ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ვეცდებით ოცნება რეალობად ვაქციოთ”

“ლაციომ მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. პიოლის გუნდი ტაქტიკურად გამართულ და მჭიდრო ფეხბურთს გვეთამაშებოდა. თუმცა, თავადაც კარგად გვესმოდა, რომ ეს შეხვედრა სერია ა-სგან მკვეთრად განსხვავებული იქნებოდა. ერთი სიტყვით ჩვენც და ლაციომაც კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, უბრალოდ რომაელებს ჩვენგან განსხვავებით ნაკლებად უმართლებდათ. ფეხბურთი საერთოდ ცალკეული ეპიზოდებისგან შედგება. მეტოქე პირველ ტაიმში აგრესიულად მოქმედებდა, ხოლო იუვენტუსმა პირველისგან განსხვავებით უკეთ წარმოაჩინა თავი მეორე 45 წუთში. მინდა აღვნიშნო, რომ ბიჭებისთვის სკუდეტოს და თასის მოპოვება ადვილი არ ყოფილა. ეხლა კი ვეცდებით მესამე ტიტულიც მოვიგოთ. არ არის ადვილი საუკეთესო ფორმა შეინარჩუნო მთელი სეზონის მანძილზე. ეხლა კი შევეცდებით ოცნება რეალობად ვაქციოთ”.

ალესანდრო მატრის განცხადებით, ის ფეხბურთელები რომლებიც სათადარიგოთა სკამიდან ერთვებიან თამაშში ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ გუნდს :“ჯორჯევიჩიც დარტყმამ გარკვეული შეტყობინება გამოგვიგზავნა. გვწამდა წარმატების და მოხარულნი ვართ მიღწეული შედეგით რიგით 10-ე თასით. პირადად ჩემთვის მას განსაკუთრებული ფასი აქვს, რადგან გადამწყვეტი გოლის ავტორი გავხდი. ამ გუნდში თითოეულია მზად 5 ან 10 წუთი ითამაშოს. ტიტულს მთელი გუნდი იმსახურებდა, არავის დაუხევია უკან ამ მიზნისთვის. ეხლა კი უმჯობესია მომდევნო ფინალისთვის დავიწყოთ მომზადება. მწვრთნელმა იცის თუ რომელ ღილაკებს უნდა დააწვეს და შესაბამისად მოტივაცია თავისით მოდის. ტრებლი? ვიცით თუ რაოდენ დიდი ბარსელონა დაგვიპირისპირდება, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ საკუთარ ძალებში და შევეცდებით გამარვებას”.
წყარო:

13 thoughts on “ალეგრი:”ვეცდებით ოცნება რეალობად ვაქციოთ”

  1. ვთქვათ და გუნდს რ სურს კოლოსალური თანხების დახარჯვა ტრანსფერებზე მაშინ იტალიაშიც მოიძებნება და მის გარეთაც ისეთი მოთამაშეები რომლებიც იუვეს გამოადგებიან მაგალითად იტალიაში ასეთებად ჩემი აზრით ეს ხალხი მიმაჩნია
    ბაზელი, ზაპაკოსტა, ნიკოლა სანსონე, ნაინგოლანი, პერინი, ფელიპე ანდერსონი, დარმიანი, ფლორენცი, ვასკესი, რომანიოლი
    ევროპაში კი
    მაქს მაიერი, ჯეტრო ვილემსი, ადამ მაჰერი, პრაეტი, მიტროვიჩი, ლაკაზეტე, კარასკო, მილიკი, ლუის ადრიანო, კონოპლიანკა, დენის სუარესი, ტიელემანსი და კიდევ ბევრი სხვა მოთამაშე
    ამათგან დიდი სიამოვნებით ვიხილავდი თუნდაც ამ მოთამაშეებს
    ნაინგოლანი, დარმიანი, ფლორენცი, მაქს მაიერი, კონოპლიანკა და ლაკაზეტე.

