ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ფინალს პოზიტიურ განწყობაზე ვხვდებით”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ “ინტერთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საინტერესო ინტერვიუ სკაი სპორტს მისცა : “მხოლოდ შემიძლია ბიჭები შევაქო, ისინი დიდებულ სეზონს ატარებენ, დღევანდელ მატჩში ჩვენი მებრძოლი ხასიათი გამოჩნდა, მოწინააღმდეგე ძალიან მონდომებული იყო, თუმცა მეორე ტაიმში მათ გოლის გატანის საშუალება არ მივეცით და საბოლოოდ, გამარჯვება მოვიპოვეთ.მორატა ? – ალვარო ახალგაზრდა ფორვარდია, იგი ალღოს უღებს იტალიურ ფეხბურთს და ხედავთ, რა პროგრესს განიცდის.გარკვეული პერიოდის წინ მას მხოლოდ შეტევის დასკვნით ფაზაში ვიყენებდით, თუმცა მუშაობის შედეგად მისი შესაძლებლობები გაიზარდა და ახლა თამაში სიღრმიდანაც შეუძლია, რაც დღეს დაამტკიცა.მარკო სტორარის გამარჯვებაში ლომის წვლილი მიუძღვის, საოცარი სეივები განახორციელა.”

“ჩვენთვის მთავარი იყო პოზიტიურ განწყობაზე შევხვედრილიყავით კოპა იტალიას ფინალს და შეგვენარჩუნებინა ფორმა, მწვრთნელი თავის სამუშაოს ასრულებს, მთავარია როგორ ასახავენ ფეხბურთელები ამ ყველაფერს მინდორზე, ვფიქრობ, ბურთის სწრაფად კონტროლი უნდა გავაუმჯობესოთ, მეტი პასი და მეტი სისწრაფე.კონტე ? – ტურინში მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე გატარებული სამი დიდებული წლის შემდეგ ანტონიომ ისტორიაში მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა, იგი ფანებს ძალიან უყვართ.ფეხბურთში მთავარი შედეგია, გუნდში მოსვლის პირველი დღიდან ჩემი შეგირდების მჯეროდა და დარწმუნებული ვარ, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანეთ.” – დაასრულა ალეგრიმ.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtang karchava
9 years ago

თუ აკვირდებით რამდენი თამაში შემოატრიალა ალეგრის გუნდმა 0-1ის შემდეგ?!

simoni chigladze
9 years ago

kavanize araperi icit modis tu ara?

giorgi nefaridz
9 years ago

მორატა კიდევ მოუმატებს 1 მარჯვენა მცველი (დარმიანი) გამტამაშებელი და ეგაა არ გვინდა სხვა არავინ წელს

lasha lasha
9 years ago

ჯიგააააააააარ ალეგრი მაგარი კი გამიტყდა რო გავიგე შენ მოდიოდი იუვეში რაც მე მაროტას ვაგინე :lool: შევცდი შევცდი ბოდიში მაქს :up: არ ვიცი მომავალ წელს რა იქნება მაგრამ ეხლა ბრავისიმოოო შენც და მთელ გუნდს მორატას რაც შეეხება ასიანია მაგრად მოუმატა თითქმის ყველა ტამაშში გოლი გააქვს და უკვე შეტევების დაწყებასაც ცდილობს დღეს 2-3 ჯერ მაგრად ცამოიღო ბურთი და ერთი კინაღამ გოლითაც დააგვირგვინა :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x