ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”წლევანდელი სეზონი ისტორიაში შევა”

მასიმილიანო ალეგრის განცხადებით მიმდინარე სეზონი ისტორიული გახდება ტურინული კლუბისთვის. ბიანკონერიმ უკვე მოიპოვე 33-ე სკუდეტო, იმყოფება იტალიის თასის ფინალში და 6 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც მიიღებს მონაწილეობას:“ისტორიული წელია.. როცა დავბერდებით შვილიშვილებს მოვუყვებით უდიდესი სიამაყით. როდესაც ტურინში მოვედი ნამდვილად ვფიქრობდი, რომ წინ კარგი სეზონი გველოდა, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი შთამბეჭდავი თუ იქნებოდა. განსაკუთრებულ ყურადღებას სკუდეტოზე ვახდენდით, მაგრამ სეზონის მიწურულს უკვე დანარჩენი ორი ტიტულის მოპოვებაც შეგვიძლია და გვსურს. მოგვიწევს გაორმაგებული ენერგიით მომზადება რადგან სეზონი საუკეთესო ნოტაზე დავასრულოთ. ამ ეტაპზე მოგვიწევს კონდიციების შენარჩუნება, რომ ფინალს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ. წინ ორი უმნიშვნელოვანესი ფინალი გველის”..

“პირველი ნაბიჯი იტალიის თასის ფინალი იქნება. ფეხბურთელები, პერსონალი და კლუბი ისტორიაში შევლენ. თასის ფინალში ძალზედ ძლიერ კლუბს ვხვდებით და რაც არ უნდა იყოს ეს ხომ ფინალური დაპირისპირებაა”.

“რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფინალს, ბარსას დამარცხება ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ნამდვილად არის შესაძლებელი. უფრო რთული იქნებოდა ორ რაუნდიან მატჩში წარმატება. 90 წუთში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ დაველოდოთ და ვნახოთ რომელი კლუბი შეხვდება ფინალს ოპტიმალურ ფორმაში”.

“სკუდეტო? ამ კუთხითაც გამორჩეული სეზონი გავმართეთ. გუნდს არცერთი წამით არ დაუკარგავს ლიდერობა. თუმცა, სეზონის მეორე ნახევარში ორი ცუდი დაპირისპირება გავმართეთ პარმასთან და ჩეზენასთან. მეორეს მხრივ პარმელებთან მატჩი ზუსტად ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის წინ შესდგა. მის შემდეგ ჩემს შეგირდებს პრობლემები არ შექმნიათ. ბრწყინვალე სეზონს ვატარებთ და ვინარჩუნებთ იდეალურ ბალანს”.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi darchia
9 years ago

საგოლ ალეგრიი კაი მწვრთნელი ხარ მარტლაც :juvee:

cherqeza
9 years ago

:forza: :juvee:
კარგია რომ შენი რჩეული გუნდი რომ ზეიმობს დიდი სიამოვნებაა

zura chkheidze
9 years ago

მაგარი ოყო, დავტკბი მართლა :) ბოლოს მთელ სტადიონზე მარტო ეს სექტორი რომ დარჩა, ეგ იყო ყველაზე მაგარი :chuvak:

DRUGHI
9 years ago

https://www.youtube.com/watch?v=evWiv5kjP8s უყურეთ და დატკბით :D :love:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x