ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიის თასის ფინალი: “იუვენტუსი” – “ლაციო” (წინასამატჩო)

ხვალ, ტურინელები იტალიის თასის მოგებას შეეცდებიან, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ მოუპოვებია კლუბს. თუ გავითვალისწინებთ იმას თუ როგორი სერიოზულობით ეკიდება თითოეულ ტურნირს მასიმილიანო ალეგრი უნდა ვივარაუდოთ, რომ ლაციალეს წინააღმდეგ ის სასტარტო შემადგენლობით და გამარჯვების დიდი წყვურვილით წარსდგება. ამასთან ერთად სეზონის ეს ნაწილი აუცილებლად უნდა გამოიყენოს კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის და ბარსასთან დაპირისპირებას საუკეთესო კონდიციებში შეხვდეს. რომაელებთან მატჩს ბიანკონერის მხრიდან სამწუხაროდ კლაუდიო მარკიზიო და ალვარო მორატა დააკლდებიან, რომლებიც დისკვალიფიკაციის გამო ტოვებენ შეხვედრას. რაც შეეხებათ ტრავმირებულებს მარტინ კასერეს ინტერთან შეხვედრაში რომულოც შეემატა. იტალო/ბრაზილიელს მარცხენა მუხლზე შეექმნა პრობლემა და მისთვის სეზონი დასრულებულია. ნამდვილად უიღბლო გამოდგა ამ არცთუ ურიგო მოთამაშისთვის მიმდინარე კალენდარული ციკლი.. მას შემდეგ რაც იგი მაროტამ არენდით შეიძინა ვერონადან რომულო ძირითადათ ტრავმებს ებრძვის და არა მეტოქეს მინდორზე..

და მაინც.. რას გეგმავს ალეგრი სტეფანო პიოლის გუნდის წინააღმდეგ? ჟურნალისტების მოსაზრებით სწორედ ეს შეხვედრა გახდება გენერალური რეპეტიცია ბერლინამდე.. კარს სავარაუდოდ მარკო სტორარი დაიცავს, რომელმაც ეს ნამდვილად დაიმსახურა თუ გავიხსენებთ მის უკანასკნელ საიმედო ასპარეზობას ინტერის წინააღმდეგ. რომულოს ტრავმამ კი ლიხტშტაინერს ფაქტობრივად მთელი სეზონის მანძილზე არ მისცა ამოსუნთქვის საშუალება.. ყველაფერთან ერთად კასერესის ტრავმაც ერთვის თან.. შესაბამისად ფლანგებზე ლიხტშტაინერი და ევრა განლაგდებიან, რომელიც ასევე ასამოას გამოა იძულებული ფაქტიურად თითოეულ მატჩში მიიღოს მონაწილეობა.. თუმცა, სათადარიგოთა სკამზე ალეგრის დე ჩელიე ჰყავს და უნივერსალი პადოინი..

დაცვის ცენტრში ბონუჩი-კიელინის დუეტია უპირატესი, ვიდრე რომელიმეს ნაცვლად ბარძალის მინდორზე გამოსვლა. საქმე იმაშია, რომ ანდრეასადმი ნდობას არავის დაუკარგავს. უბრალოდ ბარძალის სეზონის საკმაოდ დიდი ნაწილი გაუცდა და ასეთ დროს როცა წინ ბერლინის ფინალია, ხოლო გუნდი 4-3-1-2-ს უფრო და უფრო ხშირად იყენებს დაცვის მთავარი დუეტიდან ერთ-ერთის დასვენება არ არის მიზანშეწონილი.

ნახევარდაცვაში სიურპრიზებს არც აქამდე ვხედავდით და არც ფინალში ვიხილავთ. თუ რომელიმე ამ ოთხეულიდან:პოგბა, პირლო, მარკიზიო, ვიდალი – არ იყო მზად მას პერეირა ცვლიდა. შესაბამისად მარკიზიოს არ ყოფნის გამო, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს, ტრეკუარტისტას პოზიციას ახალგაზრდა არგენტინელი ჩაიბარებს.

თავდასხმაში ერთადერთი ცვლილება ალვარო მორატას ეხება. ისევე როგორც კლაუდიოს მასაც დისკვალიფიკაცია აქვს და მატჩს ტრიბუნებიდან თუ უყურებს.. კარგ ფიზიკურ კონდიციებში მყოფი ფორვარდის არ ყოფნა ბუნებრივია არასახარბიელო მდგომარეობაში აგდებს მაქს, მაგრამ იგი მორიგ შანსს მისცემს ფერნანდო ლორენტეს, რომელიც უნდა აღინიშნოს სეზონის სტარტისგან განსხვავებით ეხლა ბევრად უკეთ გამოიყურება და ეცდება თავის გამოჩენას და გუნდისთვის სარგებლის მოტანას.

