აგენტი : “ბერარდი იუვენტუსისთვის მზადაა”
ტურინის “იუვენტუსის” მფლობელობაში მყოფი ფორვარდის, დომენიკო ბერარდის აგენტმა იტალიურ პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ მისი კლიენტი ბიანკონერებში სათამაშოდ მზადაა : “თანამფლობელობასთან დაკავშირებული საკითხი სეზონის დასრულებისთანავე უნდა გადაწყდეს, კლუბებს შორის ურთიერთობა იდეალურია და ვფიქრობ, ისინი მარტივად გამონახავენ საერთო ენას.მართალია, სასოულოს დომენიკოს შენარჩუნება სურს, თუმცა იუვენტუსს ფეხბურთელის სჯერა და მზადაა, იგი ტურინში დააბრუნოს.ბერარდი მხოლოდ 21 წლისაა, ჯერ კიდევ ვითარდება და ახლა მისთვის უმნიშვნელოვანესია სათამაშო პრაქტიკა, იმედი მაქვს, ბებერ ქალბატონში მას ეს დრო მიეცემა.იუვეში ბოლო ოცი წლის განმავლობაში უდიდესი ფეხბურთელები თამაშობდნენ, უპირველეს ყოვლისა ალესანდრო დელ პიერო, მისი მიღწევების გამეორება ვერავინ შეძლო.იტალიაში ახალგაზრდა ფეხბურთელებს ნაკლებად აფასებენ, გაცილებით ენდობიან უცხოელებს, ვფიქრობ, ეს არასწორია.დიბალა ? – ნიჭიერი მოთამაშეა, სერია B – ში მისი თვისებები ბოლომდე ვერ გამოავლინა, თუმცა უმაღლეს ჩემპიონატში საუცხოო შედეგი აქვს.”
მოკლედ უკვე ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი სატრანსფერო პოლიტიკაზე და წარმომიდგენია ზაფხულში რა იქნება.. ვნახოთ აბა ერთI ძაან მაინტერესებს საბოლოოს ვინ მოვა.. მთავარია პოგბას ჩვენთან დარჩეს.. იმედი მაქვს იუვენტინოა გულით და სულით
თუ ნდიბალა იყიდეს ბერარდის ადგილი ფიზიკურად არ მოიძებნება, ძაზას რაც შეეხება ვერ გაუწევს კონკურენციას ვერც ლორენტეს და მითუმეტეს ვერც მორატას
ყოჩაღ იკა…უკეთეს დასკვნებს აკეთებ:))) ზუსტად ეგრეა..ძაძაში ფულს ვყრით და დიბალაშიც 32ს გადახადას ბერარდი ჯობია ყველანაირად ფასის ჩათვლით… ბერარდი მომავალი 10 იანი უნდა იყოს…იმდღეს ვერ გამოგელაპარაკე ძალიან მეჩქარებოდა…
ეგ არაფერი )) ფეხბურთი ვითამაშეთ, დილის ფეხბურთი ასწორებს D
ეს მილანმა მინდა რომ იყიდოს გამითეთრა სისხლი მილანის რისხვა გახდა ბერარდი:))
berardi ზაზა დიბალა.. მტერსსსს