ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვეს კავანიც სურს..

პაულო დიბალას ტრანსფერი ფაქტობრივად მოგვარებულია და როგორც იტალიელი ჟურნალისტები აცხადებენ დარჩენილი არის, მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა. მიუხედავად ამისა გალილეო ფერარის ქუჩაზე მდებარე ოფისის ბინადრები არ აპირებენ ტემპის დაგდებას. იუვეს მესვეურებს ედისონ კავანის გადმობირებაც სურთ, რომელმაც შესაძლოა კარლიტოს ტევესი ჩაანაცვლოს. არგენტინელის სურვილი სამშობლოში გამგზავრებაზე ახალი არავისთვის არის და შესაძლოა ეს კონტრაქტის ამოწურვამდე მოხდეს. ურუგვაელი თავდამსხმელი წლიურად 10 მილიონ ევროს იღებს ხელფასის სახით, ხოლო ტურინში მიახლოებით 7-8 -ს ჰპირდებიან. აპენინური მასმედიის მტკიცებით მაროტა/პარატიჩის დუეტი ხვალ გეგმავს პარიზში გამგზავრებას და მოლაპარაკებების დაწყებას..

წყარო: tuttosport

59 thoughts on “იუვეს კავანიც სურს..

  1. paolo rosi
    ტევეს სანამ კონტრაქტი არ ამოეწურება იქამდე არსად წავა :) 1%იც არ მჯერა რო დატოტოვებს იუვეს.პსჟ-ში მართლა არაფერს ისეთს აკეთებს კავანი თან უკმაყოფილოა ცენტრფორვარდად თვითონ რო არ არის და მაგ პოზიციაზე იბრაა.თუ მოიყვანეს ალბათ მორატა და ეგ წინ და მათ უკან ტევესი იქნება ამ შემთხვევაში 1 ნახევარმცველი ამოვარდება რაც არა მგონია ქნას ალეგრიმ ან ერთ ერთი უნდა იჯდეს ზამენაზე ნუ მოკლედ რა ჩახლართული სიტუაციაა :) მენანება მორატა ზამენაზე :( მაგრამ ამავდროულად კავანიც მინდა იუვეში :givi:

    1. ხოო არაფერს არ აკეთებს იქ და ეგაა.რომ იყოს 24-25 წლის კიდე ხო.რა ვიცი იქნება ვცდები მაგრამ მე მგონი მაგარ შეცდომას დაუშვებენ და უაზრო ფულის გადაყრა გამოვა. ამხელა თანხის გადახდა და მერე კიდე ამხელა ხელფასის დანიშვნა უაზრობაა მაგის ასაკიდან გამომდინარე ამბიციები კი აქვს მაგრამ ნაპოლის კავანისგან ძაან შორსაა

        1. და რა გარანტია არის რომ ცენტრფორვარდათ ისევ ის კავანი იქნება?არანაირი ასაკიც ვერ უწყობს ხელს რომ პროგრესირება განიცადოს მაგას აწი რეგრესი თუ ექნება ასე რომ მაგარი სარისკო ტრანსფერია მე რა ჩემი ფული კი არ მიდის ანიელებმა იკითხონ მაგრამ უფრო ჩკვიანურად შეიძლებოდა დახარჯვა

          1. რავი ტევესი კი ხელახლა დაიბადა გაუმჯობესებული ვერსიით :Dასეთი სეზონი არასდროს ქონია ტიპს.

        2. ფლანგზე ჰყავდათ იბრა. დიდ იუვეში, მისი ჩაგდებული თამაშები (სეზონები კიარა) გინახიათ? მე არა

    2. ალბათ 4-3-3 ტაქტიკასაც დაამუშავებენ კავანის და დიბალას თუ მოიყვანენ(უნდა გაუშვან ლორენტე და კომანი არენდით,დიბალას მოამზადებენ ტევესის შემცვლელად წელს და შემდეგ წელს ბერარდის მოყვანაც შეიძლება უკვე.მორატა,დიბალა,ძაძა,კავანი და ბერარდი) და მერე მართლა ყველა ფეხბურთელი იმუშავებს,დაბრუნდება ის დრო როცა იუვეს ვერავინ ვერ უგებდა,2000 წლამდე მაქვს სსაუბარი,არც ისაა გამორიცხული ამ ჩამოთვლილთაგან ვიგაცამ ვერ გაქაჩოს,ეს ყველაფერი კარგი მაგრამ პირველი ტრანსფერი ვერატია რომელიც ალბათ მოჯი რო ყოფილიყო უეჭველი დაკერავდა

