ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

“სეზონის ამ მონაკვეთშია აუცილებელია სწორი ბალანსის ნახვა წვრთნებსა და ოფიციალურ მატჩებს შორის. შესაძლოა ხვალინდელი დაპირისპირება ნეაპოლიტანელებთან სკუდეტოს კუთხით არაფერს ცვლიდეს, მაგრამ მეორეს მხრივ ალბათ არავის სურს შინაურ კედლებში დამარცხება და იმ კარგი სტატისტიკის წყალში გადაყრა რაც დაგვიგროვდა. შედეგად მოტივაცია გვაქვს და მოგვიწევს ტექნიკური კუთხით პროდუქტიული დაპირისპირების გამართვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სერია ა-ში დარჩენილი ორი ტური აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ფორმის შესანარჩუნებლად. შაბათის შემდეგ კი სამი დღე შეგვეძლება დასვენება, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია. ერთია ფორმის შენარჩუნება და ტონუსში ყოფნა, ხოლო მეორე დასვენება, ეს კი მერწმუნეთ გადამწყვეტი მატჩის წინ საგულისხმო მხარეა. ფინალისთვის მშვიდ ტემპში მოგვიწევს მომზადება, რადგან ნერვიულობის და პანიკის განცდით ბერლინში უბრალოდ ვერც კი ვირბენთ მინდორზე”..

“კატალონიელებთან მძიმე მატჩი გველის და ფინალი სხვაგვარი არც არის. შეხედეთ ლაციოსთან დაპირისპირებას.. დამეთანხმებით 90 წუთის მანძილზე საერთოდ არ იგრძნობოდა ქულათა სხვაობა რაც გაგვაჩნია პიოლის გუნდთთან სერია ა-ში. ამ კუთხით კი ბარსელონა არაფრით არის ჩვენთან უკეთეს მდგომარეობაში. ეს იდენტური სიტუაციაა. ვეჭვობ გამოცდილების არ ქონა პრობლემებს არ შეგვიქმნის, საერთოდ დღევანდელი იუვენტუსი უდრეკი და შეუპოვარი ხასიათით ძალიან წააგავს 12 წლის წინანდეს. რაც შეიძლება კარგად უნდა მოვემზადოთ და ტექნიკური კარგი შეხვედრა ჩავატაროთ”.

“დღეს განვიხილავ იმ ფეხბურთელების მდგომარეობებს, რომლებმაც ყველაზე მეტი ენერგია დახარჯეს. ფაქტია, რამდენიმე მათგანს დასვენება მეტად ესაჭიროებათ. ოთხშაბათს ვერ გვეხმარებოდნენ მორატა, მარკიზიო და სტურარო. შესაბამისად მათი ხილვა ნეაპოლიტანელებთან სავსებით რეალურია.

სატრანსფერო ფანჯარა? არც პირლოსთან და არც ტევესთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. ჩვენ გაცილებით მნიშვნელოვანი თავსატეხები გვაქვს გადასაწყვეტი.. ტრანსფერებისთვის კი ოდნავ მოგვიანებით მოვიცლით.

მიმდინარე სეზონის წარმატებები? რა უნდა ითქვას.. ბედნიერი ვარ. კმაყოფილი ვარ საქმეების ასეთი განვითარებით. ჩვენ აუცილებლად უნდა დავტკბეთ ამ მომენტით, რადგან კარიერის მანძილზე იშვიათად მეორდება ესეთი ფანტასტიური პერიოდი.

გამომიგზავნა თუ არა მოლოცვა კონტემ თასის მოპოვების შემდეგ? ადამიანები იშვიათად იმეორებენ ასეთ რამეს. სამაგიეროდ პრეზიდენტ ჩელინოსგან მივიღე ლამაზი სიტყვები”.

დიბალა? არ ვიცი როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ ის ტოპ ფეხბურთელია და იუვეში ითამაშებს..

ანჩელოტი? ფანტასტიური სპეცილიასტია. ნამდვილად არ ვიცი დაბრუნდება თუ არა იგი მილანში, მაგრამ შეხედეთ მის რეზიუმეს.. თავისი თასებით, მცირე და დიდი ჯილდოებით. შთამბეჭდავი სია აქვს. ყველას ყველაფერი დაუმტკიცა, ასე რომ ჩემი შექება საჭირო აღარ არის”.

მიიღებს თუ არა ბუფონი ოქროს ბურთს? იშვიათად მეკარეებზე ვისაუბრო, მაგრამ ეს იშვიათი და სასიამოვნო გამონაკლისია. გამორჩეული მეკარეა! სპორტული ასპქეტების გარდა დიდი ადამიანური თვისებებითაც არის დაჯილოდებული. შთამბეჭდავი კარიერის გამო იგი ნამდვილად იმსახურებს ოქროს ბურთს”.

რას ვეტყვი შეგირდებს ფინალის წინ? საჭირო ფრაზების მოსაფიქრებლად წინ კიდევ 15 დღე მაქვს”.

წყარო: Football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Nikka
9 years ago

:forza:

lasha naxucrishvili
9 years ago

მიდი მაქს დარჩენილი 2 თამაში ლიხტშტაინერს და ევრას მიეცი ამოსუნთქვის საშვალება რა.მიუხედავად იმისა რომ აღარ არიან ახალგაზრდები და პრაქტიკულად შეუცვლელად თამაშობენ 4 ტრაგიკულ შეცდომასაც ვერ გაიხსენებს კაცი მათი მხრიდან.

lasha lasha
9 years ago

https://www.youtube.com/watch?v=ixtsTlxbPj4 მომენატრააააააა :vaime:

ალეკო კოკაია
Reply to  lasha lasha

ეე კაი დრო იყო :forza: :forza: :forza:

lasha lasha
9 years ago

აბა მართლა რა დრო იყო :forza: ალექსა მოედანზე რომ იყო უკვე იმედი იყო :forza: :forza: :forza:

lasha lasha
9 years ago

აბა შენ იცი მაქს ტრიპლეტი გვინდა ტრიპლეტიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: კარლიტო ათამაშე ბობმბარდირობა ეკუთვნის ეგ გაუძლებს ისეთი მხეცია :modee:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x