ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Andiamo A Berlinooooo!

2003 წლის შემდეგ არ ჰქონდა განცდილი ტურინულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის ატმოსფერო. წილისყრამ ისტორიული მეტოქე გვარგუნა მადრიდის რეალის სახით. თუმცა იმ პერიოდთან შედარებით ორივე გუნდის თავს ბევრი რამ შეიცვალა. ფაქტია, რომ სამეფო კლუბის რიგებში მსოფლიო დონის ვარსვკვლავები ასპარეზობენ, ხოლო იუვენტუსი ეტაპობრივად აშენებდა საკუთარ პროექტს. “ოცნება” – როგორც ამას თითოეული იუვენტინო აცხადებდა ძალზედ ახლოს არის ასრულებასთან..

პირველი მატჩის შემდეგ, რომელიც ტურინში 2-1 დასრულდა ბიანკონერის არ აძლევდა მშვიდად ყოფნის საშუალებას. წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე ალეგრიც და ბუფონიც იმას უმეორებდნენ ჟურნალისტებს რომ იუვე არ აპირებდა საკუთარ ნახევარზე ჩაჯდომას და მეტოქის იერიშების დალოდებას. დამეთანხმებით, რომ ეს სიმართლე იყო. ბებერმა ქალბატონმა მოიგერია მცირე შტურმი თავიდან და რამდენიმე სწრაფი შეტევაც განახორციელა.

აი მერე კი დადგა ის ეპიზოდი, როცა უკვე ფიქრობ რომ თითქოს ფინალი შორს არის… თითქოს ბერლინიდან ბერლინამდე არცთუ ისე ახლოს არის.. თითქოს იუვეს მაინც აკლია რაღაც.. ზოგს კონტეს ნოსტალგია მოეძალა, ზოგს დელ პიეროსი.. ზოგს ნედვედის.. მაგრამ მეორე ტაიმში ალეგრის დამოძღვრილმა კლუბმა ზედმიწევნით კარგად შეასრულა მწვრთნელის მითითებები და ესპანელი ფორვარდის – ალვარო მორატას დამსახურებით ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური სრულიად დამსახურებლად მოიპოვა!

გილოცავთ ! ოცნება გრძელდება ! Fino Alla Fine !!!

46 thoughts on “Andiamo A Berlinooooo!

  1. გილოცავთ დებო და ძმებო !!! ფინალში ვართ და ვიომებთ ბოლომდე რომ კიდევ ერთხელ აღიმართოს თასი გერმანიაში !!!
    წარმატებები ჩვენს გუნდს !
    Forza!! :forza:

  2. ლიხტა ორი მატჩის ჯამში მხეცი იყო, ისევე როგორც ჯორჯონე! ! :forza: :forza: :forza: დაამტკიცეს ბიჭებმააა

  3. Marto juves ki ara mtema italiam unda izeimos vapshe dzaan magrad gamisworda :juvee: romc ver aigos tasi main sagol mara mara mouwevs barsas espanetis chempionobit dakmayopileba.ise ligis pinali gadawion to yuves italiashi tasis pinali aqvs :lool: :lool: :lool:

  4. Yvelam magrad itamasha ra dzaan chemtvis bolomde da rame bufoni pirlo markizio teves moratam goli sheagdo mara ro vuyurebdi VIDALI maan magaria ra karoche karieris bolomde yuveshi ra . Ar momwons es evra ra veraa iseti tan beberia wamenaze kide xo ki gamoiyena alegri ise mtliani sezoni mara shesacvlelia ra ar mevaseba. Visac martla gauxarda yuves gasvla martla vulocav :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.