იუვეს იტალიის თასი 9-ჯერ აქვს მოპოვებული და იმედი ვიქონიოთ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოვახერხებთ მის მოპოვებას და ციფრის “დამრგვალებას”..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
barona
9 years ago
Reply to  Dutch

ლიგის მოგების მერე პირლო აქ არ გაჩერდება…დროა უნდა წავიდეს…ამ ვერატის რაუნდა წამოვიდეს იუვეშI რადარჩენია პარიზში

falconGE
9 years ago
Reply to  barona

ხო მეც მასე ვფიქრობ.
ვერატი-პოგბა-ვიდალი
იქნებოდა ევროპაში საუკეთესო ცენტრი.

კავანი მინდა მაგრად მაგრამ ვერატის მოყვანა მირჩევნია პრიორიტეტებით თუ განვსაზღვრავთ. :juvee:

mamuka iosava
9 years ago
Reply to  Dutch

მართალი ხარ…ისედაც დროა პირლომ მეტი დაისვენოს და თუ ვერატი ვერ მოყავთ მარკიზიო იტვირთებს მის ტვირთს და პოგბა ვიდალი იქნებიან მერე და ტეკვარტისტაზე ბერარდი….იდეალურ იქნებოდა რა დიბალა რის დიბალა თავდასხმა კავანი-ტევესი

barona
9 years ago

კავანი თუ მოვიდა სუპერ სტრაიკეტები გვეყოლება…იფ იფ…ტევესი,მორატა,დიბალა,ზაზა…მატრი და ლორენტე უნდა წავიდეს..ლორენტეში 10მილიონს იხდის მემგონი ვალენსია

falconGE
9 years ago
Reply to  barona

კავანი თუ მოვიდა მაშინ დიდი მორატას სკამზე დაჯდომა მოუწევს.
ამასთან თითქმის გადაწყვეტილია ძაძას მოსვლაც.
ნუ სათამაშო დრო ექნება მორატას ნამდვილად მაგრამ ძირითადის ადგილს დაკარგავს.

falconGE
9 years ago
Reply to  falconGE

დიდი მორატას :lool:

falconGE
9 years ago
Reply to  falconGE

მატრი იჯარითაა.
როგორც ვატყობ 3 ფორვარდზე აპირებენ გადასვლას 1 ცენტრი, 1 ვინგერი, 1 რაღაც საშუალო ვინგერსა და უკან დაწეულ ფორვარდს შორის. (ტევესი მოკლედ)
ამიტომ 5 ფორვარდია საჭირო გუნდში.
მორატა, ძაძა სკამზე.

barona
9 years ago
Reply to  falconGE

არამგონია მორატა უკვე სასტავის კაცია..რეგრესი წავა მაგის სკამის ხეხვით..4-3-3უნდა გადავიდეს გუნდი…ტევესი-კავანი-მორატა მომავალ წელს დიბალა11-მორატა9-ბერარდი10 ამ ნომრებით:D

9 years ago

ლორენტე გოლს გაიტანს. რეალთან კარგად ითამაშა, ბურთი დაიჭირა და პოგბასაც კარგი პასი მისცა.

falconGE
9 years ago
Reply to 

ბურთს კარგად იჭერს ეგ ზოგადად და კორპუსი აქ მაგარი. + თავით თამაშით ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.
მაგრამ დანარჩენი უნარების რა მოგახსენო..
ძალიან ნელია, დრიბლინგი არ აქვს, საგოლე ალღოც ნაკლებად (ფეხით დარტყმის).

აი ბარსას თუ გავუტანეთ პირველი ჩვენ, მესამოცე წუთის მერე უეჭველი შემოიყვანს ალეგრი ბურთის დასაჭერად.

falconGE
9 years ago

ესპანურენოვანი ფორვარდები მომრავლდნენ)))
ძაძა უნდა დაითრიონ აუცილებლად ძაან რო არ იჯეჯილონ მუჩაჩოებმა :lool:

R24
R24
9 years ago
Reply to  falconGE

:lool: :lool: :forza:

falconGE
9 years ago

წერენ მაროტა პარიჟშია და 2-3 დღეში კავანის ამბავი უნდა მოყომარდესო.
მაგრად გამიხარდებოდა თუ იყიდიან ელ მატადორს. :forza:

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x