ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვეს კავანიც სურს..

პაულო დიბალას ტრანსფერი ფაქტობრივად მოგვარებულია და როგორც იტალიელი ჟურნალისტები აცხადებენ დარჩენილი არის, მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა. მიუხედავად ამისა გალილეო ფერარის ქუჩაზე მდებარე ოფისის ბინადრები არ აპირებენ ტემპის დაგდებას. იუვეს მესვეურებს ედისონ კავანის გადმობირებაც სურთ, რომელმაც შესაძლოა კარლიტოს ტევესი ჩაანაცვლოს. არგენტინელის სურვილი სამშობლოში გამგზავრებაზე ახალი არავისთვის არის და შესაძლოა ეს კონტრაქტის ამოწურვამდე მოხდეს. ურუგვაელი თავდამსხმელი წლიურად 10 მილიონ ევროს იღებს ხელფასის სახით, ხოლო ტურინში მიახლოებით 7-8 -ს ჰპირდებიან. აპენინური მასმედიის მტკიცებით მაროტა/პარატიჩის დუეტი ხვალ გეგმავს პარიზში გამგზავრებას და მოლაპარაკებების დაწყებას..

წყარო: tuttosport

59 thoughts on “იუვეს კავანიც სურს..

  1. ძაან მომწონს ძაძა, კარგი მაგარი თავდამსხმელი ჩანს, აი ისეთი კოჭებში რო ეტყობა. რომ შემთხვევით და უბრალოდ იღბალზე გავარდნილი გოლები არ გააქვს. დიბალა სხვა სტილია და ეგეც მომწონს, მართლა მაგონებს მესის სტილს მისი სტილი, დანარჩენი ყველაფერი მასზეა დამოკიდებული თუ როგორი დონის იგროკად ჩამოყალიბდება – ამის განსაზღვრა ეხლა რთულია. კავანი რატომღაც უფრო ე.წ. “ხასიათის მოთამაშედ” მეჩვენება… რავიცი, ესაა ჩემი პირადი მოსაზრება

  2. დღეს იუვეს ყველაზე მეტად კრაენი მცველები ჭირდება ლიხტა კიდე ითამაშებს მაგრამ ევრა ზაან ბებერია. ყველაზე მეტად დარმიანის ტრანსფერი გამოადგება გუნდს

  3. გამოკითხვაში დიაბალაც რო ჩაგერთოთ კაი იქნებოდა, აქ რამოდენიმე კაცი კი წერს რო დიაბალა ურჩევნიათ მარა საერთო ჯამში დარწმუენბული ვარ 80%ს ძაძა ბერარდის მოსვლა უნდა

      1. შემდგარ ვარსკვლავებს არც არასდრის ყიდულობდა იუვე სულ ასე არ იყო ? და რა არის იმაში უცნაური დიბალას და მისნაირი ფეხბურთელებს რო დასდევენ და მოყავთ.აგერ მოურინიოსთვის მოყავთ მზა ფეხბურთელები მაგრამ შედეგი ნოლზე ნოლი ჩელსიზე მაქ ლაპარაკი ხანდახან ჩემპიონები ინგლისის :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.