    1. eრთი წამიც არ მეპარება ეჭვი რომ ვიდალს არ გაუშვებენ,ლივერპულში როგორ წავა ჯერ ამ აშენებული გუნდიდან,არც ლიგაზეა და არც ჩემპიონატში აკეთებს რამეს,თან ფეხბურთელებსაც ვერ ინარჩუნებს ვერასდროს,იტოგში კაი ხანი ალბათ ვერ გაქაჩავს ჩემი აზრით თუმცა ძალიან მინდა ლივერპული დაბრუნდეს რადგან ისტორიის გუნდია და არა სიტი პსჯესავით ახლად გამოჩეკილი

  2. აუ არაფერი არაა ეს კავანი დიდი რა.რასაც ამუქებენ იმის ნახევარია.ნაპოლისჰი კაი იყო მერე მე მაგის კარგი თამაში 5-ში ერთი მახსოვს მე მგონი არ გვინდა ეგ მარტლა დარმიანი ჯობია სნეიდერზეც იჩალიჩონ და ვან პერსი დაითრიონ ეგრე ძაან ტევესის შემცვლელს თუ ეძებენ ისე კარლიტო დარჩეს ყველაზე კაი იქნება კავანის ჯობია ბევრად :forza:

  3. დარმიანზე საერთოდ არაა იუვეში საუბარი,არადა ტოპკლუბში სურს გადასვლა,თანაც ბავარია და რეალი ეპატიჟებიან.ჩვენთვის ყველაზე საჭირო ტრანსფერი იქნებოდა…

  4. ლორენტე აუცილებლად უნდა წავიდეს..ტან ამასთანავე ძაან დიდ ხელფასს იგებს მაგ თანხას დაუმატებენ და ზამენის კაცს კიარა ზირითადისას გადაუხდიან

  5. ასამოას როგორ წამოკარით ხელი :lool: :lool: :lool: ერთ ერთი გაუვალია დაცვითი ფუნქციების დროს სისწრაფეში და ფიზიკაში ძალიან ძლიერია დალშე ალეგრი ასწავლის ყველაფერს + ამას ძალიან მაგარი დარტყმა აქ :forza:

    1. aრასდროს არ უთამაშია 4 მცველიანი სქემით განაპირა მცველის პოზიციაზე.
      ტიპი საყრდენი ნახევარმცველია საერთოდ, კონტემ შეუცვალა პოზიცია 3-5-2ს როცა თამაშობდა გუნდი.
      რა გაუვალი რის გაუვალი დაცვაში სუსტია ძალიან.

      1. “ძალიან” ნამდვილად არა.
        ბურთს კარგავს ხშირად.
        დარტყმა ძლიერი აქვს ნამდვილად, მაგრამ ნამეტნავად არაზუსტი :lool:

    1. ხო ვინმეს ახალს თუ მოიყვანენ კი, ისე დარმიანსაც შეუძლია მარცხნივ თამაში და მარჯვნივ ლიხშტაინერიც ითამაშებს, მოკლედ დარმიანის მოყვანით ორივე ფლანგს ეშველება, ასამოა ლიხშტაინერი დარმიანი ევრა მიხედავს ჩემი აზრით კიდე 1 წელი ფლანგს და მერე ევრა წავა

      1. ხოდა ამიტომაა ზუსტად ორივეს მოყვანა საჭირო.
        დარმიანი+სანდრო(როდრიგესი ვოლფსბურგიდან)
        ერთერთმა რომ არ გაამართლოს ევრა ან ლიხტა ჩაანაცვლებს.
        გაისად რო მოვიყვანოთ და ვერ გაამართლოს საერთოდ სარზე დავრჩებით

  6. თუ გარისკავს ალეგრი ტევესის გამთამაშებლად დაყენებას და მის წინ 2 ფორვარდს მაშინ სერი ა_ში 3-4 გოლს გავუტანთ ნებისმიერ კლუბს

