ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “ძაძა იუვენტუსს უახლოვდება”

ტურინის “იუვენტუსის” მფლობელობაში მყოფი ფორვარდის, სიმონე ძაძას აგენტმა მისი კლიენტის გარშემო არსებულ სიტუაციაზე იტალიურ პრესასთან ინტერვიუში ისაუბრა : “კლუბებს შორის მოლაპარაკებები კარგა ხნის წინ დაიწყო და ახალი სათქმელი არაფერია, 80-90 პროცენტით სიმონე მომავალ სეზონს ბიანკონერის რიგებში გაატარებს.სეზონის დასრულებისთანავე ბებერი ქალბატონისა და სასოულოს წარმომადგენლები ბერარდისა და ძაძას თაობაზე ყველაფერს დეტალურად გადაწყვეტენ.ჯუზეპე მაროტას ჩემი კლიენტის გადაბირება იანვარშიც სურდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი ეუსებიო დი ფრანჩესკომ პირადად დაბლოკა.დიბალა ? – მისი ტურინში გადაბარგება არაფერს ცვლის, იუვე დიდი გუნდია და სურს, შემადგენლობაში ხუთი ან ექვსი უმაღლესი დონის ფორვარდი ჰყავდეს.ძაძასთვის უკეთესი იქნება დიბალასთან ერთად თამაში, ის ხომ ნამდვილად უნიჭიერესია.”

წყარო : Football Italia

11 thoughts on “აგენტი : “ძაძა იუვენტუსს უახლოვდება”

    1. dibala ზაზას პირდაპირი კონკურენტი არ იქნება, დიბალამ ტევესი უნდა შეცვალოს წელს შეაჩვევენ სასტავს ადაპტაციას გაივლის, გაისად კი ტევესი წავა და დიბალა ითამაშებს იმ როლს რასაც ტევესი აკეთებს, ზაზას კონკურენტი ლორენტე და მორატა იქნებიან :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.