ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”მაქსიმალური კონცენტრირება”

მასიმილიანო ალეგრი საკუთარი ფეხბურთელებისგან მაქსიმალურ კონცენტრირებას ითხოვს. წარმატების შემთხვევაში ეს იქნება საიუბილეო 10-ე თასი ტურინელებისთვის :“წინ ორი ფინალი გველის და ორივე მათგანი მნიშვნელოვანია. იტალიის თასი დგას რიგში, რომელიც სეზონის მნიშვნელოვებით მეორე იყო სიაში. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ მის ტურინში ჩატანას. ადვილი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ამისთვის ცდას არ დავაკლებთ. შესანიშნავი შედეგი იქნებოდა, რომელსაც შეუძლია დამატებითი ენთუზიაზმის მოტანა ბერლინის წინ. ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ გამოვრიცხავ დამატებით დროსაც.. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ფეხბურთელების კარგ ფიზიკურ კონდიციებში ყოფნა და მათიც ვინც სათადარიგოთა სკამზე იქნება. პირლო სასტარტოში იქნება. ბერლინამდე ჩვენ დღევანდელი, და კიდევ ორი სერია ა-ს შეხვედრა გვიწევს. გამოდის რომ 6 ივნისამდე ფაქტიურად არ გვიწევს დასვენება. ამიტომ მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომოთ რათა ბარსელონას ფორმის პიკზე შევხვდეთ”.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

ჯერ რომი უნდა დავიპყროთ, მერე ბერლინი და მერე თბილისი და ტოკიოს თასი გაუქმდა თორე ტოკიოც უნდა დაგვეპყრო… შეუძლია ამ გუნდს წელს ეს :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x