ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

20 წლიანი პაუზის დასრულება და მიმდინარე სეზონის რიგით მეორე ტიტული!

20 წელი ელოდა ტურინული ტიფოზერია იტალიის თასის მოგებას. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად ამ შეხვედრაში იუვენტუსი მიიჩნეოდა, ქომაგები მაინც ნერვიულობდნენ რადგან კონტეს დროსაც კი დათმეს ერთ ნაბიჯში მყოფი თასი. შეხვედრის დასაწყისმა კი თითქოს გაამართლა მათი შიშები, როდესაც ლაციალე რადუმ დააწინაურა..

თუმცა, ალეგრის გუნდისთვის ეს უფრო გამოსაფხიზლებელი შეტყობინება აღმოჩნდა ვიდრე თავს დატეხილი უბედურება. ჯორჯო კიელინიმ პოლ პოგბას დახმარებით მალევე აღადგინა ანგარიში, ხოლო შემდგომ ტურინელები ჩვეულ ამპლუაში აკონტროლებდნენ შეხვედრას. ლაციოს კარგი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე ბუნებრივია იტალიის მოქმედი ჩემპიონები ადვილად ვერაფერს გახდებოდნენ.. ამაზე სხვათაშორის ალეგრიმაც ისაუბრა წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაში თავისუფლად შეიძლება დამატებითი დროც დაინიშნოსო..

რაც უფრო იწურებოდა დრო მით უფრო მატულობდა ვნებათაღელვა.. საინტერესოა ისე, რომელი კლუბის ქომაგს უფრო სურდა პენალტების სერია? თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ბოლო დროინდელ უიღბლობას იტალიის თასის ფინალში ალბათ გაცილებით დიდი სურვილი ბიანკონერის ტიფოზერიას.

მასიმილიანო ალეგრი წამითაც არ დამჯდარა სათადარიგოთა სკამზე, ისევე როგორც სტეფანო პიოლი. ორივე თავკაცი ფეხბურთელებთან ერთად მოძრაობდნენ მინდორზე.. მატჩის მიწურულს ალეგრი მეორე შეცვლას იყენებს და თავისთან ძირძველ შეგირდს ალესანდრო მატრის უხმობს.. იმ მატრის, რომელმაც კონტეს პერიოდში ამოჰყო თავი ტურინში და არაერთი მნიშვნელოვანი ბურთი გაიტანა. გარკვეული ხნის შემდეგ მან დატოვა იუვენტუსი, მანამ სანამ სათავეში ალეგრი არ მოვიდა, რომელმაც იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ხელმძღვანელობას ალესანდროს ტრანსფერი ითხოვა. მაროტამ მას აუსრულა ეს თხოვნა, ხოლო თავდამსხმელმა 20 წლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე სეზონში რიგით მეორე ტურნირი გვაჩუქა. ვერაფერს ვიტყვით, უდაოდ წარმატებული სვლა იყო როგორც მისი დღევანდელი გამოსვლა მინდორზე, ასევე იანვრის ტრანსფერიც..

ეს რიგით მე-10-ე იტალიის თასია იუვესთვის და არ არის გამორიცხული მომავალ სეზონში ბიანკონერის შავ თეთრი მაისური ვერცხლის ვარსვკვლავმა დაამშვენოს. თუმცა, ეს უკვე ფორმალობა და დიზაინერული გადაწყვეტილება იქნება.

გილოცავთ მორიგ ტიტულს! ეხლა კი წინ ბერლინისკენ !!!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

„ „ლაციომ“ შესანიშნავი თამაში აჩვენა. მატჩის წინ ყველაფერს ვაცნობიერებდით, ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა სერია ა-ს მატჩებისგან სრულიად განსხვავებული თამაში. ჩვენ ვითამაშეთ კარგად, მოწინააღმდეგემაც ითამაშა კარგად, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში მათ არ გაუმართლა, ჩვენ კი გაგვიმართლა და გოლიც გავიტანეთ. სწორედ ესაა ფეხბურთის ხიბლი. პირველ ტაიმში „ლაციო“ ძალიან აგრესიული იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ. აუცილებელია აღინიშნოს, რომ არ იყო ბიჭებისთვის იოლი საქმე, სკუდეტოს და იტალიის თასის მოგება, მაგრამ ეხლა უკვე მესამე ტიტულის მოგებას შევეცდებით. რთულია სამ ფრონტზე ერთდროულად ბრძოლა მთელი სეზონის მანძილზე. ისღა დაგვრჩენია, ყველაფერი გავიღოთ იმისათვის, რომ ჩვენი ოცნება რეალობად ვაქციოთ“ – განაცხადა მატჩის შემდგომ ტურინელთა თავკაცმა. სტატია ვეღარ დავდე… Read more »