  7. ______________________________________ბუფონი______________________

    დარმიანი_______________ბონუჩი______________კიელინი__________ასამოა

    ___________________პოგბა___________მარკიზიო________ვიდალი________

    ___________________________________ტევესი______________________

    ______________________________ძაძა_________მორატა_______________

    არაა ცუდი სასტავი

  8. კავანი, დე ბრუენი, ოსკარი ან ისკო, ფლორენცი, დარმიანი, რომანიოლი
    ამათ + რუგანი, ძაძა, ბერარდი
    აი ეს ხალხი მინდა.

      1. კავანი დღეს რაცაა ის იქნება აწი, კარიერის ბოლოს კიდე მოუკლებს, მორატასგან კიდე დიდი ცენტრფორვარდის ჩამოყალიბება შეიძლება, კავანიც დიდია მარა მორატას უკეთესი სტარტი აქ ჩემი აზრით და მეტს შეძლებს

  9. ახლა შეიზლება ბევრი არ დამეთანხმოს რასაც დავწერ, მაგრამ მაინც ვიტყვი))

    მოკლედ, თუ მოვიდა კავანი (დიბალა ნაყიდია ფაქტიურადო უკვე წერენ პრესაში.) მაშინ მორატას გაშვებაზე ღირს დაფიქრება.
    მორატა და ძაძა დახლოებით ერთი სტილის ფეხბურთელები არიან და ჩემი სუბიექტური აზრით, როგორც მინიმუმ, სიმონე არ ჩამოუვარდება.
    ვფიქრობ თუ ამ დონეზე გააგრძელა მორატამ ასპარეზობა (მომატებით ეჭვი მეპარება დიდად მოუმატოს), აუცილებლად დაბრუნდება თავის მშობლიურ გუნდში.
    რეალს კონტრაქტით შეუძლია 30-35ად (ზუსტად არ მახსოვს) გამოისყიდოს უკან და იუვეს უარის თქმის უფლება არ აქვს.

    მოკლედ რას ვამბობ: თუ მოვა კავანი, მაშინ მორატას გაცილებით ნაკლები სათამაშო დრო ექნება და მისი ფასი დაიწევს დაბლა.
    ანუ, სანამ “ცხელი ფუთუშაა” შეიძლება ამ ზაფხულსვე რეალს 35 + გამოვსტყუოთ მასში.
    მოვიყვანთ ჩვენსავე ძაძას და მთავარ დამრტყმელ ძალად კავანი.

    ანუ ეს რაც დავწერე იმ შემთხვევაში იქნებოდა მიზანშეწონილი, თუ შეძლებენ კავანის მოყვანას.
    არაა ეს რეალურად ცუდი საქმე.

    მორატა + ლორენტე = კავანი + ძაძა + 10მლნ

    1. კავანი კარგია მარა არც ისეთია რომ ვენები გადავიჭრათ, ბებერ იბრასთან ვერ გასწია კონკურენცია. არ დაგვავიწყდეს რომ როცა იბრა არ თამაშობდა ვერც მაშინ აიღო ლიდერის ფუნქციები თავის თავზე.მორატას აჯობებს იუვეში? ეგაც საკითხავია.

      1. იბრა ეგრე ხელწამოსარტყავი ფიგურაა?)
        იბრა ჩემი სუბიექტური აზრით არის ყველა დროის საუკეთესო ფორვარდთა ტოპ ხუთეულში.

        1. ეგრეა მაგრამ როცა დიდი ფორვარდი ხარ . შენც უნდა შეგეძლოს ლიდერობა. იბრას რომ დასსჭირდა გუნდს იუვეში ფლანგზე თამაშობდა რადგან წინ ალე და ტრეზეგოლი თამაშობდნენ . ლიდერობა არც მაშინ დაუკარგავს მის გამო სათამაშო სქემა შეცვალეს. თან რა გუნდში? კავანიმ კი პ.ს.ჟ.ში ვერ გაქაჩა. იმ იუვეში კი იბრა იყო ერთ-ერთი წამყვანი.

