ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი :”გამორჩეული მატჩია”

ჯორჯო კიელინი გამარჯვებისთვის არის შემართული. მას სურს 20 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგოს იტალიის თასი:”გამორჩეული ფინალია, რადგან იუვეს უკვე დიდი ხანია რაც ეს თასი არ მოუპოვებია. 10 წელია უკვე აქ ვარ და მხოლოდ ერთხელ გავედით თასის ფინალში, რომელშიდაც სამწუხაროდ დავმარცხდით. სიმართლე ითქვას, ეს დღემდე გვაწუხებს. მსურს დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე ეს გამარჯვება არის უმნიშვნელოვანესი და მაქსიმალურად ვართ კონცენტრირებულნი. ფელიპე ანდერსონი? მის შიგნით აგრესიული ძრავი იმყოფება, რომლის დახმარებითაც ახორციელებს დრიბლინგს, ზუსტ გადაცემებს, კარში დარტყმებს.. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში მან საკმაოდ მოუმატა”..

ბუნებრივია პრესსკონფერენციაზე ბერლინის თემამაც გაიჟღერა. თუმცა, კიელინის თქმით იგი და მისი თანაგუნდელები ორიენტირებულნი არიან ლაციოსთან მოახლოებულ მატჩზე..

“ჩვენი ძალა იმალება კონცენტრირებაში ყოველ მომდევნო შეხვედრაზე. შესაბამისად ჩვენი კალენდრის გათვალისწინებით გვიწევს იტალიის თასის ფინალი და უკვე მის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს ბერლინზე. სასურველია რომ ჯერჯერობით არ ვიფიქროთ სამივე ტიტულის მოპოვებაზე.. წინ დიდი და დამღლელი გზა გველის”..

“მნიშვნელოვანია რომ გამარჯვება და ზეიმი გვსურს. ეს გრძნობები და მოტივაცია გვამოძრავებდა და გვამოძრავებს.. ამაშია დღევანდელი იუვენტუსის ძალა. ჩვენ არასოდეს ვნებდებით”..

მასიმილიანო ალეგრი საკუთარი ფეხბურთელებისგან მაქსიმალურ კონცენტრირებას ითხოვს. წარმატების შემთხვევაში ეს იქნება საიუბილეო 10-ე თასი ტურინელებისთვის :“წინ ორი ფინალი გველის და ორივე მათგანი მნიშვნელოვანია. იტალიის თასი დგას რიგში, რომელიც სეზონის მნიშვნელოვებით მეორე იყო სიაში. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ მის ტურინში ჩატანას. ადვილი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ამისთვის ცდას არ დავაკლებთ. შესანიშნავი შედეგი იქნებოდა, რომელსაც შეუძლია დამატებითი ენთუზიაზმის მოტანა ბერლინის წინ. ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ გამოვრიცხავ დამატებით დროსაც.. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ფეხბურთელების კარგ ფიზიკურ კონდიციებში ყოფნა და მათიც ვინც სათადარიგოთა სკამზე იქნება. პირლო სასტარტოში იქნება. ბერლინამდე ჩვენ დღევანდელი, და კიდევ ორი სერია ა-ს შეხვედრა გვიწევს. გამოდის რომ 6 ივნისამდე ფაქტიურად არ გვიწევს დასვენება. ამიტომ მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომოთ რათა ბარსელონას ფორმის პიკზე შევხვდეთ”.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
simoni chigladze
9 years ago

hetriki mere ki supertasi da msoflio saklubo chempionati

lasha tsasidze
9 years ago

არანაერი მეორე და მესამე სასტავი იმენა უნდა ითამაშონ და ფორმაში იყვნენ და წელს დიდი შანსია ჰეთრიკის :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x