vakhtang karchava
9 years ago

გილოცავთ ნანატრ თასს! ბრავო ალეგრი! რთული თამაში იყო,ლაციო მაგარი მოტივირებული იყო,მითუმეტეს 2წაგების მერე,ვერ ვიტყვი რომ უხეში,მაგრამ საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. გუშინაც გამოჩნდა,რომ მარკიზიო მნიშვნელოვანი ფიგურაა,პირლოც გვაკლდა,ვიდალიც,პოგბაც,მაგრამ კლაუდიოს არყოფნა ყველაზე მეტად დაეტყო გუნდს! ბრავო მატრი! ლორენტე კი სჯობს გაყიდონ,აშკარად ვერ მოერგო ამ იუვეს. აწი უკვე მთლიანად უნდა გადაერთონ ბარსაზე,ალეგრიმ თქვა კარგად ვიცნობ ბარსას 8 ჯერ შევხვდიო(ვერ ვიხსენებ ამდენი როდის მოასწრო) და იმედია მოუძებნის გასაღებს)) წარმატებები იუვე!!! :forza: :forza: :forza:

dato_milan
9 years ago

ძალიან მაგრად ითამაშა პირლომ განსაკუთრებით დამათებით დროში შედის ნელ-ნელა ფორმაში პირლო რაც უმთავრესია რეალურად ლიგის ფინალისთვის

zura chkheidze
9 years ago

ისე ამ თასს მართლა განსაკუთრებული ფასი აქვს, როცა 20 წელი არ მოგიგია… ნერვიულობაც სხვა თამაშებთან შედარებით მეტი იყო, ყოჩაღ ალეგრი!

9 years ago

Serie A ✓
Coppa Italia ✓
Champions League ☐

vaxo turqadze
9 years ago

ყველას მოგესალმებით,დიდი ხანია არ დამიპოსტავს,თუმცა ყველაფერს თვალყურს ვადევნებ და ყველაფერს ვიზიარებ თქვენთან და იუვესთან ერთად,პირველ რიგში გილოცავთ მორიგ ტიტულს სულ ესე გახარებულები ყოფილიყავით,არ მინდოდა ლიგის ფინალის დასრულებამდე რამე დამეწერა,მაგრამ ვეღარ მოვითმინე,საღოლ მაქს,ბრავო !!! ,დაამტკიცე რომ პირველ რიგში კაცი ხარ და მერე მწვრთნელი ან ტიტულებზე დახამებული ტიპი,აი როგორ უნდა მოთოკოს კაცმა ემოცია და რით განსხვავდება კაცი ქალისგან ეს დაგვანახა წუხელ ალეგრიმ,ზოგ-ზოგიერთებივით კი არ გაიქცა და სტადიონს შემოურბინა,ან ხტუნაობა და მანჭვა-გრეხა დაიწყო,პირველ რიგში დამარცხებული გუნდის თავკაცთან მივიდა და მეგობრულად გადაეხვია,მაგარი მწვრთნელი და მაგარი ადამიანია აშკარად და მიხარია რომ ერთ-ერთი მათგანი ვიყავი იმ 2 თუ 3 კაციდან ვინც ალეგრის მოსვლის დღიდან იცავდა,იუვეს სული… Read more »

nika gogoberidze
9 years ago

ისე მეორე კი არა მეორესთან ერთად ავტომატურად მესამეც არ გამოდის? იტალიის სუპერთასი ხო ავტომატურად ჩვენია? თუ ვცდები? :roll: :roll:

9 years ago

მემგონი თასის ფინალისტს შეხვდება… ანუ ისევ ლაციოს შევხვდებით იტალიის სუპერ თასზე…

vakhtang karchava
9 years ago
Reply to 

კი ნამდვილად))

lasha tsasidze
9 years ago

ესეც დუბლიი. ჰეთრიკის მოლოდინში ვართ . გილოცავთ ყველას

JuventinoToko
9 years ago

რაღაც 1 თასი დაგვრჩა ხო? :lool: :lool: :lool: :lool:

აუ რას დააგვირგვინებდა. FORZA RAGAZZI!!!

simoni chigladze
9 years ago

exla liga gvinda

lasha lasha
9 years ago

მორჩა იტალიაში არაფერი საქმე აგარ გვაქვს ერთადერთი ალბად ტევესს ბომბარდირობა თუ უნდა და კიც ეკუთვნის :oldman: წავიდა ბერლინზე შეტევააააააა ყურადღებით თამაში და მომენტების მაქსიმალური გამოყენება აი რეცეპტი ბარსას წინააღმდეგ ჯიჯიმაც საიმედოდ უნდა ითამაშოს რომ სხვებს გადაედოს იმედია მაქსი მაქსიმალურ შედეგს დადებს წელს ფორცაააააააა ბიჭებოოოოოოოოოოოოოოოოო :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

giorgi nefaridz
9 years ago

ვარსკვლავები ყველა ვარიანტში უნდა დაიტანონ, მარკეტინგული თვალსაზრისით მომგებიანი იქნება

jibojuve
9 years ago

წელს ყველაფერი უნდა მოვიგოთ რა რო ისეთი რეკორდი დავამყაროთ იტალიაში ვერავინ მოხსნას და იმედია ვერც ევროპაში
1-სკუდეტო
2-იტალიის თასი
3-ჩემპიონთა ლიგა
4-სუპერ თასი
5-იტალიის სუპერ თასი
და 6-საკონტინეტთაშორისო თასი არის ხო თუ არ ვცდები
:forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x