ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე ტრადიციული წინასამატჩო პრესსკონფერენცია გაიმართა, სადაც მასიმილიანო ალეგრის სხვადასხვა თემებზე მოუწია ჟურნალისტებთან საუბარი:“ბუნებრივია ბერლინის საგზურმა ენთუზიაზმი გაგვიზარდა, თუმცა ამასობაში არ უნდა დაგვავიწყდეს იტალიის თასის ფინალი, რომლის მოსაპოვებლად ყველაფერი უნდა გავიღოთ. საბედნიეროდ ინტერთან მატჩს ფაქტობრივად უდანაკარგოდ ვხვდებით, რადგან მარტინ კასერესის გარდა უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა მოიშუშა ტრავმა. მილანში ავტობუსით გავემგზავრებით საღამოს და ვფიქრობ, რამდენიმე ფეხბურთელს რომლებსაც ყველაზე მეტი თამაში მოუწიათ მივცემ დასვენების საშუალებას. არ მინდა დაგვავიწყდეს, რომ მომავალ კვირაში თასის ფინალი გველის, რომელიც ჩვენი რანგით მეორე მიზანია”..

“პირველ რიგში უნდა მოვემზადოთ ხვალინდელი დაპირისპირებისთვის, ხოლო ფინალზე კვირიდან დავიწყებთ ფიქრს. უკვე მის მერე ნაპოლისთან გველის მატჩი სადაც მოპოვებულ ჯილდოს გადმოგვცემენ. როდის უნდა აღვნიშნოთ? ამაზე უმჯობესია ხელმძღვანელობას გაესაუბროთ და მათთან გაარკვიოთ გარკვეული თარიღები. ამ ყველაფრის მერე კი გვექნება ერთი კვირა მცირე ამოსუნთქვის და მზადება ჩემპიონთა ლიგისთვის”.

“ბერლინში ფანტასტიური კლუბი დაგვიპირისპირდება, თუმცა დაუმარცხებელი არავინ არის და გვაქვს შანსი ტიტული შინ წავიღოთ.ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი რომელი იყო ადვილი? მინდორზე ყოველგვარი ნერვიულობის და სტრესის გარეშე უნდა გავიდეთ. ფინალი 6 ივნისს გაიმართება და არ შეიძლება ნაადრევად ფიქრი და ნერვიულობა”.

“მოტივაციას ზრდის ის ფაქტი რომ ჩვენ “იუვენტუსი” ვართ. და როდესაც ჩემს განკარგულებაში უკვე ფაქტიურად მთელი გუნდია შემიძლია სათამაშო დრო ყველაზე გადავანაწილო. ასამოა უკვე მზად არის და მასაც დასჭირდება მცირე პრაქტიკა, მიუხედავად იმისა რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში აფრიკელი არ არის შეყვანილი. იგივე ეხება რომულოსაც. არიან ჩვენს გუნდში ფეხბურთელები რომელთაც საკმაო დრო გაუცდათ და ამისთვის შევეცდებით მათ დარჩენილ მატჩებში შესაფერისი დრო მივცეთ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დარჩენილ დაპირისპირებებს ფორმის შესანარჩუნებლად გამოვიყენებთ. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ფინალების წინ”.

“ვფიქრობ, კლუბის მიზნები ყოველთვის ნათელი იყო. სკუდეტო იყო უმთავრესი და მისი ზედიზედ მეოთხედ მოგება უბრალოდ ფანტასტიური. საბედნიეროდ ეს საკითხი უკვე დახურული გვაქვს წარმატებით. ჩემპიონთა ლიგაზე პროგრამა მინიმუმი ქვე ჯგუფიდან გასვლა გვქონდა, ხოლო მაქსიმუმი რვა საუკეთესო კლუბს შორის მოხვედრა. ორივე პროექტი დაძლეულია და ჩვენ ბერლინში გველის ფინალი. რაც შეეხება იტალიის თასს არავინ უნდა დაგვძრახოს რომ ეს მეორე ადგილოსანი მიზანი იყო. ჩემპიონთა ლიგა არის ოცნება, ხოლო იტალიის თასი ტკბილი სიზმარი. ამ წამისთვის სწორედ მისი მოპოვებაა მთავარი, ხოლო მესამე ნომრად ლიგა გვაქვს. ამისი მიზეზი კი არის კალენდარი, რომლის მიხედვითაც ჯერ ლაციოსთან მატჩის გველის, ხოლო სეზონის უკანასკნელი შეხვედრა ბარსასთან”.

“დიბალა? არ ვაპირებ იმ ფეხბურთელებზე საუბარს, რომლებიც არ იმყოფებიან ჩემს განკარგულებაში”.

“ბუფონი? ჩემპიონი! ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც უკვე 20 წელია უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. სპორტულ ასპექტებთან ერთად იგი გამორჩეული ადამიანური თვისებებით არის დაჯილდოებული. ბუნებრივია ასაკიდან გამომდინარე ჯიჯის კარგად ესმის, რომ კარიერა იწურება. ამიტომაც სურს თავის მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება და მე მთელი გულით ვგულშემატკივრობ მას. იშვიათად საერთოდ, რომ მეკარეებზე ვისაუბრო, მაგრამ ბუფონი გამონაკლისია”.

