ბირინდელი :”ალეგრიმ გასწია საოცარი სამუშაო”
ალესანდრო ბირინდელი არ იშურებს საქებარ სიტყვებს მასიმილიანო ალეგრის მისამართით და იუვეს წარმატებას ფუნდამენტურს უწოდებს სრულიად იტალიური ფეხბურთვის:“როგორც იუვეს ექს მოთამაშე და მისი დიდი გულშემატკივარი, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. ამას ემატება სრულიად იტალიური ფეხბურთის დიდი წარმატება. კალჩო კვლავ დაბრუნდა ევროპული ფეხბურთის უმაღლეს მწვერვალზე. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორებს თუ რა კრიზისშია აპენინური ფეხბურთი ეხლა, იუვენტუსის მიერ მიღწეული წარმატება გამორჩეულ აპლოდისმენტებს იმსახურებს. ნებისმიერ სამსახურში, როდესაც ზუსტად გაქვს თითოეული დეტალი გათვლილი, მაშინ წარმატება აუცილებლად გეწვევა. მცირე იღბალი კი საქმეს დამატებით ხიბლს სძენს. ვფიქრობ, კონტემ ნაყოფიერად იმუშავა სამი წლის განმავლობაში, ხოლო ალეგრიმ არ დაიწყო არაფრის შეცვლა და პირიქით ფანტასტიური სამუშაო გასწია თამაშის კიდევ უფრო დახვეწვის თვალსაზრისით. მან ფეხბურთელებს შესძინა რწმენა, მოტივაცია და გაუზარდა საბრძოლო სულისკვეთება. მან დაარწმუნა, რომ მიზანი რეალური იყო მათთვის”.
წყარო: Football italia
მილანი უნდა დაბრუნდეს მარა ინტერი არა ეგენი არაფრის ღირსები არ არიან იუვე მილანი ლაციო აი ამათმა მირჩევნია ლიგა ითამაშონ და თუ კვლავ მოვიპოვებთ 4 გუნდის ადგილს კუანა რომას რომელიც 5:1 ებს და 7:1 ებს აგებს ჯობია ნაპოლიმ შეავსოს
მილანს აუცილებლად ველოდები ლიგაზე იმიტომ რომ მილანის ადგილი ჩემპიონთა ლიგაზეა და ინტერსაც მიუხედავათ იმისა რო მორატი დასაწველი კაცია,მაგან ჩააგდო კალჩო ამ დღეში მაგრამ მორატი აღარ არის ინტერში და მეოთხე გუნდის დაბრუნებას რომელიც ისეთივე ძლიერი იქნება როგორც ლაციო იყო დაახლოებით 21 საუკუნის მიჯნაზე
მილანი აბა თქვენ იცით გელოდებით კაი გუნდით კონკურენცია გვჭირდება მილანს სულ ვგულშემატკივრობდი ლიგაზე და არ მომწონს ასეთ ცუდ დღეში რომ არის ინტერის დედაც სადაც არიან ეგ ეკუთვნით. მაგათ გამოა სერია ა ამ დღეში მორატი შე ნაგავო შუაზე სკდები ალბად ეხლა იუვე რო ფინალშია და ეგრეც მოგიხდება ფორცააა იუვეეეეეეე ფინალში ბრძოლა და უკომპლექსო თამაში ტქვენ უკვე გმირები ხართ
გილოცავთ მაგრად გამისწორდა ჯუვეს ფინალი!!!
დიდი იმედი მაქ რო დააგვირვინებენ ბერლინში წარმატებები ჯუვეს!!
გაიხარე ძმა მალე მენახოს მილანიც ლიგაზე