  2. კარგი ტრანსფერები საჭიროა,მაგრამ ეს მაინცდამაინც ბევრი ფულის ხარჯვას არ ნიშნავს.ალღო უფრო მნიშვნელოვანია და ამაში მაროტას ვერაფერი დაეწუნება))

  3. ვიდალი რო გადასულიყო იმ წელს ბავარიაში და მერე რო გეთქვათ თქვენ ახლა დროა დიდი ფული დავხარჯოთო და იუვეს ბავარიიდან რო ეყიდა ვიდალი 50 მილიონად, ეს უკეთესი იქნებოდა თუ რაც რეალურად მოხდა და ერთი შეხედვით უცნობი ფეხბურთელი ყველაზე ადრე მაროტამ შეამჩნია და მოიყვანა გუნდში. ესაა რეალურად მაროტას სამუშაო თუარა მესი და რონალდო რო მაგარია მაგას მეც ვამჩნევ

  4. ფულის ხარჯვაში კიარუნდა გავუწიოთ კონკურენცია სწორად აზროვნებაში და ფეხბურთელის სწორად შემჩნევაში უნდა გაუწიოს კონკურენცია მაროტამ ყველას და აქ უნდა ქონდეს იმის ამბიცია რო პირველია, ფულის ხარჯვაზე თუ გადაერთო იუვე ეს ისეთი რამეა რო ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდეს არაერთი კლუბი რომელიც შენზე მეტს დახარჯავს. იუვეს არ დაუხარჯია ფული და უკვე დაიბრუნდა ტოპ კლუბის სტატუსი, ასევე არ დახარჯავს არც მომავალში და შეინარჩუნებს ამ ადგილს. გამონაკლისის სახით შეიძლება ბუფონის დონის ლეგენდებზე 20 წელიწადში ერთხელ დაიხარჯოს დიდი ფული მარა სიტივით და პსჟსავით ყოველ ტრანსფერებზე 100 მილიონს რო ხარჯავენ მაგი არაა მთლად მისაბაძი საქციელი

    1. დაჯილდოვება იყო რა თქმა უნდა სპორტ 1 ზე დაგეცადა ცოტა ხანი, ის რეკლამები იყო და მერე განახლდა ტრანსლაცია, მოამზადეს დასაჯილდოვებელი ადგილი და განახლდა ტრანსლაცია

  5. ჩემო იუვენტინო დებო და ძმებო!
    ყველას გილოცავთ გუნდის ასეთ შედეგებს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვერ ვთანხმდებით ზოგ საკითხებზე. (მაგრამ მე მაინც ყოველთვის 100-იანს ვამბობ :lool: )

    ვულოცავ მათ, ვისაც ახსოვს იუვეს ძველი დიდება!
    ვულოცავ მათ, ვისაც ახსოვს დელპიეროს არჩათვლილი გოლი ლივერპულთან.
    ვულოცავ მათ ვისაც ახსოვს ავადსახსენებელი 2006 წელი… შელახული ღირსება, ერთგული იუვენტინოები, მოღალატე და ნახევრად მოღალატე ფეხბურთელებიც!
    ვულოცავ მათ, ვისაც სერია-ბ დან დაბრუნებისას ბევრჯერ გაწბილებია იმედი გუნდის აღზევებისა! გილოცავთ ყველას რადგან ჩვენ ეს დავიმსახურეთ!
    გილოცავთ ყველას ვისაც გახსოვთ 1-4 ფულჰემისგან; ფრეები კოპენჰაგენებთან; გალათასარაისთან უინიციატივო და უფანტაზიო გუნდი; 7-8 ადგილები ჩემპიონატში…!

    განსაკუთრებით მათ ვულოცავ ვინც ჩვენი იუვე შეიყვარა 2006 წლის შემდეგ..ჩვენს ახალბედა იუვენტინოებს!
    და ვისაც არ გაუმართლა ეხილა ტრაპატონის, ლიპის და კაპელოს გუნდი.

    გილოცავთ ყველას და ველოდოთ იმედიანად 12 წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს!

    ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ… ჩვენ ახლა გვაქვს ისტორიული შანსი ელიტაში დაბრუნებისა და ამისთვის სახსრები და მონდომება არ უნდა დაინანოს უფროსობამ!

    ჩვენ გვინდა და გვაქვს პრეტენზია წლევანდელი წლიდან მოყოლებული სტაბილურად ვიყოთ მინიმუმ 1/4 – 1/2 ფინალისტები!
    თუ ტოპობის დაბრუნება გვინდა, ტოპებს უნდა გავუწიოთ კონკურენცია ტრანსფერებში, სკაუტებში, ხელფასებში და ყველაფერში საერთოდ!
    სერიას ას მიღმაც გაიხედოს მაროტამ ვურჩევდი და დაიბრუნოს მოჯისდროინდელი გავლენა იუვეს მენეჯმენტმა ევროპაში!

    ფორზა იუვე! ფორზა რაგაცი!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.