“პრიმერაში ყველაფერი დასრულებულია. ბარსელონა არ დათმობს ორივე მატჩს და შედეგად რაიმე კონკურენციაზე საუბარი ზედმეტია. მათი თასის ფინალი 30 მაისს გაიმართება? ვეჭვობ იგი იუვეს არანაირ უპირატესობას არ მისცემს. საერთოდაც, ჩემპიონთა ლიგის ფინალში რაიმე უპირატესობაზე საუბარი სისულელეა”.

“კონტრაქტი? თავდაპირველად ლაციო, შემდეგ სერია ა-ს სათანადო დონეზე დასრულება, ხოლოს ბოლოს ბერლინი.. უკვე ამის შემდეგ შეგვეძლება კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი”.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha lasha
9 years ago

მაგარი კაცია ვენაცვალე ჯიგარში მე კინაღამ მთელი სახლი დავლეწე და მაგის რა უნდა გაგიკვირდეს :chuvak: ეგეთი უნდა იყოს აბა რა გულით და სულით უნდა უყვარდეს და ფეხებზე უნდა ეკიდოს ეტიკეტი მაგ დროს არა უშავს ფლორენტინო ბაბუ კაცია უკვე და გაუგებს :oldman:

vakhtang karchava
9 years ago
Reply to  lasha lasha

ღირსეული მემკვიდრეა,მაგარი გავიმართლა ეს რომ გვყავს!

lasha lasha
9 years ago

კიი და თან ახალგაზრდაა იმედია იუვეს ერა დაიწყება ევროპაში :forza: :forza: :forza: :forza:

lasha lasha
9 years ago

ეხლა უყურე მაგარი კაცია ანდრეა რა წამოხტა პერესი კინარამ ააყირავა :lool: მერე მოუბოდიშა მომენტში შეიძლება არ იყო ლამაზი მაგრამ ეს იმაზე მეტყველებს რო იუვე მაგრად უყვარს და ბავშვივით უხარია გამარჯვება საღოლ ამას ქვია ნამდვილი პრეზიდენტი ბრავო ანდრეა ჯიგარი ხარ :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  lasha lasha

რა მისი ბრალია დაეჯინათ სხვაგან მაშინ რო მიუსკუპეს პერესიტო :lool:

lasha lasha
9 years ago

ისე მაგარი ბაბნიკია ეს ჩათ…ი და ეტკობა კაი კუში უნდა ზაფხულში საგულაოდ :lool: მიეცით ეკუთვნის ოგონდ მილანში გაუშვით იქ ინტერის ლამაზი ფანატკები გადახნას :oldman:

lasha naxucrishvili
9 years ago

ალეგრის ზედმეტი სახელი MAX PAYNE :lool: უეჭველი ტვინის შერყევა ექნება მარკიზიოს მომენტის გამო.ის ვიდეო უეჭველი ნახეთ გოლის დროს ანიელი რო ახტა გვერძე პერესი ეჯდა ტიპს ფერი გადაუვიდა ანიელის ნახტომზე რამდენი ვიცინე.

lasha lasha
9 years ago

ეგ სად უყურე ლინკი გამოუშვი რა.პერესის როჯა მინდა ვნახო :chuvak:

vakhtang karchava
9 years ago

გაიხარე,მაგარი ვიცინე))) ანდრეა მაგარი კაცია,მართლა სულითდაგულით უყვარს იუვე

lasha lasha
9 years ago

ძვირია დიბალა 40 კი არა 30-იც.ჰა ჰა გარისკვის პონტში 25 კიდე შეიძლება გაისროლო

lasha lasha
9 years ago

ოოო შენ რა ხარ ალეგრი რაც ზემოთ ხარ ერთი იმდენი ქვემოთ ხარ :modee: მიდი ლიგა მოიგე და თუ გინდა სუ წაკუზე მაროტა მაგი არ ვინაღვლოთ ჩვენ ალალია შენზე კაი კონტრაქტი დაიმსახურე :oldman: ნა ბერლიიიიიიიიინ ზა იუვე ზა სტალინა :mrgreen: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago

არასდროს დამავიწყდება ნაპოლისთან ამაზრზენად წაგებული თასის ფინალი არ ვიცი ვაჩუქეთ თამაში თუ კონტეს ბრალი იყო ფაქტია რო საშინელი მატჩი იყო.დიბალა მართლა ვითრიეთ ??? ძალიან მომწონს ეგ ბიჭი მაგრამ ძვირია 40 მილიონი ტო.ოკ ჩვენ ჯიბიდან არ იხარჯება მაგრამ საქმე იმაშია რო ჩვენ არ გვყავს შეიხი რომელსაც მაგარი კიდია ფეხბურთელი გაამართლებს თუ არა და ფულებს თვალდახუჭული რო ფანტავენ ძნელია არ დამეთანხმოთ :givi: :givi:

ალეკო კოკაია

40 ჭორია.30-32-ზეა ბაზარი.

giorgi nefaridz
9 years ago

კაი გაიძვერა ჩანხარ მაქს :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

vakhtang karchava
9 years ago

ნახე რა ჭკვიანია,ტიტულებით დახუნძული უნდა მაროტას შეხვდეს და მეტი გააგდებინოს))) მიდი მიაწექი მაქს,შენ ნამდვილად გეკუთვნის :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x