  10. სიმართლე რომ ვთქვა თავგზა ამერია უკვე ამდენი თავდამსხმელების არჩევანში – თუ რომელი ჯობია მოვიდეს, ვინ უნდა ითამაშოს და ა.შ.

    ჩემი აზრით მორატა სასტავში უნდა იყოს ყველა ვარიანტში, ტევესიც ალბათ კიდე ერთი წელი იქნება კონტრაქტის ამოწურვამდე, და ამ შემთხვევაში არ იქნება უპრიანი 2 ძლიერი თამდამსხმელის მოყვანა და მერე ვინმეს გაფუჭება სკამზე დასმით. 4-3-3 სქემის შემთხვევაშიც ალბათ ჯობია ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ძლიერი ფორვარდი დავიმატოთ

    1. ალეგრი ისეთი ტრეინერია რო უიმედო ზამენაზე არავის არ სვამს, კომანიზე თქვა სეზონის წინ არაა იუვეს დონისო მარა იმასაც კი მიცა სათამაშო დრო. ალეგრიმ წელს 3 თავდამსმხელი გამოიყენა 2ის ადგილზე და დანარჩენ ორსაც მატრის და კომანისაც მიცა საკმარისი დრო, ამიტო არ მგონია რო მესამე ფორვარდს იუვეში სკამის კაცი დაერქვას, წელს ლორენტემ იმდენი ითამაშა რო ვერ იტყვი სკამიაო

  11. ქვევით წერდნენ ძაძა კონკურენციას ვერ გაუწევს ვიღაცეებს, ჯერ ერთი ლორენტე მიდის და შეიძლება ტევესიც წავიდეს, შესაბამისად ერთი რეალური კონკურენტი რჩება ძაძას მორატა. თუმცა თუ გაქვთ ძაძას თამაში ნაკრებში ნანახი მიხვდებოდით რო ძაძა ერთნაირად კარგად თამაშობს ცენტრფორვარდადც და მეორე ფორვარდადაც, ამიტო არ გაუძირდება სასტავში ადგილის დამკვირდება, ან ერთ ან მეორე პოზიციაზე. ძაძა მოვა გოლის მანქანა გახდება

  12. ძაძა მოვიდა, საინტერესოა როგორი შეტევა გვეყოლება, ალბათ ტევესი მიდის ლიგის მოგეის შემთხვევაში და ძაძა – მორატა იქნება შეტევა, მორატას აჩვევს ალეგრი მეორე ფორვარდად თამაშს

  13. ისე კავანიზე მეტად ვერატი მინდა..ეჰ მაგ ბრუციანმა თავისდროზე 12მილიონად როარ იყიდა შეცდომა დაუშვა..პოგბა არ უნდა წავიდეს 150მილიონზეც კი იმიტორ მაგაზე უეკთეს ვერასდროს ვერ მოიყვან ამ დროში..კაცი მალე ოქროს ბურთს აიგებს რადროს გაშვებაა

  14. მსოფლიოს საუკეთესო ნახევარდაცვა 4-3-3 მზე ვიდალი-ვერატი-პოგბა 4ნახევარმცველზე მარკიზიო მიემატებადა საოცრება იქნება

  15. ისე დაგვთანხმდებიან როგორც დაგიბარებია.

    არ წაგვადგება ეს ჩვენ. პოგბა უნდა დავიტოვოთ ნებისმიერი გზით!

    აი ვერატი-კავანის პოგბა-ვიდალის გარეშე თუ წამოიყვანს მაროტა… ჩემდათავად აწი ბრუციანის შემგინებლის…. :lool:

    ნაკლებად მეეჭვება ეგრე მოხდეს :(

    1. თთან ისე როგორც დაგიბარებიაო, თან მეეჭვებაო :)))))) ისე პოგბას ოქროს ბურთი არ გაIშვას არსად…:))))გაიცინეთ და ვერატი უფრო დიდ ფეხბურთს იტამაშებს ვიდრე პოგბა ამას პირველივე დღიდან ვამბობ

  16. თავიდანვე ვიძახდი და ახლა იგივე პოზიციაზე ვდგავარ..პოგბას გაცვლა ვერატი-კავანიში ჩვენთვის იდეალურია…სხვა საკითXია დაგვთანხმდებიან თუ არა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.