჯმა და საჭირო ანგარიშით იგებდნენ და ბრძოლაში გავათანაბრეთ… რა შუაშია პლატინი…
    ეხლა ბარსას ფანები დაიწყებენ იგივეს, პლატინის გუნდია და ფინალს მოგვიგებენო

  2. აუ კიდევ არ მჯერა რომ ფინალშI ვართ არადა რა ცუდად დაიწყო სეზონი, ვინ წარმოიდგენდა ამას ტოო. სასწაულია მალადეც რააა. მაგარი იქნება ალეგრიმ ეგრევე პირველივე სეზონში რომ ჰეტ რიკი შეასრულოს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.